Connect with us

ყვავილები

ეს მცენარეები ჟანგბადის ბომბებია! სახლში მინიმუმ ერთი მაინც უნდა გქონდეთ

ბინის ინტერიერის მოწყობის და დეკორის შეძენის დროს არ ვუფიქრდებით იმას, რომ შენობაში ჰაერის ხარისხი შეიძლება უარესობისკენ შეიცვალოს.

ყველაფერში დამნაშავე კი სხვადასხვა ნივთიერებაა, რომელთაც ჩვენ მიერ შეძენილი ნივთები გამოყოფენ. ელექტრო მოწყობილობები, ლამინატი და ჩვეულებრივ ქაღალდის სალფეთქიც კი შეიძლება ფორმალდეჰიდის კვალს შეიცავდეს, რომელიც სახლში ჰაერთან კონტაქტში შედის.

შენობაში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაში ოთახის მწვანე მცენარეები დაგეხმარებათ. ჰაერის გაწმენდის, მტვრის, სხვა ნაწილაკების და ჯანმრთელობისთვის სახიფათო მძიმე ნაერთების შეგროვების უნარი ბევრ მცენარეს აქვს.

აი, 6 საუკეთესო მცენარე, რომელიც სახლში უნდა გქონდეთ

1. ალოე

ეს მცენარე სახლში ჟანგბადის გასაზრდელად იდეალური ვარიანტია. ის ნახშიროჟანგს და ფორმალდეჰიდს შთანთქავს. ერთ ალოეს შეუძლია ის, რასაც ჰაერის გამწმენდი 9 ბიოლოგიური საშუალება ვერ შეძლებს.

2. ფიკუსი

ამ მცენარის მოვლა საკმაოდ მარტივია, რადგან ბევრი სინათლე არ სჭირდება. ის ეფექტურია, როცა საქმე ჰაერის ფორმადეჰიდებისგან გაწმენდას ეხება. თუმცა ფრთხილად იყავით, თუ სახლში პატარა ბავშვები ან შინაური ცხოველები გყავთ. ფიკუსის ფოთლები შეიძლება შხამიანი იყოს.

3. სურო

თითოეულ ადამიანს ეს მცენარე სახლში აუცილებლად უნდა ჰქონდეს. ის ჰაერში ტოქსინების 60%-ს 6 საათში ანადგურებს.

4. ქლოროფიტუმი

მცენარეს მინიმალურ განათებაში ფოტოსინთეზის მიღწევა შეუძლია. ის ჰაერიდან ისეთ ტოქსინებს შთანთქავს, როგორიცაა ფორმალდეჰიდი, სტიროლი და ნახშიროჟანგის ოქსიდი, ასევე ბენზინი. ერთი მცენარე 200 კვ.მ ფართობზე ჰაერს ეფექტურად წმენდს.

5. სანსევიერია

მცენარე დაშლას პრაქტიკულად არ ექვემდებარება და სახლში ქონისთვის იდეალური ვარიანტია. საკმაოდ მდგრადია და ფოტოსინთეზისთვის ძალიან ცოტა სინათლე სჭირდება. გარდა ამისა, ტოქსინებს აქრობს. საძინებელი ოთახისთვის იდეალური მცენარეა, რადგან ჟანგბადს ღამის საათებში აწარმოებს.

6. სპატიფილუმი

ჰაერიდან ქიმიური ტოქსინების მოსაშორებლად იდეალური მცენარეა. ის ჰაერიდან ფორმალდეჰიდებს, ასევე ტრიქლორეთილენს შთანთქავს.