Connect with us

სხვა

სოდა და ლიმონი: უსაფრთხო და ბიუჯეტური მეთოდი სახლის დასალაგებლად

თუ ნატურალურ, ხალხურ მეთოდებს უპირატესობას ანიჭებთ, ხოლო საყოფაცხოვრებო ქიმიკატებს იშვიათად ან საერთოდ არ იყენებთ, რადგან მასში ბევრი მავნე ნივთიერება შედის. Alltime.ge-ს რედაქცია ერთ მარტივ ხრიკს გიზიარებთ.

განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, თუ სახლში ბავშვები და შინაური ცხოველები ცხოვრობენ. მავნე ქიმიკატების სუნთქვამ შეიძლება ალერგიული რეაქციები და ნერვული სისტემის აშლილობა გამოიწვიოს. სოდისა და ლიმონის ნარევი ყველა სახის ჭუჭყს ეფექტურად უმკლავდება, თან უსაფრთხო და ბიუჯეტურია.

სოდა ლიმონთან ერთად: სარგებელი

ლიმონის და სოდის სუნი ორგანიზმს არ აზიანებს. ერთი შეხედვით რთულ ლაქებსაც უმკლავდება. სოდისა და ლიმონის დახმარებით შეგიძლიათ ღუმელს ცხიმის ფენა მოაშოროთ, იატაკის ფილების ღარები გაწმინდოთ, ძველი ქვაბი გააკრიალოთ.

ლიმონს, როგორც უნივერსალურ პროდუქტს, კოსმეტოლოგიაში, მედიცინაში, კულინარიასა და საწმენდ საშუალებებში ხშირად იყენებენ. სოდა ეკოლოგიური საშუალებაა, რომლითაც საკანალიზაციო მილსაც გაწმენდთ.

გამოყენების მეთოდები

ამ საშუალებით სამზარეულოში ნებისმიერი სახის ჭუჭყს შეგიძლიათ გაუმკლავდეთ. მაგალითად, ფილებს, ნიჟარას და ღუმელს იდეალურად წმენდს. შუაზე გაჭრილი ლიმონი სოდაში ჩადეთ და შემდეგ ღუმელის გვერდები და მინა დაამუშავეთ. 15 წუთით გააჩერეთ, ახლა ღრუბლით გაწმინდეთ და ცხიმის კვალიც გაქრება.

ლიმონი, სოდა და ძველი კბილის ჯაგრისი ღუმელის სახელურის გაწმენდაში დაგეხმარებათ. კბილის ჯაგრისი ლიმონის და სოდის ნარევში ამოავლეთ და ჭუჭყიანი ადგილები გახეხეთ. ასე ღუმელს იდეალურად გაწმენდთ.

ქიმიური საწმენდი საშუალებების მავნე ნივთიერებები ორგანიზმში ხვდება და სამუდამოდ რჩება. ამისთვის რამდენჯერმე მისი ჩასუნთქვა ან ზედაპირის ცუდად გაწმენდა საკმარისია. შედეგები შეიძლება სერიოზული იყოს. ეკოლოგიური წმენდა სასარგებლოა გარემოსთვის, ადამიანის ორგანიზმისა და ოჯახის ბიუჯეტისთვის. გირჩევთ, გამოიყენოთ!