Connect with us

ჯანმრთელობა

ვჭამოთ და დავიკლოთ წონა: 10 უბრალო საკვები პროდუქტი, რომელიც ცხიმის წვის პროცესს ააქტიურებს

მივირთვათ საყვარელი კერძები და არ მოვიმატოთ წონაში – ადამიანების დიდ ნაწილს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გვიოცნებია ამაზე. ნებისმიერი დიეტოლოგი და გამოცდილი ექიმი დაეთანხმება მოსაზრებას, რომ ამ ოცნების განხორციელება სავსებით შესაძლებელია, თუ საკვებ პროდუქტებს სწორად შევარჩევთ.

დღევანდელ სტატიაში ჩვენი რედაქცია მოგითხრობთ იმ გემრიელი და სასარგებლო საკვები პროდუქტების შესახებ, რომლებიც წონას არ მოგამატებინებთ. მეტაბოლიზმის დაჩქარების ხარჯზე, გააქტიურდება ზედმეტი კილოგრამებისა და ცხიმოვანი ფენების წვის პროცესი.

ჩვენი ფიგურისთვის სასარგებლო საკვები პროდუქტები

ჭარბი წონის წინააღმდეგ ბრძოლის დროს ძალიან დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს იმ საკვებ პროდუქტებს, რომელთაგანაც ჩვენი კვების რაციონი შედგება. ჭარბწონიანმა ადამიანებმა არჩევანი უნდა შეაჩერონ სწორედ იმ პროდუქტებზე, რომლებიც კუჭში ნელა გადამუშავდება და ხანგრძლივი დროით გვინარჩუნებს სინაყრის განცდას.

ასეთი პროდუქტებია:

1. მოხარშული კარტოფილი

დიეტის დროს ადამიანების უმრავლესობა მაქსიმალურად არიდებს თავს კარტოფილს, რადგან ის დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს შეიცავს. არავინ ითვალისწინებს იმ ფაქტს, კარტოფილი უჯრედისით, ვიტამინებითა და სხვა სასარგებლო საკვები ნივთიერებებით მდიდარი ბოსტნეულია. მდგრადი სახამებელი, რომელსაც ეს პროდუქტი შეიცავს, ხელს გვიწყობს დღის განმავლობაში ნაკლები კალორიის მიღებაში და გვიხანგრძლივებს სინაყრის შეგრძნებას. სახამებლის ეს სახეობა, გასნხვავებით სხვა სახეობებისგან, შეიცავს 2-ჯერ ნაკლებ კალორიას და არაჩვეულებრივად ახშობს მადას. გაითვალისწინეთ, საუბარია მხოლოდ მოხარშულ კარტოფილზე და არა ჩიფსებზე ან ზეთში დაბრაწულ ბოსტნეულზე.

2. შვრია

როგორც წესი, შვრიას დილის საათებში, საუზმეზე მიირთმევენ, რადგან ის ხანგრძლივი დროით გვინარჩუნებს სინაყრის განცდას, რაც უჯრედისის მაღალი შემცველობითაა განპირობებული. გარდა ამისა, შვრია ბეტა-გლუკანის და ხსნადი უჯრედისის საკმაოდ დიდი წყაროა. ორივე ნივთიერება საგრძნობლად ანელებს ნახშირწყლების ათვისების პროცესს, რაც ძალზედ სასარგებლოა ჩვენი ფიგურისთვის.

3. კვერცხი

ეს შეუცვლელი პროდუქტია, როდესაც საუბარი წონის დაკლებაზე მდის. კვერცხი შეიცავს ღირებულ ამინომჟავებსა და დიდი რაოდენობით ცილას, მისი გული მდიდარია სასარგებლო ქოლესტერინითა და D ვიტამინით. თუ საუზმეზე მოხარშულ კვერცხს მიირთმევთ, შეძლებთ სინაყრის განცდის ხანგრძლივი დროით შენარჩუნებას, მადის შემცირებას და დღის განმავლობაში მიღებული კალორიების რაოდენობის საგრძნობლად შემცირებას.

4. სუპი

ბულიონზე მომზადებული სუპები გამოირჩევა ცილისა და წყლის მაღალი შემცველობით. სწორედ ეს კომბინაცია მარტივად გვათავისუფლებს შიმშილის შეგრძნებისგან, არაჩვეულებრივად გვანაყრებს და გვინარჩუნებს სინაყრის შეგრძნებას ხანგრძლივი პერიოდით.

ხორცისა და ბოსტნეულის სუპი მდიდარია ცილებითა და უჯრედისით, რის ხარჯზეც ის არა უბრალოდ გვიწყობს ხელს ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში, არამედ თავიდან გვარიდებს უსიამოვნო შებერილობას.

5. ვაშლი

ხილი – სწორი, ჯანსაღი კვების განუყოფელი ნაწილი. თუ ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლება გსურთ, გირჩევთ, არჩევანი ვაშლზე შეაჩეროთ. პექტინით, წყლითა და ხსნადი უჯრედისით მდიდარი ეს პროდუქტი, რომელიც დაბალკალორიულობით გამოირჩევა, სწრაფად გვანაყრებს და აჩქარებს მეტაბოლიზმს. კარგი მეტაბოლიზმი წონის კლების საწინდარია!

6. ციტრუსები

ვაშლის მსგავსად, ციტრუსები შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობით უჯრედისს, წყალსა და C ვიტამინს. მათი დახმარებით მარტივად მოიშორებთ უსიამოვნო შებერილობას და მოამარაგებთ ორგანიზმს საჭირო ენერგიით. ციტრუსები ცხიმოვანი ფენების წვისა და წონის კლების პროცესს ააქტიურებს.

7. ქათმის ფილე

ცილების მაღალი შემცველობით გამორჩეული ქათმის ხორცი მარტივად გვანაყრებს, აჩქარებს მეტაბოლიზმსა და კალორიების წვის პროცესს. თუ ზედმეტი კილოგრამების მოშორება გსურთ, გაამდიდრეთ კვების რაციონი ქათმის მკერდით. მიირთვით ის მოხარშული სახით ან შეწვით ზეთის გარეშე.

8. მარცვლეული

ბარდა, ლობიო, ოსპი – ცილებისა და უჯრედისის არაჩვეულებრივი წყარო. თუ კვების რაციონს ამ პროდუქტებით გაამდიდრებთ, სინაყრის შეგრძნებას ხანგრძლივი პერიოდით შეინარჩუნებთ.

9. ბოსტნეული

წყლითა და უჯრედისით მდიდარი ბოსტნეული არაჩვეულებრივია წონის დასაკლებად. გაინებივრეთ თავი ბოსტნეულის სალათებით, აუცილებლად მაიონეზისა და სხვა მსგავსი მავნე სოუსების დამატების გარეშე, რათა მინიმალურ დროში შეძლოთ სასურველი შედეგის მიღწევა.

10. ხაჭო

ხაჭო შეიცავს ცოტა კალორიას და დიდი რაოდენობით ცილას. B ვიტამინით, კალციუმით, ფოსფორითა და გოგირდით მდიდარი ეს პროდუქტი სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის. ის ნელა გადამუშავდება ჩვენს კუჭში და ხანგრძლივი დროით გვინარჩუნებს სინაყრის განცდას.

თუ ჭარბი კილოგრამებისგან გათავისუფლება გსურთ, იკვებეთ სტატიაში წარმოდგენილი პროდუქტებით, თუმცა აუცილებლად გონივრული რაოდენობით. გამორიცხეთ გაზირებული უალკოჰოლო სასმელები, ნატურალური წვენები, თეთრი ფქვილი, შაქარი და მინიმუმამდე შეამცირეთ მარილის რაოდენობა. გახსოვდეთ, წყლისა და ძილის რეჟიმი აუცილებელი წინაპირობაა სხეულის ლამაზი ფორმების მოსაპოვებლად.

თუ სტატიაში წარმოდგენილი ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!