Connect with us

თავის მოვლა

დაემშვიდობეთ ნაოჭებს თვალების გარშემო. უბრალოდ წაისვით თევზის ქონი, რათა 50 წლის ასაკშიც თინეიჯერი გოგონასავით გამოიყურებოდეთ

ყველა ჩვენი გამოცდილება, ყველა სასიხარულო და სამწუხარო შემთხვევა სახეზე, როგორც განვლილი ცხოვრების მოგონების კვალს ტოვებს. სწორედ ამიტომ ნაოჭები ზრდასრული ადამიანის გარდაუვალი ნაწილია. თუ მამაკაცებს განცდილი ემოციებისგან დატოვებული ეს პატარა ნიშნები დიდად არ აწუხებთ, ქალებისთვის ნამდვილი ტრაგედია ხდება.

თითოეულ ჩვენგანს სურს რაც შეიძლება დიდხანს მიმზიდველი და იდუმალებით მოცული დარჩეს, რომ რაც შეიძლება დიდხანს მისი ისტორია საიდუმლოდ შენახული იყოს. ნაოჭები ჩვენს კომპრომისს წარმოადგენს და სხვებს ატყობინებს, თუ რამდენად ხშირად ვიცინით, რამდენი დრო დავხარჯეთ მძიმე სამუშაოზე და წლების მანძილზე რამდენიმე ცრემლი დავღვარეთ.

ნაოჭების საწინააღმდეგო სწორი საშუალების შერჩევის შემდეგ შეგიძლიათ ნერვიულობა შეწყვიტოთ. დღეს რამდენიმე მარტივ და ეფექტურ ნიღბებს გთავაზობთ, რომელთა დახმარებით თქვენი სახე კვლავ უდარდელი ახალგაზრდობით და სილამაზით გასხივოსნებული იქნება.

ნაოჭების საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალება

თევზის ქონი ნაოჭების საწინააღმდეგოდ საუკეთესო საშუალებაა. ის შეიცავს დიდი რაოდენობით A და E ვიტამინებს, რომლებიც კანის აღდგენის პროცესს აჩქარებენ, ასევე მის სიგლუვეს და ელასტიურობას აღადგენენ.

თუ წვრილ ნაოჭებსა და პიგმენტურ ლაქებს ებრძვით, 1 ჩ/კ თევზის ქონი 1 ჩ/კ ნაღებს ან არაჟანსა და 1 ჩ/კ ლიმონის წვენს აურიეთ. ნარევი კანზე წაისვით და 20-30 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ კოსმეტიკური ფითხით მოიშორეთ. ნიღბის ნარჩენები გვირილის ნახარშით ჩამოიბანეთ.

ღრმა ნაოჭების შემთხვევაში თევზის ქონისა და თაფლის ნიღაბი გამოიყენეთ. 1 ჩ/კ თხევად თაფლს 1 ჩ/კ თევზის ქონი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. მიღებული ნარევი სახეზე მსუბუქი მოძრაობით წაისვით და მაქსიმუმ 20-30 წუთით გაიჩერეთ. შემდეგ ნიღაბი ქაღალდის პირსახოცით მოიშორეთ და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ასეთი ნიღაბი კვირაში ორჯერ გაიკეთეთ და მალე სარკეში სასურველ შედეგს დაინახავთ.

თევზის ქონი სუფთა სახით თვალის ირგვლივ ნაოჭების საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტური საშუალებაა. დერმატოლოგები მის წასმას ძილის წინ გირჩევენ. საკმარისია ემულსია კანზე 20 წუთით გაიჩეროთ და შემდეგ სუფთა წყლით ჩამოიბანოთ. სიტყვაზე, ეფექტის გასაძლიერებლად კომპლექსური მიდგომა არის საჭირო: გამოიყენეთ როგორც გარედან, ასევე შიგნით ვიტამინების სახით.

თუ თევზის ქონზე ინდივიდუალური აუტანლობა არ გაქვთ, შეგიძლიათ სილამაზის დასაბრუნებლად მისი გამოყენება დაიწყოთ, რადგან მას სხვა უკუჩვენება არ აქვს.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.