Connect with us

თავის მოვლა

გაისწორეთ თმა ქიმიის გარეშე

ეს არის ნატურალური პროდუქტი, რომელიც ასწორებს თქვენს თმას. როგორც ცნობილია, ტალღოვანი თმა ძალიან პოპულარულია ქალებში, მაგრამ ბევრი ქალბატონი სწორ თმას ანიჭებს უპირატესობას, სწორედ მათთვის არის ეს რეცეფტი!

რეცეფტი ქოქოსის კარაქით, თმის ქიმიის გარეშე გასწორებისთვის

სწორ თმას უპირატესობები აქვთ: მაშინაც კი, როდესაც გძინავტ, ისინი ისეთივე რჩება როგორიც დაძინებამდეა. ხოლო, ხუჭუჭა და ტალღოვანი თმები კი ყოველდღე უნდა დაიბანოთ და გაისწოროთ. თუ ერთერთი იმათგანი ხართ ვინც სწორ თმას ანიჭებს უპირატესობას, შეგიძლიათ ბუნებრივი საშუალება აირჩიოთ მის მისაღებად! ახლა კი გასწავლით, როგორ მიიღოთ ის.

სწორი თმა ქოქოსის კარაქით:

ისინი ვინც, სწორ თმას ანიჭებენ უპირატესობას და უკვე გამოსცადეს ხელოვნური გასწორების მეთოდები, იციან, რამდენად ძნელია მათი აღდგენა, განსაკუთრებით უთოთი გასწორების შემდეგ. არსებობს რამდენიმე მეთოდი მათი ბუნებრივი გზით გასასწორებლად.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • ჭიქა ქოქოისი კარაქი
  • სამი სუფრის კოვზი სიმინდის ფქვილი
  • ლიმონი

როგორ მოვამზადოთ:

ჯამში აურიეთ ლიმონის წვენი ფქვილით, სანამ არ გასქელდება
შემდეგ აურიეთ ქოქოსისი ზეთი და ზეითუნის ზეთი, მიიყვანეთ ნარევი საშუალო ტემპერატურამდე, მუდმივად ურიეთ სანამ კრემისებური მასა არ გახდება.

როდესაც ამ ტექსტურას მიაღწევთ, გამორთეთ ცეცხლი და დაელოდეთ სანამ არ გაცივდება.

რჩევა: ძალიან კარგად აურიეთ ყველა ინგრედიენტი (მაგალითად ბლენდერის მეშვეობით) და რეცეფტის სხვა ნაბიჯებზე გადადით. ამასთანავე გაცხელების გარეშეც შეიძლება.

დაიდეთ ნარევი თმაზე და დაიტოვეთ 1-2 საათი, დაიფარეთ შხაპის ქუდი. თბილი თავსაბურავი არ გჭირდებათ.

შემდეგ ჩამოიბანეთ თმები სამპუნით და კონდიციონერით. სანამ ნარევი ბოლომდე არ ჩამოირეცხება. შეგიძლიათ ეს პროცედურა კვირაში 2-3-ჯერ გაიმეოროთ.