Connect with us

ჯანმრთელობა

ბალახის 5 ნაყენი მსხვილი ნაწლავისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დეტოქსიკაციისთვის

მსხვილი ნაწლავის ძირითადი ფუნქცია ორგანიზმის ნარჩენებისგან გათავისუფლებაა. ზოგიერთი ჩვენი ჩვევა, მაგალითად მაღალი ცხიმის შემცველობის საკვების მიღება ან კუჭის გამხსნელების მიღება მის ფუნქციონირებას საკმაო ზიანს აყენებს.

ამ სტატიაში 5 ნატურალურ ჩაის შემოგთავაზებთ, რომლებიც კუჭ-ნაწლავის მოქმედებას აუმჯობესებს.

მსხვილი ნაწლავი მუცლის მარჯვნეა მხარეს არის განთავსებული. ეს ორგანო სწორ ნაწლავთან ერთან – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ბოლო ნაწილია და სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოა. ის ორგანიზმისთვის არასაჭირო ნარჩენებს, ბაქტერიებსა და ტოქსინებს გამოდევნის ორგანიზმიდან.

მსხვილი ნაწლავის დაზიანება მთელი ორგანიზმის დისბალანსს იწვევს. უნდა გვახსოვდეს, რომ დაავადბებისგან თავის აცილების საუკეთესო საშუალება ორგანიზმის სწორი ფუნქციონირებისთვის ხელშეწყობაა.

ფაქტორები რომლებსაც ამაზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ:

  • არასწორი კვება: პროდუქტები რომლებიც ცხიმებით და სანელებლებით არის მდიდარი, ნაღვლის გამომუშავებას ასტიმულირებს, რომელიც რეფლუქსსა და ანთებას იწვევს.
  • საკვებში ბოჭკოს ნაკლებობა შეკრულობის ძირითადი მიზეზია.
  • ხელოვნური გამხსნელების ხშირი გამოყენება: ნაწლავის ლორწოვან გარსს აღიზიანებს და ამან შეიძლება საკვების გადამუშავებისთვის საჭირო ბაქტერიების დაკარგვა გამოიწვიოს.
  • ცოტა წყლის მიღება: წყალი მნიშვნელოვანია გაცვლითი პროცესების ნორმალიზებისთვის.
  • სტრესი: თუნდაც არ დაიჯეროთ, სტრესმა შეიძლება ჰორმონალური დარღვევები გამოიწვიოს, რომლებიც საკვების მონელებაზე მოქმედებს.
  • კუჭ-ნაწლავის დაავადებები: ზოგიერთი მაგალითები – გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, წყლულოვანი კოლლიტი და მსხვილი ნაწლავის სიმსივნე.

როდესაც ამ ფაქტორებს ვითვალისწინებთ, ჩვენ ძირითადი საკვები ნივთიერებების, ვიტამინებისა და მინერალების ათვისებას ვაიოლებთ. ასევე იოლად ხდება მეტაბოლური ნარჩენების ლიკვიდაცია.

ახლა კი გაგაცნობთ 5 ნატურალურ ჩაის, რომლებიც მსხვილი ნაწლავის მოქმედებას უწყობს ხელს.

1. სალბი

სალბის ფოთლების ექსტრაქტს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით გამოირჩევა და მსხვილი ნაწლავის მოქმედების გაუმჯობესებაშიც გვეხმარება.

ინგრედიენტები:

  • 1,5 გრამი სალბის ფოთოლი
  • 250 მილიგრამი წყალი

მომზადება

მიიყვანეთ წყალი ადუღებამდე და სალბის ფოთლებს დაასხით. დაახურეთ ჭიქას თავი და 10 წუთით გააჩერეთ. გაფილტრეთ ჩაი. დალიეთ თბილი დღეში ორჯერ.

2. ჩაი ბეგქონდარით

ბეგქონდარა საკვების მონელების გაუმჯობესებაში დაგვეხმარება, განსაკუთრებით კი ნაწლავური ინფექციებისა და ანთების დროს. უნდა გვახსოვდეს, რომ ის არ არის რეკომენდებული ისეთი ადამიანებისთვის, რომლებიც ფარისებრ ჯირკვალზე მკურნალობენ ან აქვთ ალერგიები.

ინგრედიენტები:

  • 1 ჩაის კოვზი ბეგქონდარა
  • 250 მილიგრამი წყალი
  • 1 სუფრის კოვზი თაფლი (სურვილისამებრ)

მომზადება:

მიიყვანეთ წყალი ადუღებამდე. დაასხით ბეგქონდარას, გააჩერეთ 10 წუთით, გაფილტრეთ და დღეში 1-2 ჭიქა ნაყენი დალიეთ.

3. გვირილის ჩაი

გვირილა თავისი დამამშვიდებელი ეფექტით არის ცნობილი. გარდა ამისა გვირილა ეფექტურია კუჭის დარღვევების, კუჭის წყლულის, კოლიკების და დიარეის დროს. ის ქტიურ ნივთიერებებს შეიცავს. მაგალითად, ორგანულ მჟავებს და ტერპენებს, რომლებიც ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიტურ და ანტაციდურ მოქმედებას. გვირილა კუჭის ქსოვილების აღდგენის პროცესს უწყობს ხელს.

ინგრედიენტები:

  • 1 სუფრის კოვზიგვირილის მშრალი ყვავილი
  • 250 მილიგრამი წყალი

მომზადება:

გვირილას პაკეტი ჩაიდანში მოათავსეთ. მიიყვანეთ წყალი ადუღებამდე. სანამ დალევთ ნაყენი 10 წუთით გააჩერეთ.

4. კამის თესლის ჩაი

კამის თესლის ჩაი ცნობილია თავისი ანთებისსაწინააღმდეგო, სპაზმოლეპტიკური და საკვების მომნელებელი სისტემის დამცველი თვისებებით.

ინგრედიენტები:

  • 1 სუფრის კოვზი
  • 250 მილიგრამი წყალი

მომზადება:

კამის თესლი ჭიქაში დაჭყლიტეთ, რათა ზეთი გამოუშვას. მიიყვანეთ წყალი ადუღებამდე. დაასხით კამას და 10 წუთით დააყენეთ. შემდეგ კი დალიეთ.

5. კოჭას და ლიმონის ჩაი

კოჭა იდეალური მოკავშირეა საკვების მომნელებელი სისტემისთვის, რადგან ის საკვები ნივთიერებების მონელებას უწყობს ხელს და მსხვილ ნაწლავს ნარჩენების გამოყოფაში ეხმარება.

ლიმონი С ვიტამინით მდიდარი ციტრუსია, რაც ნიშნავს, რომ ის ძლიერი ანტიოქსიდანტია.

ინგრედიენტები:

  • 1 ლიმონი
  • ახალი კოჭა
  • 1 სუფრის კოვზი თაფლი
  • 1 ჭიქა მდუღარე

მომზადება:

დაჭერით კოჭა და ადუღებულწყლიან ჭიქაში ჩაყარეთ. გააჩერეთ 20 წუთით. დაუმატეთ ლიმონის წვენი და თაფლი გემოვნებით.