Connect with us

ჯანმრთელობა

ეს ნატურალური დანამატი ჩაის ჯადოსნურ სასმელად აქცევს

თუ ჩაის ამ კომპონენტებს დაუმატებთ, ის თქვენს საყვარელ სასმელად გადაიქცევა. გაჯერებული ფერი და დაუვიწყარი არომატი – ეს ყველაფერი თავბრუს დაგახვევთ!

რა დავუმატოთ ჩაის გემოსა და ჯანმრთელობისთვის

1. ანისული


თუ ყელში უსიამოვნო შეგრძნებები გაგიჩნდებათ, ჩაის ანისული დაუმატეთ და ყელის ტკივილსაც და ახალდაწყებულ ხველასაც ის უკვალოდ გააქრობს!

2. ჟასმინი


ეს მცენარე დაბალ წნევას არეგულირებს, შეგმატებთ ენერგიას, მოგაცილებთ ქრონიკულ სისუსტესა და დაღლილობას, მოგიმატებთ მადას.

3. კოჭა


კოჭა შეგიძლიათ გახეხოთ და ცხელი წყალი დაასხათ, ან მისი პატარა ნაჭერი ჩაის ნაყენში ჩააგდოთ. ეს მცენარე გაგათბობთ, ტონუსში მოგიყვანთ, გაააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას.

4. კალენდულა


მისი ყვავილი და თესლი ანტიბაქტერიული გახლავთ და ისინი ანგინისა და გაციების დროს დაგეხმარებიან!!!

5. ლავანდა


მას დამამშვიდებელი და სპაზმოლიტური მოქმედება აქვს. ასეთი ჩაი ჯადოსნურ ეფექტს მოახდენს ნევროზისა და უძილობის დროს.

6. პიტნა

პიტნიანი ჩაი ამშვიდებს და ადუნებს. გვეხმარება კუჭის მოუნელებლობის, ტემპერატურის ან კრიტიკული სიცხის დროს, რომელიც გაციებისა და გრიპის დროს ჩნდება. ეს გემრიელი მცენარე გაღიზიანებას მოგიხსნით და ბრონქიტის დროს ხველასაც შეამცირებს.

ბუნება ზრუნავს ჩვენზე! ეცადეთ ჩვეული ჩაი სხვადასხვა ბალახეულით გაამდიდროთ და ამგვარად ჯანმრთელობა გაიუმჯობესოთ.