Connect with us

ჯანმრთელობა

ექსტრემალური გამოჯანმრთელება: ნიღაბი წიწაკით – თმის ზრდისთვის

მწველად ცხარე, წითელ წიწაკას შეუძლია თქვენს თმას სწრაფად ზრდა აიძულოს! ამ სტატიაში თმის ზრდისთვის საჭირო წიწაკით დამზადებული თმის ნიღბების რეცეფტებს წარმოგიდგენთ!

ნაღაბი წითელი წიწაკით: რატომ არის ასეთი ეფექტური

წითელი წიწაკა კაფსაიცინს შეიცავს, ის ასტიმულირებს თმის ზრდას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას თმის ფოლეკულებში, რაც უზრუნველყოფს კვებას თმისთვის. ამ წიწაკის ნაყენის ნიღბის შემდეგ თმა უფრო სქელი, მბზინვარე და დამჯერი ხდება.

ნიღაბი წითელი წიწაკით, თმის ზრდისთვის:

როგორ დავიდოთ სწორად წითელი წიწაკით დამზადებული ნიღაბი?! არ გამოიყენოთ წიწაკა სუფთა სახით. ყოველთვის აურიეთ ზეთთან, კონდიციონერთან ან შამპუნთან. მაქსიმალური შედეგის მისაღებად დაიტოვეთ 20-30 წუთი. თუ არ გსურთ ნარევში ზეთის დამატება, ნაყენი წყალში გახსენით. ოპტიმალური შეფარდებაა – ჭიქა წყალი 2 სუფრის კოვზ წიწაკასთან.

ქოქოსის კარაქი წითელ წიწაკასთან ერთად

აურიეთ ქოქოსის კარაქი და ზეითუნის ზეთი 2 ჩაის კოვზ წითელ წიწაკასთან. ქოქოსის კარაქი და ზეითუნის ზეთი არაჩვეულებრივად უხდებიან ერთმანეთს, ატენიანებენ თავის კანს, ხოლო წითელი წიწაკა ასტიმულირებს თმის ზრდას. დაიტოვეთ ნიღაბი თმაზე 25 წუთით და შემგდეგ წყლითა და შამპუნით ჩამოიბანეთ.

ვაშლის ძმარი და წითელი წიწაკის ნაყენი თმის ზრდისთვის

გააზავეთ 2 სუფრის კოვზი წითელი წიწაკის ნაყენი – 2 სუფრის კოვზ ვაშლის ძმართან და 3 კოვზ კონდიციონერთან. ბალზამ – კონდიციონერი დაატენიანებს თავის კანს, ხოლო ნაყენი გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. კონდიციონერის ნაცვლად შეიძლება შამპუნიც გამოიყენოთ. 20 წუთის შემდეგ ჩამოირეცხეთ ნიღაბი გრილი წყლითა და სულფატის გარეშე დამზადებული შამპუნით.

ქაფურის ზეთი და წითელი წიწაკა

ნებისმიერი ზეთი, განსაკუთრებით ქაფურის – არაჩვეულებრივი ბაზაა წითელი წიწაკისთვის. აურიეთ პატარა ჭიქა ქაფურის ზეთი და 2 ჩაის კოვზი წითელი წიწაკა. გაანაწილეთ ნარევი თმის მთლიან სიგრძეზე, ხოლო 20 – 25 წუთის შემდეგ კი თავი დაიბანეთ.

ზეითუნის ზეთი წითელი წიწაკით

ზეითუნის ზეთი აუმჯობესებს თმის მდგომარეობას, ხოლო წითელი წიწაკა ააქტიურებს მის ზრდას. აურიეთ 2 ჩაის კოვზი წითელი წიწაკა – 2 ჩაის კოვზ ზეითუნის ზეთთან. გაიჩერეთ ნიღაბი 20-30 წუთით და ჩამოირეცხეთ წყლით.

წითელი წიწაკა თმის ზრდისთვის – უკუჩვენებები:

აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ წითელი წიწაკა – ძალიან აგრესიული კომპონენტია. თუ მგრძნობიარე და ძალიან მშრალი კანი გაქვთ, ასეთი ნიღაბია რ გამოგადგებათ! შედეგს, ნიღბის მოხმარების დაწყებიდან 1 თვეში დაინახავთ. სამწუხაროდ, ამ ნიღბებს უკუჩვენებებიც აქვთ:

კანის გაღიზიანება. ეს პუნქტი განსაკუთრებით მგრძნობიარე კანის მქონეებისთვის არის ყურადსაღები. კურსის დასაწყისში წითელი წიწაკა სულ მცირე რაოდენობის დაიმატეთ, რათა კანი შეეჩვიოს ამ აგრესიულ კომპონენტს!

წვად და ანთება. თუ გადააჭარბებთ წითელი წიწაკის რაოდენობას, შეიძლება კანი გაგიღიზიანდეთ! დაიდეთ ყინულიანი პაკეტი დაზიანებულ ადგილზე, რათა წვა შეამციროთ.

ქავილი. ამ ნიღბის გამოყენების შემდეგ შეიძლება ქავილი და სიმშრალე იგრძნოთ. ეს რომ არ მოხდეს, დაიდეთ მსუბუქი დამატენიანებელი კრემი თავის კანზე.