Connect with us

კულინარია

არ გამოტოვოთ ფეიხოას სეზონი: იოდის მდიდარი წყარო და ნატურალური პროდუქტი

ფეიხოას ნაყოფი ერთ-ერთია იმ მცერათაგან, რომლებმაც მკაცრი სეზონურობა შეინარჩუნეს. დახლებზე იგი შუა სექტემბერში იწყებს გაჩენას, სეზონი კი თითქმის იანვრის ბოლომდე გრძელდება. თუმცა, საუკეთესო გემო და ყველაზე დაბალი ფასი ამ ხილს ნოემბერში აქვს.

ფეიხოას ნაყოფი

ფეიხოა – მირტოსებრთა ოჯახის მარადმწვანე მცენარეა, წარმოშობით სამხრეთი ამერიკიდან. მცენარე ხარობს კავკასიის სუბტროპიკულ ნაწილში, ყირიმსა და აზერბაიჯანშიც. ფეიხოას მწიფე ნაყოფი გაჯერებული ფერისაა, ხოლო გემოთი ერთდროულად კივის, ანანასსა და ველურ მარწყვს მოგაგონებთ. ამ ხილით ბოლომდე დატკბებით, თუ შუაზე გაჭრით და შიგთავსს კოვზით ამოიღებთ.

ნაყოფის სქელი კანი ცოტათი აფუჭებს გემოვნურ თვისებებს, თუმცა, იგი არომატულია და შეიცავს დიდი რაოდენობით ფენოლურ ნაერთ-ანტიოქსიდანტებს, რომლებსაც კიბოს საწინააღმდეგო თვისებები აქვს. ნუ გადაყრით ასეთ პროდუქტს, გამოაშრეთ და მოამზადეთ მისგან ჩაი.

ფეიხოას ნაყოფი უნიკალურია იმით, რომ მასში იოდის შემცველობა ზღვის პროდუქტების შემადგენლობას არ ჩამოუვარდება(50მგ-მდე 100 გ რბილობში). ნაყოფი რეკომენდებულია ფარისებრი ჯირკვლის სამკურნალოდ.

ასევე, მისი მოხმარება სასარგებლოა ათეროსკლეროზის, ავიტამინოზის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებისა და პიელონეფრიტის დროს. ფეიხოა გეხმარებათ იმუნიტეტის გაძლიერებაში და ეფექტურად ახდენს გაციების პროფილაქტიკას.

ფეიხოას უმი მურაბა – საუკეთესო საშუალებაა, ამ ნაყოფის ძვირფასი შემადგენლობა შეინარჩუნოთ. გთავაზობთ მის რეცეპტს.

ინგრედიენტები

  • 1 კგ ფეიხოა
  • 1 კგ შაქარი

მომზადება და გამოყენება

  1. კარგად გარეცხეთ ნაყოფი, მოაჭერით ბოლოები.
  2. გაატარეთ კენკრა კანიანად ხორცსაკეპში, შეურიეთ შაქარი, მოათავსეთ სტერილიზებულ ქილებში. უმი მურაბა მაცივარში 2 თვემდე ინახება.
  3. ფარისებრი ჯირკვლის სამკურნალოდ მიიღეთ 1 ს.კ. მასა დილით და საღამოს, 10 დღის მანძილზე. შეისვენეთ ამდენივე ხნით.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.