Connect with us

ჯანმრთელობა

ეს ბალახი თვალის დახამხამებაში ანადგურებს თქვენს მოთხოვნილებას ნიკოტინისადმი

მიუხედავად იმისა, რომ ყველამ კარგად იცის ნიკოტინის ნეგატიური შედეგების შესახებ, ამ ჩვევაზე უარის თქმა მაინც რთული მისიაა. ეს ალკალოიდი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია იმისა, თუ რატომ აგრძელებენ ადამიანები მოწევას – აღნიშნული ქიმიკატი იწვევს დამოკიდებულებას.

მოწევის შემდეგ, ორგანიზმი ეჩვევა ნიკოტინს და მის გარეშე ნორმალურად ვეღარ ფუნქციონირებს. რეალურად, რაც უფრო მეტს ეწევით, მით მეტი ნიკოტინი გჭირდებათ ნორმალური ცხოველქმედებისთვის. როცა ორგანიზმი ვერ იღებს ნიკოტინს საჭირო რაოდენობით, სიგარეტი “გწყურდებათ” და, ალბათ, შფოთვასაც იგრძნობთ. მართალია, ფიზიკური სიმპტომები რამდენიმე დღეს გაგრძელდება, მოთხოვნილება უფრო დიდხანს გაგყვებათ.

თუ მოწევაზე უარის თქმა გსურთ, ეს სტატია ისაა, რასაც ეძებდით. იგი ყურადღებას ამახვილებს სტევიაზე – ბალახზე, რომელიც ანადგურებს სიგარეტის მოთხოვნილებას.

როგორ დავანებოთ თავი მოწევას

როგორც უახლესი კვლევის შედეგებით ვიგებთ, სტევია გვეხმარება ალკოჰოლისა და სიგარეტისადმი დამოკიდებულების განკურნებაში. იგი ბლოკავს მოთხოვნილების სიგნალებს, რომელთა გაგზავნასაც სხეული ცდილობს ტვინისთვის და, შესაბამისად, მნიშვნელოვნად ამცირებს სურვილს.

სტევია ქრიზანთემთა ოჯახის წევრია, წარმოშობით პარაგვაიდან, სადაც ადამიანები მას ბუნებრივ დამატკბობლად ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყენებდნენ. რაც შეეხება მოწევის საწინააღმდეგო თერაპიას, უბრალოდ დაიწვეთეთ სტევიას რამდენიმე წვეთი ენაზე ყოველ ჯერზე, როცა სიგარეტის მოთხოვნილება გექნებათ. რა დაუჯერებლადაც არ უნდა ჟღერდეს, ეს მარტივი ეშმაკობა ძალიან ეფექტურია სიგარეტისადმი ნებისმიერი მოთხოვნილების მოსაკლავად.

თქვენ ეწევით? აპირებთ უარის თქმას ამ მავნე ჩვევაზე? თუ ეწეოდით, როგორ დაანებეთ თავი? გაგვიზიარეთ გამოცდილება.

Advertisement
1 Comment

1 Comment

  1. თიკო

    September 3, 2019 at 9:06 pm

    სად შეიძლება შევიძინო სტევისა ზეთი?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.