Connect with us

ჯანმრთელობა

თევზის ქონი, სელის თესლი ან სელის ზეთი: რომელშია უფრო მეტი ომეგა 3

ომეგა 3 უცვლელი ცხიმოვანი მჟავაა, რომელიც ნივთიერებათა ცვლას ხელს უწყობს და იმუნიტეტის აუმჯობესებს, ტვინის მუშაობას ააქტიურებს, სისხლძარღვებს ავიწროებს და ორგანიზმს რიგ ანთებით პროცესებთან ბრძოლაში ეხმარება. დღეს ერთად გავარკვიოთ, თუ რომელ პროდუქტებში შედის ომეგა 3.

ბიოლოგიური დანამატი შეგიძლიათ აფთიაქში შეიძინოთ, მაგრამ კაფსულებში გაცილებით ცოტა ომეგა 3 შედის, ვიდრე თევზში – სასარგებლო ცხიმების მთავარ წყაროში. თუმცა თევზი ამ ვიტამინის ერთადერთი ღირებული წყარო არაა.

რომელი პროდუქტები შეიცავს ომეგა 3–ს

გრენლანდიის ესკიმოსების სამზარეულოს გაანალიზებით მკვლევარებმა შენიშნეს, რომ მათ გულ–სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები არ ჰქონდათ. რაციონი კი ძირითადად უმი თევზის და წყალმცენარეებისგან შედგებოდა. ამასთან წყალმცენარე აღმოჩნდა ომეგა 3–ის პირველწყარო, რომლითაც თევზი იკვებება.

სააფთიაქო ბიოდანამატსა და ახალი თევზის ცხიმს შორის დიდი სხვაობაა. გადამუშავებული სახით სასარგებლო ცხიმი თავისი თვისებების დიდ ნაწილს კარგავს. უნდა გაითვალისწინოთ, რომ ომეგა 3 ჰაერთან კონტაქტისას და გახურებისას სწრაფად იშლება.

სელის ზეთი ომეგა 3–ის კიდევ ერთი კარგი წყაროა. გაითვალისწინეთ, რომ ზეთის მიღების პროცესში იგივე უბედურება ხდება, როგორც სააფთიაქო დანამატის შემთხვევაში. პროდუქტის ხარისხის შემოწმება ძალიან მარტივია. რაც უფრო მწარეა სელის ზეთი, მით უფრო ცუდი ხარისხისაა.

უნდა ითქვას, რომ ახალ სელის ზეთს მომწარო გემო საერთოდ არ აქვს. ის ქილის გახსნიდან 10-14 უნდა მიიღოთ და აუცილებლად მაცივარში შეინახოთ.

ომეგა 3 სხვა ზეთშიც გვხვდება. მაგალითად, არარაფინირებული წიწმატის ზეთის შემადგენლობაში 40% სასარგებლო ცხიმი და კიდევ E ვიტამინი შედის. ყურადღება უნდა მიაქციოთ მდოგვის ზეთსაც, მასში ომეგა 3–ს შემცველობა 15%–ია.

ომეგა 3–ის კიდევ ერთი სასარგებლო წყარო – სელის თესლი. პირველ რიგში, ეს გადამუშავებული პროდუქტი არაა, როგორც ზეთი. მეორეც, სელის თესლი მკვრივი გარსის წყალობით უფრო დიდხანს ინახება. აი, სჯობს დაფქული სახით მიიღოთ ან კარგად დაღეჭოთ.

სელის თესლი სხვა ალტერნატივაზე უფრო ხელმისაწვდომია. მის შეძენას აფთიაქებში თეთრებად შეძლებთ. ყოველდღე 1 ჩ/კ სელის თესლი წვნიანს, მეორე კერძს, სალათს და სმუზს დაუმატეთ. ომეგა 3–ის დღიური ნორმა მიღებული გექნებათ.

რა თქმა უნდა, თუ ჯიბე საშუალებას გაძლევთ, შეგიძლიათ საკუთარი თავი წითელი თევზით გაანებივროთ და ყურადღება ჩიას თესლს მიაქციოთ. მასშიც ომეგა 3 შედის. როგორც ხედავთ, არჩევანის საშუალება გაქვთ. ტონუსის შესანარჩუნებლად და დაავადებების თავიდან ასაცილებლად, საკმარისია აირჩიოთ ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ.