Connect with us

საკითხავი

დროის დაკარგვა არ შეიძლება! კრაზანამ გიკბინათ: რა უნდა გააკეთოთ და სად გაიქცეთ, თუ ალერგიული რეაქცია დაგეწყოთ

მწიფე კენკრის და ხილის სეზონი უკვე დაიწყო. ამ სასიხარულო ამბავთან ერთად მოსალოდნელი საფრთხის შესახებ უნდა გვახსოვდეს. ტკბილი და წვნიანი ვაშლის, მსხლის ან გარგარის გვერდით აგრესიული კრაზანები ხშირად „მორიგეობენ“. მათმა ნაკბენმა კი შეიძლება ბევრი პრობლემა გამოიწვიოს.

დღეს გიამბობთ, თუ რა უნდა გააკეთოთ კრაზანის ნაკბენზე. ხშირად ნაკბენის შედეგებს სათანადოდ არ ვაფასებთ და სიცოცხლეს საფრთხეს ვუქმნით.

რა უნდა გააკეთოთ, თუ კრაზანამ გიკბინათ

კრაზანის ან ფუტკრის ნაკბენზე შეგრძნება თითქმის ერთნაირია – ტკივილი და წვა. ნაკბენი ადგილი წითლდება და შეშუპებული ხდება. თუ სხეულზე შეშუპება 1-2 საათზე დიდხანს იშვიათად რჩება, სახეზე შეიძლება ორი დღე არ ჩაქრეს. თუ ალერგიული რეაქცია გაქვთ, საქმე შეიძლება ძალიან ცუდად იყოს.

ერთი კბენის შემთხვევაში დაზიანებული ადგილი უნდა დაათვალიეროთ. ფუტკრის ნაკბენზე შეინიშნება ნესტარი, რომელიც უნდა ამოიღოთ, რომ სხეულის მოწამვლა თავიდან აიცილოთ.

ნესტარის ამოღებამდე ნაკბენი ადგილი სუფთა წყლით გაიწმინდეთ, ჭუჭყი და შხამის ნარჩენები მოიშორეთ. შემდეგ ნესტარის ამოსაღებ ინსტრუმენტებს (პინცეტი ან ნემსი) დეზინფექცია გაუკეთეთ. დეზინფექცია თავად ჭრილობასაც გაუკეთეთ და ცივი კომპრესი დაიდეთ. ალერგიული რეაქციის შემთხვევაში ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებები მიიღეთ, ასევე ტკბილი, ცხელი ჩაი დალიეთ.

თუ კრაზანამ გიკბინათ, პირველ რიგში მწერი უნდა მოიშოროთ, რადგან მან შეიძლება კიდევ გიკბინოთ, შემდეგ ჭრილობის დამუშავებას შეუდექით. თუ რამდენიმე ადგილას გიკბინათ, შეიძლება ზოგადი ტოქსიკური რეაქცია გქონდეთ. სჯობს სამედიცინო დახმარებას მიმართოთ.

ექიმს დაუყონებლივ უნდა მიმართოთ, თუ მწერმა ტუჩზე, ენაზე ან ხორხზე გიკბინათ, რადგან შეშუპება შეიძლება გავრცელდეს და მდგომარეობის გაუარესება გამოიწვიოს.

ალერგიის მქონე ადამიანებს კრაზანის ან ფუტკრის ნაკბენზე შეიძლება თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება, არტერიული წნევის შემცირება (ანაფილაქტიკური შოკი) და გონების დაკარგვა აღენიშნოთ.

ფუტკრის და კრაზანის ნაკბენი განსაკუთრებით სახიფათოა ბავშვებისთვის, რადგან ბავშვის ორგანიზმი მათ მიმართ უფრო მგრძნობიარეა. თუ სამედიცინო დახმარების მიღება შეუძლებელია, ზემოთ ჩამოთვლილი ზომების გარდა, ბავშვს დიდი რაოდენობით სითხე უნდა მიაწოდოთ, რომ ტოქსინები ორგანიზმიდან გამოდევნოთ.

სამედიცინო დახმარების მიღება არ გადადოთ, თუ ბავშვი ძალიან პატარაა (3 წლამდე). ასეთ შემთხვევაში ხალხური საშუალებებით ექსპერიმენტები არ ღირს, ამან სიტუაცია შეიძლება გაამწვავოს.

მწერების ნაკბენი საკმაოდ ხშირი შემთხვევაა. შეიძლება ითქვას, რომ ამის გადატანა ყველას უწევს, ამიტომ პანიკაში ჩავარდნა არ ღირს, თუ ასეთი უსიამოვნება მაინც მოხდა. საკმარისია იცოდეთ, თუ რა გააკეთოთ, ასევე ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებები ხელთ უნდა გქონდეთ, თუ ნაკბენზე ალერგიული რეაქცია შეინიშნება.

აღსანიშნავია, რომ ონავარი და კრაზანა, მით უფრო ფუტკარი თქვენს კბენას მიზნად არ ისახავს. ის თავს გესხმით მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საკუთარი თავის ან ოჯახის დაცვა უწევს. გასაგები საქმეა, თუ შემთხვევით ფუკტრის გაჭყლეტვას გადაწყვეტთ, ის კბენას ეცდება.

სწრაფმა მოძრაობამ (მაგალითად, ხელების ქნევა) შეიძლება მწერების გაღიზიანება და კბენის პროვოცირება გამოიწვიოს. ამასთან, ფუტკარი და კრაზანა მძაფრ სუნებს ვერ იტანენ, ასე რომ კარგად დაფიქრდით, ბუნებაში მოგზაურობის დროს სუნამოს ან სურნელოვანი კოსმეტიკის ხმარება რამდენად ღირს.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.