Connect with us

ჯანმრთელობა

სილამაზის ფაფა, რომელიც რამდენიმე წლით გაგაახალგაზრდავებთ

დღესდღეობით ქერის ფაფა ყველასთვის ხელმისაწვდომია. თუმცა აღსანიშნავია, რომ ქერის ფაფა არც თუ ისე პოპულარულია, როგორც შვრია ან ბრინჯი. ქერის სასარგებლო თვისებები ბავშვების და ხანდაზმულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ძველად ქერის ფაფას სამეფო კერძად მიიჩნევდნენ და ყველას მისი ჭამის ფუფუნება არ ჰქონდა. სამეფო პირები რომ ესიამოვნებით, მსახურები მარცვლეულს 20 საათით წყალში ალბობდნენ, შემდეგ რძეში ხარშავდნენ და ღუმელში აცხობდნენ.

მასში ვიტამინების დიდი რაოდენობა შედის: A, D, E, PP და B ჯგუფის ვიტამინების სრული სია.

A ვიტამინი მხედველობის გასაუმჯობესებლად და ინფექციებისგან დასაცავად გვჭირდება. D ვიტამინი ძვლებს და კბილებს აძლიერებს. E ვიტამინი ნაადრევ დაბერებას აფერხებს, ხოლო B ჯგუფის ვიტამინები ნერვული სისტემის სწორ მუშაობას, ლამაზ თმას და სუფთა კანს უზრუნველყოფს.

ქერი ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს და მიკროელემენტებს შეიცავს: კალციუმი, რკინა, სპილენძი, მანგანუმი, თუთია, მოლიბდენი, ნიკელი, კობალტი, სტრონციუმი, ქრომი, იოდი, ბრომი.

ქერის მთავარი „სასწაული“ ფოსფორია, რომელიც 2-ჯერ მეტ სასარგებლო თვისებას შეიცავს, ვიდრე სხვა მარცვლეული.

ფოსფორი საჭიროა არა მხოლოდ ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებლად და ტვინის  კარგი მუშაობისთვის, არამედ „სპორტსმენებისთვის მთავარ მიკროელემენტად“ ითვლება.

ქერი 2-ჯერ უფრო მეტ უჯრედისს შეიცავს, ვიდრე ხორბალი. მის მარცვალში შემავალი ცილები კვებითი ღირებულებით ხორბლის ცილებს აჭარბებს.

ამ მარცვლეულის ნახარში ბევრ სამკურნალო თვისებას შეიცავს: დამამშვიდებელი, მჟავა საწინააღმდეგო, სპაზმის მომხსნელი, ანთების საწინააღმდეგო და შარდმდენი ეფექტი. ქერის დახმარებით სარძევე ჯირკვლების დაავადებას კურნავდნენ, ყაბზობას, სიმსუქნეს, ხველას და სურდოს იშორებდნენ.

ალერგიული დაავადებების დროს ექიმი ქერის ფაფის მიღებას აუცილებლად გირჩევთ.

მასში ბუნებრივი ანტიბაქტერიული ნივთიერება, ჰორდეცინი შედის, რომელიც ყველა სახის კანი-სოკოვანი დაავადების მკურნალობაში დაგეხმარებათ.

ქერს შეიძლება „სილამაზის ფაფა“ დამსახურებულად ვუწოდოთ. ის ისეთ ნივთიერებას შეიცავს როგორიცაა ლიზინი (ამინომჟავა), რომელიც კოლაგენის წარმოებაში აქტიურად მონაწილეობს. ცნობილია, რომ კანს მოქნილს და ელასტიურს სწორედ რომ ლიზინი ხდის, ამასთან ნაოჭების გაჩენას აფერხებს.

დიეტოლოგები ქერის მიღებას ურჩევენ მათ, ვისაც ჭარბი კილოგრამების მოშორება სურთ. ნოყიერი საკვები ისეთ ნივთიერებას შეიცავს, რომელიც ცხიმის დაგროვებას აფერხებს, ხოლო მასში შემავალი დიდი რაოდენობით უჯრედისი ორგანიზმიდან ტოქსინებსა და წიდებს გამოდევნის.