Connect with us

ჯანმრთელობა

ბუნებრივი სანელებლების დახმარებით მუხლის სახსრების ტკივილს მოიშორებთ

სამწუხაროდ, მუხლის ტკივილი ხშირ პრობლემას წარმოადგენს, რომელიც მხოლოდ ასაკით არ შემოიფარგლება.

ეს შეიძლება იოგების ან ხრტილის დაზიანებით, ან შესაძლო დეფექტით იყოს გამოწვეული. მაგალითად, როგორიცაა ართრიტი, პოდაგრა ან ინფექცია.

მთავარ სიმპტომებს ანთება და სიწითლე წარმოადგენს. თუმცა შეიძლება სისუსტე ან არასტაბილურობა გაწუხებდეთ. ამასთან ზოგჯერ მუხლის დაჭიმულობამ შეიძლება მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვიოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ მოძრაობის დროს ხრაშუნი გესმით.

5 ნატურალური სანელებელი მუხლის ტკივილის საწინააღმდეგოდ

1. კურკუმა

პირველ რიგში, სანელებლების დედოფალი უნდა ვახსენოთ. კურკუმა ძლიერი სამკურნალო საშუალებაა, რომელიც უძველესი დროიდან თავისი ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ანტიოქსიდანტური, სიმსივნის საწინააღმდეგო და ღვიძლის დამცავი თვისებების გამო გამოიყენება.

ზოგიერთი კვლევა ადასტურებს, რომ მას უფრო ძლიერი ეფექტი აქვს, ვიდრე სხვა ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას. ამასთან გვერდითი ეფექტები არ გააჩნია. სწორედ ამიტომ, მუხლის ტკივილის დროს პირველი დამხმარე საშუალებაა.

2. კოჭა

კოჭა ასევე შესანიშნავ, ბუნებრივ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას წარმოადგენს. შეგიძლიათ კოჭის ზეთი სხვა ძირითად ზეთში გახსნილი გამოიყენოთ.

ერთმა კვლევამ, რომელშიც 247 პაციენტი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ მუხლის სახსრების ოსტეოართრიტის დროს კოჭის ექსტრაქტის გამოყენება დადებით შედეგს იძლეოდა. სტატისტიკა სიმპტომების შემცირებას აჩვენებს. თქვენ უბრალოდ დოზა უნდა გაითვალისწინოთ, რომ საჭმლის მომნელებელი სისტემის მსუბუქი აშლილობა თავიდან აიცილოთ, რასაც კოჭა ზოგიერთ შემთხვევაში იწვევს.

3. კაიენის წიწაკა

კაიენის წიწაკა შეიცავს კაპსაიცინს, ძალიან ცხარე აქტიურ ნაერთს, რომელიც ტკივილის საწინააღმდეგოდ ძალიან ეფექტურია. როგორც კოჭა შეგიძლიათ შიგნით მიიღოთ ან ადგილობრივად გამოიყენოთ.

თუ კაიენის წიწაკას კერძს დაუმატებთ, გახსოვდეთ რომ ამან შეიძლება გაღიზიანება გამოიწვიოს. თუმცა ამ ეფექტის თავიდან აცილებას შეძლებთ, თუ რაციონში წიწაკას ძალიან ნელ-ნელა ჩართავთ.

4. ცეილონის დარიჩინი

დარიჩინი სანელებელია, რომელსაც  სხვა სამკურნალო ღირებულებებთან ერთად ანთების საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია. ტკივილის შესამცირებლად და სახსრების მოძრაობის აღსადგენად შეგიძლიათ ადგილობრივად, სხვა ინგრედიენტებთან ერთად (კოჭა და სეზამის ზეთი) გამოიყენოთ.

ჩვენ ცეილონის დარიჩინის გამოყენებას გირჩევთ, რადგან მას უფრო ძლიერი თერაპიული ეფექტი გააჩნია. შეგიძლიათ ტკბილ და პიკანტურ კერძებს დაუმატოთ, ნაყენი მოამზადოთ ან დანამატის სახით გამოიყენოთ.

5. მიხაკი

მიხაკი დიდი რაოდენობით ევგენოლს შეიცავს. ეს ნაერთი დიდი რაოდენობით დარიჩინსა და მუსკატის კაკალში გვხვდება და ტკივილგამაყუჩებელ თვისებას ფლობს. ამასთან სანელებელი უძველესი დროიდან კბილის ტკივილის გასაყუჩებლად გამოიყენება.

საკმარისია, მიხაკის ზეთი დაზიანებულ ადგილას წაისვათ, რომ მუხლში სიმსუბუქე იგრძნოთ. თუმცა ეს მეთოდი უნდა დაიცვათ, რომ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იგრძნოთ.