Connect with us

მოდა და სტილი

ელეგანტური შარვლების ნაკრები ქალბატონებისთვის

50 წელს გადაცილებული ქალბატონების საუკეთესო მეგობარი – შარვალია. პროფესიონალი ქირურგის მსგავსად, შარვლს წლების წაშლა შეუძლია. ის მფლობელს მოძრაობის თავისუფლებას, ელეგანტურობასა და კარგ აღნაგობას ჩუქნის. შარვალი ქალის ფიგურის ყველა ტიპს უხდება და ერგება, ასევე არაჩვეულებრივად ეხამება გარდერობში არსებულ ბევრ ნივთს და ისინი როგორც დღის, ასევე საღამოს იმიჯსაც ქმნიან.

დღეს ჩვენი რედაქცია, ქალის შარვლების ელეგანტურ მოდელებს წარმნოგიდგენთ: 6 მეფური სტილი.

შარვლის მოდელები

1. მჭიდრო შარვლები გვერდზე გადადეთ, მაგრამ, მთლად ტომარასავით მოშვებულ სამოსზეც ნუ გადახვალთ. საუკეთესო ვარიანტია შარვალი რომელიც ბოლოსკენ ვიწროვდება. ისინი არაჩვეულებრივად შენიღბავენ “ხარვეზებს” და ფეხების სილამაზეს გაუსვამენ ხაზს.

2. სწორი შარვალი ყველაზე მეტად დაბალ ქალბატონებს უხდებათ. ისინი სილუეტს ვიზუალურად აგრძელებენ, ამასთანავე მოდელი საერთოდ არ არღვევს ფიგურის პროპორციებს.

3. კარგი იქნება თუ უყურადღებოდ არც კლეშ სტილს (ზარისებური) დავტოვებთ. ამასთანავე ისიც გავითვალისწინოთ, რომ ახალ სეზონზე ეს სტილი კვლავ აქტუალურია, ასეთი მოდელები 90-იანი წლების მოგონებებს გვჩუქნიან. მხოლოდ ამჯერად ისინი გაცილებით უკეთესი ნაჭრისგან და ტონებისგან იქნებიან შექმნილნი. კონსერვატიული ქალბატონებისთვის, ეს მოდელები შავ და მუქ ლურჯ ფერებშია წარმოდგენილი.

4. მუხლიდან გაფართოებული შარვალი იდეალურად აბალანსებს “მძიმე” თეძოებს. ასეთ შარვალს პროპორციების ვიზუალურად შეცვლა შეუძლია, ეს კი ფიგურას ელეგანტურობასა და დახვეწილობას მატებს.

5. ერთ-ერთი ტრენდი – მოკლე შარვალი, რომელიც ტერფს აჩენს. ასეთი მოდელილამაზად აჩენს ტერფს, ხაზს უსვამს ქალურობას.
მოცემული მოდელი განსაკუთრებით გარდამავალ სეზონზეა აქტუალური (მაშინ როცა საჭიროა გამჭვირვალე წინდების წყვილი ან გოლფები).
შემოკლებული შარვალი ძალიან უნივერსალურია: მათი ჩაცმა ქუსლიან ფეხსაცმელთანაც შეიძლება და სწორ ძირიანთანაც. ასეთი შარვალი ნებისმიერი ტიპის ფიგურას უხდება და ის ფეხსაც არ ამოკლებს.

6. 50 წელს გადაცილებული ქალბატონებისთვის მოკლეწელიანი შარვალი აბსოლუტურად შეუფერებელია. ეს მოდელები ახალაზრდა გოგონებისთვისაა რომლებმაც ჯერ ვერ ისწავლეს თუ როგორ გაუსვან ხაზი საკუთარ სექსუალობას. მოწიფულ ქალბატონებს კი მაღალწელიანი და მოდური შარვლები შეშვენით. ასეთ მოდელებს მუცლის აწევა, მისი ვიზუალურად შემცირება და აქცენტის წელზე გადატანა შეუძილიათ.

თანამედროვე მოდა მკაცრ საზღვრებს შლის და კონსერვატიულ წესებს აუქმებს, ნებას გვრთავს მოწიფული ქალის გარდერობში მოზარდებისა და ელიტური ფრანგული ბუტიკების სამოში ერთმანეთს შეურიოთ. პირადი სტილის შეძენა – ინტელექტუალური სამუშაოა, რომლის შეძენის შემდეგ ქალი თავს ყოველთვის მწვერვალზე იგრძნობს!