Connect with us

ჯანმრთელობა

ეს შუშხუნა სასმელი ცხიმს ბოლომდე დაწვავს. დღეში მხოლოდ 1 ჭიქა საკმარისია

ეს შუშხუნა ცხიმს ბოლომდე დაწვავს. დღეში მხოლოდ 1 ჭიქა საკმარისია

სახლის პირობებში მარტივად გახდომის მეთოდს ეძებთ? გთავაზობთ სასმელის რეცეპტს, რომელიც არა მხოლოდ ზედმეტი კილოგრამების, არამედ ჯანმრთელობის პრობლემის მოშორებაში დაგეხმარებათ.

სწრაფად დაკლება სახლის პირობებში

საკვები სოდისა და ლიმონის ნარევი ყველაზე მარტივი, იაფი და ეფექტური გასახდომი საშუალებაა. ამ პროდუქტებს ცალ-ცალკე ორგანიზმზე დადებითი გავლენა აქვს. პირველ რიგში, სოდაზე ვისაუბროთ. თანამედროვე ადამიანის სხეული მუდმივად ტუტეს დანაკლისს განიცდის. როგორც კი მჟავა-ტუტოვანი ბალანსი ირღვევა, ადამიანი თავს სუსტად გრძნობს და უძილობა აწუხებს.

მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დასარეგულირებლად საუკეთესო მეთოდი სუფთა სახით საკვები სოდის გამოყენებაა. მას დადებითი გავლენა აქცს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და ხელს გვიწყობს წონის დაკლებაში.

სასმელის მეორე ინგრედიენტი ახალი ლიმონია. სუფთა სახით ლიმონის წვენის მოხმარება ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის მუშაობას არეგულირებს. ლიმონის წვენს მსუბუქი შარდმდენი ეფექტი აქვს, რითაც ნივთიერებათა ცვლას ასტიმულირებს, ტოქსინები და პროდუქტების დაჟანგული ნარჩენი გამოაქვს. ლიმონი საჭმლის მონელებას აუმჯობესებს, საკვებიდან სასარგებლო ელემენტების სრულყოფილად ათვისებას ხელს უწყობს, ასევე ორგანიზმს C ვიტამინით ამდიდრებს.

ინგრედიენტები:

  • 300 მლ წყალი
  • ნახევარი ლიმონის წვენი
  • ½ ჩ/კ საკვები სოდა

მომზადება:

1. სასმელი გამოყენების წინ მოამზადეთ. შენახვის შემთხვევაში სამკურნალო თვისებებს კარგავს. მომზადების პროცესი საკმაოდ მარტივია. უბრალოდ ლიმონი გაწურეთ, სოდის ნაწილი დაუმატეთ და ცოტა წყალი დაასხით.

2. როცა სასმელი შუშხუნს შეწყვეტს, დარჩენილი სოდა და წყალი დაუმატეთ. სასმელი მზადაა. ახლა მცირე ყლუპებად დალიეთ, რომ ნარევი კარგად აითვისოთ. სურვილის მიხედვით, ტონიკს შეგიძლიათ პიტნის ფოთლები ან ყინული დაუმატოთ.

სასმელი დილით უზმოზე დალიეთ. ზომიერი მოხმარების შემთხვევაში ტონიკი შესანიშნავი გასახდომი სასმელი გახდება, განწყობას გაგიუმჯობესებთ. სასმელი მადას აქვეითებს, რაც წონაში დაკლებას ხელს უწყობს.

მისი ბოროტად გამოყენება არ ღირს. ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება პირის ღრუს და საყლაპავის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება და სისხლის წნევის ცვლილება გამოიწვიოს. დღეში 1 ჭიქა სასმელი საკმარისი იქნება.

ახლა ყველაზე მთავარი: შეიძლება თუ არა ზედმეტი წონის „ჩამობანა“? დიახ, ამაში სოდა და ლიმონი დაგეხმარებათ. ამ კომპონენტებით რეგულარული აბაზანა წონაში დაკლების და დეტოქსის შესანიშნავი საშუალებაა. პროცედურის არსი იმაში მდგომარეობს, რომ გაფართოებული ფორებიდან ტოქსინები და მავნე ნივთიერებები გამოდის.

აბაზანა სოდით და ლიმონის ეთერზეთით სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და ფორებს წმენდს, კანი უფრო რბილი და ნაზი გახდება. ამასთან შესანიშნავი მოსადუნებელი ეფექტი აქვს.

წონაში რომ დაიკლოთ და გაჯანსაღდეთ, სოდიანი აბაზანის მთელი კურსი უნდა ჩაიტაროთ. აბაზანის გაკეთება მარტივია: 60 გრ სოდა ოთახის ტემპერატურის წყალში გახსენით, რამდენიმე წვეთი ლიმონის ეთერზეთი დაუმატეთ. აბაზანაში 10-20 წუთით გაჩერდით. კვირაში 2-ჯერ გაიმეორეთ.

ყველა ადამიანს წონაში დაკლების საკუთარი საიდუმლო აქვს! გაგვიზიარეთ კომენტარებში!