Connect with us

ჯანმრთელობა

ნატურალური პროდუქტი, რომელიც იოდის ძლიერი წყაროა

ფეიხოას ნაყოფი ერთ-ერთი იმ მცირეთაგანია, რომელიც გამოხატულ სეზონურობას ინარჩუნებს. დახლებზე ის სექტემბრის შუა პერიოდში ჩნდება, ხოლო მისი სეზონი იანვრის ბოლომდე გრძელდება. მას საუკეთესო გემო და ყველაზე დაბალი ფასი ნოემბერში აქვს.

ფეიხოა მარადმწვანე მცენარეა მირტის ოჯახიდან, წარმოშობით სამხრეთ ამერიკიდანაა. მცენარე კავკასიის სუბტროპიკულ ნაწილში, რუსეთის სამხრეთ ნაწილში, ასევე ყირიმსა და აზერბაიჯანში იზრდება.

ფეიხოას მწიფე ნაყოფი მწვანე ფერით გაჯერებულია, ხოლო მისი გემო ერთდროულად ანანასს, კივს და მარწყვს მოგაგონებთ. მისით პირის ჩატკბარუნებას შეძლებთ, თუ შუაზე გაჭრით და წვნიან რბილობს კოვზით მიირთმევთ!

ფეიხოას სქელი ქერქი გემოს ოდნავ აფუჭებს, მაგრამ ის უჩვეულოდ არომატულია და მრავალ ფენილურ ანტიოქსიდანტურ ნაერთს შეიცავს, რომელთაც სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებები გააჩნიათ. ასეთი საგანძური ხელიდან რომ არ გაუშვათ, გონივრული იქნება, თუ გამოაშრობთ და ჩაის დაუმატებთ!

მისი ნაყოფი უნიკალურია იმით, რომ იოდის შემცველობით შეგიძლიათ ზღვის პროდუქტებს შეადაროთ (50 მგ-მდე 100 გრ რბილობზე). ნაყოფის მიღება რეკომენდებულია ფარისებრი ჯირკვლების დაავადებების სამკურნალოდ, რომელიც ორგანიზმში იოდის დეფიციტს უკავშირდება.

მისი მიღება ასევე სასარგებლოა ათეროსკლეროზის, ავიტამინოზის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების და პიელონეფრიტის დროს. ფეიხოა იმუნიტეტის გაძლიერებაში დაგეხმარებათ და სურდოს დაავადებებს ეფექტურად შეებრძოლება.

ფეიხოას უმი ჯემი – ყველაზე კარგი მეთოდი ამ ნაყოფის ღირებული შემადგენლობის შესანარჩუნებლად.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ფეიხოა
  • 1 კგ შაქარი

მომზადება და გამოყენება:

  1. ნაყოფი კარგად გარეცხეთ, ყუნწები მოაჭერით.
  2. კენკრა ქერქიანად ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ, შაქარს აურიეთ და სტერილურ მინის ქილებში გადაანაწილეთ. უმი ჯემი მაცივარში 2 თვემდე შეგიძლიათ შეინახოთ.

ფარისებრი ჯირკვლების დაავადების სამკურნალოდ 1 ს/კ საშუალება დილით და საღამოს, 10 დღის განმავლობაში დალიეთ. ამის შემდეგ შესვენება გააკეთეთ.

ფეიხოა შესანიშნავი საპროფილაქტიკო და სამკურნალო საშუალებაა, რომელიც ორგანიზმში იოდის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. სეზონზე ეცადეთ, რომ ყოველდღე რამდენიმე ახალი კენკრა მიირთვათ. ასევე გაახმეთ, რომ გაზაფხულამდე ვიტამინებით სავსე, არომატული ჩაი დალიოთ.