Connect with us

თავის მოვლა

დაუთმეთ 15 წუთი დილას და საღამოს ამ გიმნასტიკას და თქვენი სახის კანი უფრო ლამაზი გახდება, ვიდრე 25 წლის ასაკში

თქვენ შეიძლება მაკიაჟის ყველა ტექნიკას ფლობდეთ და კანის მოვლის ყველა საშუალებას იყენებდეთ, მაგრამ წლებს თავისი მიაქვს. უკვე 40-50 წლის შემდეგ რაც არ უნდა წაისვათ, სახე მაინც ასაკოვანი გამოჩნდება: ღრმა ნაოჭები გაგიჩნდებათ, სახეს ფორმას დაკარგავს, რადგან კანი და კუთნები ტონუსს დაკარგავს.

ეველინ განტერ-პეჩოტი, ფრანგი კოსმეტოლოგი მდიდარი გამოცდილებით, ახალგაზროდბის დაბრუნების ეფექტურ საშუალებას გირჩევთ – სახის კუნთების საწვრთნელ ვარჯიშს, რომელიც შესამჩნევ ეფექტს უკვე რამდენიმე დღეში იძლევა. ვარჯიში დამწყებისთვის სრულად უსაფრთხოა.

დღეს გიზიარებთ ვარჯიშების კომპლექსს, რომელიც უკვე ბევრ 50 წელს გადაცილებულ ქალბატონს ახალგაზრდობის დაბრუნებაში დაეხმარა. სახის და კისრის ვარჯიშის ავტორი მათ გაკეთებას უკვე 30 წლიდან გირჩევთ, თუ დაბერების ნიშნები უკვე შეიმჩნევა. საუკეთესო სამკურნალო საშუალება – პროფილაქტიკაა.

სახის ვარჯიში ნაოჭების საწინააღმდეგოდ

ეველინ განტერ-პეჩოტის ვარჯიშები კანის სილამაზის და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად და არასასურველი ნაოჭების გასაქრობად მარტივი და უსაფრთხო მეთოდია. ვარჯიშების კომპლექსს არანაირი ასაკობრივი შეზღუდვა და უკუჩვენება არ გააჩნია. ყოველდღე ან კვირაში 4-5-ჯერ ვარჯიში საკმარისი იქნება. უკვე 1 თვეში რეგულარული ვარჯიშით 5 წლით უფრო ახალგაზრდული სახე გექნებათ, როგორც ამას ფრანგი კოსმეტოლოგი ირწმუნება.

ვარჯიში ნელა, თითების და ხელისგულების გამოყენებით უნდა შეასრულოთ. თითებით ზეწოლა კუნთებს მაქსიმალურად გაჭიმვაში დაეხმარება. ამის გარეშე ვარჯიში სრულად უსარგებლო იქნებოდა. ვარჯიშის დაწყებამდე სახის გასუფთავება და ხელების კარგად დაბანა არ დაგავიწყდეთ.

1. სახის მასაჟი ხელების თათუნით

ეს ვარჯიში ნებისმიერი ასაკის ქალს გამოადგება. ის კონტურს შესანიშნავად წევს, სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და შემდგომი მოქმედებისთვის სახის კუნთებს ახურებს. სახეზე ყოველდღიური კრემი წაისვით. კისრის მარცხენა და მარჯვენა ნაწილში ხელების თათუნი დაიწყეთ. შემდეგ ნიკაპზე გადადით.

თითების ბალიშებით სახის კონტურზე, შუა ნიკაპიდან ყურებამდე თათუნი დაიწყეთ. ასეთი მასაჟი მთელ სახეზე ცენტრიდან კიდურებისკენ გაიკეთეთ და შუბლზე გადადით. დარტყმის ძალა თავიდან ზომიერი ან ცოტა სუსტი უნდა იყოს. ნელ-ნელა დარტყმის ძალა გაზარდეთ ისე, რომ ხელის თათუნი კარგად იგრძნოთ, ოღონდ ამას ტკივილის შეგრძნება არ უნდა ახლდეს. 30 წლის ასაკიდან მასაჟი ყოველ დილით, ერთხელ უნდა ჩაიტაროთ, 40 წლის შემდეგ კი – დღეში ორჯერ.

2. შუბლის ჰორიზონტალური ნაოჭების მოშორება

ეს ვარჯიში შუბლის ნაოჭების მოშორებაში დაგეხმარებათ, წარბებს ასწევს და სახის ფორმას უფრო მშვიდს და საყვარელს გახდის. ორივე ხელის საჩვენებელი თითი წარბების პარალელურად დაიდეთ, მაგრამ წარბებიდან რამდენიმე მილიმეტრით ზემოთ. თითის ბალიშები კანს მჭიდროდ დაადეთ, რომ წარბები ზემოთ ვერ ასწიოთ.

თითების წინააღმდეგობა გადალახვა და წარბების აწევა სცადეთ. როცა დაძაბულობა ძალიან ძლიერი იქნება, 5 წამით გაჩერდით. ახლა შეგიძლიათ მოდუნდეთ. ვარჯიში 3-ჯერ გაიმეორეთ.

3. შუბლის ვერტიკალური ნაოჭების მოშორება

ვარჯიში გააქტიურებს კუნთებს, რომლებიც წარბების დანაოჭებას იწვევს. წარბებსა და შუბლზე ხელის თითები მჭიდროდ განალაგეთ. ხელები ისე გასწიეთ, თითქოსდა შუბლის გაწელვა გსურთ. შემდეგ წარბების შეკვრა სცადეთ. ამ მდგომარეობაში 15-20 წამით გაჩერდით. ყურადღება მიაქციეთ: ამ დროს შუბლი დანაოჭებული არ უნდა იყოს. თუ ასეა ხელებით კანი კიდევ უფრო ძლიერად გაჭიმეთ. ვარჯიშის შემდეგ მოდუნდით. ვარჯიში 3-ჯერ გაიმეორეთ.

4. თვალის ქვეშ ჩანთების და ნაოჭების მოშორება

ეს შესანიშნავი მეთოდია ქვედა ქუთუთოს გასაძლიერებლად, ბატის თათების და მუქი წრეების გასაქრობად. შუა და საჩვენებელი თითი თვალის კუთხეებში მოათავსეთ, თქვენ კუთხეები უნდა დააფიქსიროთ, მაგრამ კანს ძალიან არ უნდა დააჭიროთ. ახლა თვალები ფართოდ გაახილეთ და ქვედა ქუთუთო მოჭუტეთ. თქვენ დაჭიმულობა უნდა იგრძნოთ.

მშვიდად ისუნთქეთ. ძლიერი დაჭიმულობის დროს სუნთქვა 15-20 წამით შეიკავეთ. ახლა მოდუნდით. ვარჯიში 3-ჯერ უნდა გაიმეოროთ.

5. სახის ოვალის კორექცია

ეს ვარჯიში მსუქანი ლოყების და ორმაგი ნიკაპის მოშორებაში დაგეხმარებათ, ასევე კისერს გააძლიერებს. პირი გააღეთ და შუა და საჩვენებელი თითები ქვედა კბილებს დაადეთ. ეცადეთ პირი დახუროთ და თითებს წინააღმდეგობა გაუწიოთ, რომელიც ქვედა ყბას ქვემოთ სწევს. ამ დაძაბულობაში 15-20 წამით გაჩერდით. ახლა შეგიძლიათ მოდუნდეთ. ვარჯიში 3-ჯერ გაიმეორეთ.

6. ქვედა ტუჩის ქვეშ ნიკაპის გაძლიერება

სახის კიდევ ერთი ნაწილი, რომელიც ასაკს ამჟღავნებს არის ქვედა ტუჩსა და ნიკაპს შორის სივრცე. ამ ვარჯიშის დახმარებით ნიკაპზე ცხიმის დაგროვებას, ტუჩის და პირის კუთხეების ჩამოწელვას თავიდან აიცილებთ. საჩვენებელი, შუა და არათითი ქვედა ტუჩთან დაიდეთ.

სცადეთ ტუჩებით უმოძრაო თითები მოიშოროთ. დაძაბულობა 30 წამით შეინარჩუნეთ. მოდუნდით. ვარჯიში ორჯერ გაიმეორეთ.

7. ცხვირ-ტუჩის ნაკეცის მოშორება

ორივე ხელის საჩვენებელი, შუა და არათითის ბალიშები ზედა ტუჩის კბილების ღრძილებს დაადეთ, ერთად გეჭიროთ. თვალები დახუჭეთ. პირი მაქსიმალურად ფართოდ გააღეთ და ასო „ო“ წარმოთქვით. ზედა ტუჩთან დაძაბულობა უნდა იგრძნოთ. ვარჯიში 1 წუთის განმავლობაში შეასრულეთ. დასაწყისისთვის ვარჯიში დღეში 2-ჯერ, რამდენიმე კვირის შემდეგ კი დღეში ერთხელ შეასრულეთ.

8. თვალის ირგვლივ კანის გაძლიერება

საჩვენებელი თითები წარბებზე დაიდეთ, დააჭირეთ, დანარჩენი თითები კი მოხარეთ. თავიდან 5 წამით ქვემოთ, შემდეგ ზემოთ აიხედეთ, რაც შეიძლება მაქსიმალურად შორს. შემდეგ თვალები ნელ-ნელა ასწიეთ ისე, რომ ხედვის მიმართულება არ შეცვალოთ. თვალები ნელა და დაახლოებით 5 წამში უნდა გადაადგილოთ. შემდეგ 5 წამით მარცხნივ გაიხედეთ, რაც შეიძლება შორს და ზემოთ. შემდეგ ძალიან ნელა ხედვა მარჯვნივ, რაც შეიძლება შორს გადაიტანეთ.

5 წამის განმავლობაში თვალები ნელა ქვემოთ დახარეთ ისე, რომ მიმართულება არ შეცვალოთ. 5 წამით მარჯვნივ, რაც შეიძლება შორს და ქვემოთ გაიხედეთ. ახლა თვალები დახუჭეთ და 5-10 წამით მოდუნდით. ვარჯიში 3-ჯერ უნდა გაიმეოროთ.

9.ნიკაპის ჩამოყალიბება

ამ ვარჯიშში ლამაზი ნიკაპის ფორმირებისთის საჭირო ენისქვეშა და ენისქვეშა ძვლის კუნთებია ჩართული. ზუსტად ნიკაპის შუაში ცერა თითები მოათავსეთ. თვალები დახუჭეთ, ნიკაპს ცერა თითებით ქვემოდან დააჭირეთ, ამასთან თავით წინააღმდეგობა გაუწიეთ, რომ ზემოთ ვერ აწიოთ.

ერთი წუთის განმავლობაში ნიკაპის ქვედა ნაწილს თითებით დააწექით. ვარჯიში მხოლოდ ერთხელ შეასრულეთ. ვარჯიშის დასრულების შემდეგ ნიკაპის ცხიმიანი ფენა შეგიძლიათ დაიმასაჯოთ.

10.პირის კუთხეების აწევა

ამ ვარჯიშის დახმარებით ცხვირ-ტუჩის ნაკეცს მოიშორებთ და ჩამოწეულ პირის კუთხებს აწევთ. საჩვენებელი თითები პირის კუთხეებზე დაიდეთ, ოდნავ კანს დააჭირეთ. თითებით შექმნილი წინააღმდეგობა გადალახვა და ტუჩების ზემოთ აწევა სცადეთ. ამ დაძაბულ წერილში 30 წამით გაჩერდით. ახლა შეგიძლიათ მოდუნდეთ. ვარჯიში 2-ჯერ გაიმეორეთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.