სხვა
გამოყენებული ჩაის პაკეტები არ გადაყაროთ! აი, ასე შეიძლება მათი ხელმეორედ გამოყენება
იცოდით, რომ გამოყენებული ჩაის პაკეტები მეორე სიცოცხლეს კოსმეტოლოგიაში იძენს? ახლა წარმოგიდგენთ ხრიკს, რომელსაც თქვენი ღიმილის გაუმჯობესებისთვის გამოიყენებთ.
უკვე იცით, რომ ჩაის რეგულარული მოხმარება დადებით გავლენას ახდენს როგორც ფიზიკურ, ისე ემოციურ ჯანმრთელობაზეც, თუმცა, ალბათ, ის არ იცით, რასაც ახლა მოგიყვებით.
ჩაის პაკეტების მეორედ გამოყენება
ჩაის დალევის შემდეგ, არ გადაყაროთ გამოყენებული პაკეტი – მისი გამოყენება თქვენს სასარგებლოდ შეიძლება.
გამომშრალი და დახეთქილი ტუჩებით დაწყებული, სისხლმდენი ღრძილებით დამთავრებული, თუ თქვენი ღიმილი ფერმკრთალია, გამოყენებული ჩაის პაკეტები იდეალურ, ფოტოგენურ ღიმილს აღგიდგენთ.
სხვადასხვა კვლევა ადასტურებს, რომ მწვანე ჩაის მოხმარება ან ტუჩებზე ჩაის პაკეტების დადება ატენიანებს მათ, ამიტომ დახეთქილი ტუჩების პრობლემა აღარ შეგაწუხებთ. ჩაი შეიცავს პოლიფენოლებს, რომლებიც ატენიანებს კანს. ასევე, იაპონელების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მწვანე ჩაის პაროდონტოტის(ღრძილების ან კბილების დაშლა) პროფილაქტიკა შეუძლია. ამ კვლევაში შემოწმდა ათასი მონაწილის დალევის ჩვევები, ღრძილებისა და კბილების ჯანმრთელობის შენარჩუნებასთან მიმართებით.
ახლა, ბონუსის სახით, გთავაზობთ რამდენიმე გზას გამოყენებული ჩაის პაკეტების ხელმეორედ გამოსაყენებლად:
- მზით დამწვრობის მკურნალობა: ამ შემთხვევაში, ჩაის პაკეტები დამწვრობის მიერ გამოწვეული ქავილისა და აქერცვლის ეფექტისგან გაგათავისუფლებთ.
- თვალების დაღლილობის მოხსნა: როცა დაღლილობას გრძნობთ, დაიდეთ წინასწარ გაგრილებული პაკეტები თვალებზე.
- მცირე ზომის დამწვრობები: თუ ზეთით ან ცხელი ნივთით დაიწვით, დაიდეთ ნამიანი, გაგრილებული ჩაის პაკეტი.
- ქერტლის მოშორება: აირჩიეთ საყვარელი ჩაი და შეიზილეთ თმაშინ 15 წუთით. ეს თმას ელვარებასაც მიანიჭებს.
- მეჭეჭების მოშორება: უბრალოდ დაიდეთ ჩაის პაკეტი მეჭეჭზე და შეიხვიეთ. შეიცვალეთ კომპრესი ყოველ 15 წუთში.
- სასუქი: გახსენით პაკეტები და შიგთავსები მოათავსეთ ახალგაზრდა ნერგებთან ახლოს, ნიადაგზე.