Connect with us

ტესტები

ეს ტესტი თქვენს ფარულ სურვილებს გამოავლენს

ალქიმია – უძველესი ხელოვნებაა, რომელშიც უამრავი საიდუმლოება იმალება, მცოდნეთა ხელში ეს ცოდნა უდიდეს ძალაუფლებას წარმოადგენს. ალქიმიური სიმბოლოები უდიდეს ინფორმაციას მოიცავენ. მათ თუ სწორად გამოიყენებთ, შეიძლება თუნდაც მცირედი სასწაული მოახდინოთ.

ჩვენ ხშირად ვირჩევთ სხვადასხვა სიმბოლოს მქონე ტატუს ან აქსესუარს, აღმოჩნდა, რომ ამ ყველაფერს დაფარული აზრი ჰქონია. დღეს საინტერესო ფსიქოლოგიური ტესტი მოგიმზადეთ, რომელიც სიმბოლოს არჩევის შემდეგ გაგიმხელთ თუ რისკენ მიისწრაფვის თქვენი სული. შეხედეთ სურათს, აირჩიეთ სიმბოლო და გაეცანით პასუხს.

1. ლომი

ეს მზის სიმბოლოა, შინაგანი ძალიან წყაროს სიმბოლო. ამიტომ ის სხვებზე დომინირებისა და უპირატესობის გამოვლენის სურვილზე მიგვანიშნებს. ეს ნიშნავს, რომ ხშირად ცდილობთ ბედის გაკონტროლებას. გახსოვდეთ რომ ბედისწერას ეს არც ისე მოსწონს!

თუ ეს სიმბოლო აირჩეთ, უდიდესი ალბათობა არსებობს, რომ მოგიწევთ ის მიატოვოთ რაზეც დიდი ხანი მუშაობდით, დახარჯეთ დიდი დრო და ენერგია, ამიტომ ახლა თავს ხაფანგში გრძნობთ. გულის სიღრმეში ძალიან გსურთ რაღაც შეცვალოთ და სხვა გზას დაადგეთ!

კარგად დაფიქრდით ნამდვილად გაღიზიანებთ თუ არა ახლანდელი მდგომარეობა და რამდენად ძლიერად გსურთ რაიმეს შეცვლა. მიმართეთ მედიტაციასა და მანტრებს, ეს სწორ გზაზე დაგაყენებთ. ნუ შეგეშინდებათ, თქვენ მიაღწევთ წარმატებას და შეძლებს ბედისწერასთან “მოლაპარაკებას”.

2. ქვიშის საათი

დროის გარდაუვალობისა და ციკლურობის სიმბოლო. შესაძლოა თქვენს წარსულში რაიმე მტკივნეული მოვლენა მოხდა რომელმაც თქვენთვის დრო გააჩერა. წარსულში იძირებით და მასში უფრო და უფრო იხლართებით.

აქ ერთადერთი რჩევის მოცემა შეიძლება – გაუშვით წარსული, თორემ თქვენს გზას ვერ გაივლით! მიიღეთ დროის ცვლადობა, დაიწყეთ ყველაფერი თავიდან, გაიწმინდეთ კარმა. ეცადეთ იცხოვროთ დღევანდელი დღით, გჯეროდეთ საკუთარი თავის და იმის რომ დრო თქვენი მეგობარია! ყველაფერი დალაგდება როდესაც საკუთარ თავს გადალახავთ!

3. მთვარე

ამ სიმბოლოში ემოციების ძალა და დაფარული ჭეშმარიტებები იმალება. თუ ეს სიმბოლო აირჩიეთ – თქვენ მეომარის გული გაქვთ. რაიმე გაწუხებთ და ნორმალური ცხოვრების საშუალებას არ გაძლევთ. რაღაც ძალიან გაწუხებთ და მოსვენებას არ გაძლევთ, ამის გამო ძილი და სიმშვიდე დაკარგეთ. რა გრძნობაა ეს?!

ნებისმიერ შემთხვევაში ის უნდა გადალახოთ. ტქვენს სულს სიმშვიდე ჭირდება, რომლის მიღწევაც მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება თუ ამ ემოციებს გარეთ გამოიტანთ. მიიღეთ ისინი, გაუზიარეთ სხვებს და ეს თქვენი წმენდის დასაწყისი იქნება. ისწავლეთ თქვენი გრძნობების გამოხატვა და თქვენი გული სიმშვიდეს მოიპოვებს!

4. გასაღები

ეს სიმბოლო თქვენს წარმოდგენებს გამოხატავს. თქვენს სულს კითხვებზე პასუხის პოვნა სურს. თქვენ ყველაზე დოგმას ეჭვქვეშ აყენებთ, მუდმივად ეძებთ ჭეშმარიტებას და შეიძლება უკვე ძალაც გელევათ.

თქვენს მიერ გასაღების არჩევა – ნიშანია! ის ტქვენს სურვილს ასახავთ, ეს ნიშნავს რომ ახალი ჰორიზონტების აღმოჩენა და საზღვების გაფართოებას გსურთ. ასე იმოქმედეთ! იპოვეთ დრო მოგზაურობისთვის, ეს თქვენს ცხოვრებაში ახალ შთაბეჭდილებებს და ახალ ნაცნობობას მოიზიდავს. იპოვეთ პასუხები იმ კითხვებზე რომლებიც გაღელვებთ.

5. ფატიმას ხელი

ეს სიმბოლო თქვენი ქვეცნობიერის სურვილს გამოხატავს. მას ბოროტი ძალებისგან დაცვა სურს! შეიძლება ავი თვალის ზემოქმედების ქვეშ მოხვდით. ამან შეიძლება საფრთხის წინაშე დაგაყენოთ.

ფატიმას ხელი გვეუბნება, რომ გამოსავალი არსებობს ნებისმიერი ხაფანგიდან!!! შეიძლება თქვენი თავი თავადვე გამოამწვიეთ მასში და მხოლოდ პატიება გაგათავისუფლებთ მისგან. აპატიეთ თქვენს თავს ყველაფერი რაც გააკეთეთ, აპატიეთ თქვენს თავს სისუსტის გამოჩენა, ამის შემდეგ ყველაფერი დალაგდება!