ჯანმრთელობა
ექიმმა კომაროვსკიმ დაასახელა ყველაზე სასარგებლო ფაფა
ბავშვობიდან გვარწმუნებდნენ, რომ სასარგებლო ფაფა ყოველდღე უნდა მივირთვათ. წიწიბურა, ბრინჯი, მანანის ბურღული, სიმინდი, ქერი – ნებისმიერ სამზარეულოში აუცილებელი ნაკრებია. ერთნაირად სასარგებლოა ყველა ფაფა? შესაძლოა მათ შორის მავნე ფაფაც იყოს?
ცნობილი პედიატრის, კომაროვსკის გამოსვლას მოვუსმინე და ჩვენი ოჯახის რაციონს გადავხედე. პირველ ადგილას უნდა დააყენოთ ის, რომელიც ორგანიზმს მეტ სარგებელს ანიჭებს, ასეა? Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, რომელი ფაფაა სასარგებლო და რომელზე სჯობს უარი თქვათ.
ყველაზე სასარგებლო ფაფები: ტოპ 3
წიწიბურა
კომაროვსკი ირწმუნება, რომ ყველაზე სასარგებლო მარცვლეული წიწიბურაა. რაციონიდან მისი გამორიცხვა კატეგორიულად არ შეიძლება. თუ მისი გემო არ მოგწონთ, სხვანაირად მომზადება სცადეთ. მაგალითად, რძიანი წიწიბურას ფაფა, წიწიბურა სოკოთი ან ხორცით, წიწიბურას წვნიანი მოამზადეთ.
შვრია
დედა ბავშვობაში საუზმეზე შვრიის ჭამას ტყუილად არ გვაიძულებდა. ექიმი გაფრთხილებთ, რომ ფაფა შეიძლება საზიანო იყოს. ყველაფერი შვრიის დამუშავების მეთოდზეა დამოკიდებული. სწრაფად მოსახარში პაკეტის შვრია ძალიან მავნებელია, აი, შვრიის ფანტელები წარმოუდგენლად სასარგებლოა.
ქერი
ბოლო დროს ქერი თავის პოპულარობას კარგავს, მაგრამ რაციონიდან მისი გამორიცხვა არ იჩქაროთ. იცით თუ არა, რომ ქერს ჯერ კიდევ რომაელი გლადიატორები აფასებდნენ? ყველაფერი უჯრედისის, რკინის და ცილების დიდი შემცველობით არის განპირობებული. სხვათა შორის, ქერის ფაფაც სწორად უნდა მოამზადოთ. ღამით წყალი დაასხით, შემდეგ სუსტ ცეცხლზე ხარშეთ.
სხვა სასარგებლო ფაფა
ზემოთ ჩამოთვლილის გარდა სხვა სასარგებლო მარცვლეულიც არსებობს. მათ შორისაა ფეტვის ბურღული, სიმინდის მარცვალი და ბრინჯი. ბრინჯი შეიძლება სასარგებლო ან უსარგებლო იყოს. თეთრ გასუფთავებულ ბრინჯს ორგანიზმისთვის სარგებელი არ მოაქვს. გირჩევთ რაციონში ყავისფერი, გაუსუფთავებული ბრინჯი ჩართოთ, მასში ბევრი ცილა, უჯრედისი და სხვა სასარგებლო მიკროელემენტია. გარდა ამისა, სელის მარცვლეული არ დაგავიწყდეთ. არ დაიჯერებთ, მაგრამ მასში ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავა შედის, რომელიც ჩვეულებრივ თევზში გვხდება.
ყველაზე მავნე ფაფა
ექიმი კომაროვსკის თქმით, ყველაზე მავნე ფაფა მანანის ბურღულია. მასში ადვილად ათვისებადი ნახშირწყლები შედის, რომელსაც ორგანიზმისთვის სარგებელი არ მოაქვს.
როგორც ხედავთ, მარცვლეულის სარგებელი მომზადების მეთოდზეც არის დამოკიდებული. მაგალითად, თუ წიწიბურას რძეში მოხარშავთ, რკინას, ორგანიზმისთვის სასარგებლო მიკროელემენტს, დაკარგავს. ეს საშიში არაა, რადგან მისი მიღება სხვა პროდუქტებიდან შეგიძლიათ. ჯანმრთელობას გისურვებთ!