Connect with us

თავის მოვლა

არ გჭირდებათ ძვირადღირებული შამპუნები – უბრალოდ ბევრი საფუარი შეიძინეთ!

საფუარს მდიდარი მინერალური და ვიტამინებით სავსე შემადგენლობა აქვს, მისი წყალობით საფუარის ნიღაბნი თქვენი თმისთვის ძალიან სასარგებლოა. ასეთი ნიღბები ძალიან უხდება როგორც მშრალ ასევე ცხიმიან თმასაც. ეს სამკურნალო საშუალება თქვენს თამს მისცემს ძალას, მოცულობას და მოვლილ იერს!

თუ მკურნალობის კურსს მიყვებით, ძალიან მალე თქვენი თმა ძალიან სწრაფად დაიწყებს ზრდას.

ასეთი პროცედურებ ის ჩასატარებლად საშუალო ზომის ჭურჭელი აიღეთ, რადგან საფუარი მოცულობაში იზრდება. ამ სტატიაში ორ ყველაზე ეფექტურ ნიღაბს შემოგთავაზებთ!

საფუარის ნიღაბი თმისთვის
ინგრედიენტები:

  • 1 სუფრის კოვზი წყალი
  • 1 სუფრის კოვზი საფუარი
  • 1 სუფრის კოვზი შაქარი
  • 1 სუფრის კოვზი თაფლი
  • 2 ჩაის კოვზი მდოგვის ფხვნილი

მომზადების წესი:

1. საფუარი თბილ წყალში გააზავეთ, აფუების პროცესის დასაჩქარებლად კი შაქარი დაუმატეთ
2. როგორც კი აფუვდება მას თაფლი და მდოგვის ფხვნილი შეურიეთ
3. დაიტანეთ ნირაბი თავის კანსა და თმის ბოლოებზე. შემდეგ პოლიეთილენის ქუდი დაიფარეთ და თავი პირსახოცით შეიხვიეთ.
4. ერთი საათის შემდეგ ნარევი ჩამოიბანეთ, ამისთვის ჩვეულებრივი შამპუნი გამოიყენეთ. ისეთი წარმოდგენა შეგექმნებათ, რომ თავზე ორჯერ მეტი თმა გაქვთ ვიდრე დაბანამდე.

ნიღაბი წიწაკის ნაყენით

  • 30 გრამი მშრალი საფუარი
  • 2 სუფრის კოვზი წიწაკის ნაყენი
  • 1 სუფრის კოვზი წყალი

გამოყენების წესი:

1. საფუარი წყალში გახსენით და შემდეგ წიწაკის ნაყენი დაუმატეთ.
2. ნიღაბი თავის კანსა და თმის ძირებზე დაიდეთ, შემდეგ კი პოლიეთილენის ქუდი დაიფარეთ, მის გარშემო კი პირსახოცი შემოიხვიეთ.
3. ნიღაბი მაქსიმუმ 20 წუთი გაიჩერეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კანის გაღიზიანების რისკები მატულობს.
4. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ, ამისთვის რბილი შამპუნი გამოიყენეთ.

ამ ნიღბების წყალობით, თმისთვის ცოტაოდენი დროის დათმობაც კი საკმარისი იქნება. ამ ნიღბების თუნდაც კვირაში ერთხელ გამოყენებაც თქვენს თმას იდეალურად გადააქცევს.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.