Connect with us

თავის მოვლა

აი, რისი გაკეთება შეუძლია ბანანის ქერქს თქვენს კანზე

აკნე გავრცელებული კანის დაავადება, რომელსაც ანთება და პუსტულა ახლავს. მათი ხელით გამოდევნა არ შეიძლება, რადგან ნაწიბურების წარმოქმნის დიდი ალბათობა არსებობს.

დღეს აკნეს სამკურნალოდ უამრავი სპეციალური საშუალება იყიდება, მაგრამ ისინი საკმაოდ ძვირია და ეფექტი დიდხანს არ გაგყვებათ. საბედნიეროდ, ალტერნატივა არსებობს – ბანანი, უფრო სწორედ, მისი ქერქი!

მინერალების (თუთია, მანგანუმი, რკინა) დიდი რაოდენობის შემცველობის წყალობით ბანანის ქერქი ანთებას გააქრობს და კანზე ანტიბაქტერიული ეფექტი აქვს. სახამებელი კანის ჭარბ ცხიმიანობას ხელს უშლის და ფორებს ავიწროებს. A, C, E ვიტამინები კანის ფერს აუმჯობესებენ, ხოლო სპეციალური ფერმენტები აკნეს ლაქებს მოგაშორებთ.

აკნეს მკურნალობა

  • აკნეს მოსაშორებლად 3 დღის განმავლობაში დილა-საღამოს შემდეგი პროცედურა ჩაიტარეთ.
  • სახე მაქსიმალურად რბილი გამწმენდი საშუალებით დაიბანეთ, რომ კანი ზედმეტად არ გააღიზიანოთ. პირსახოცით შეიმშრალეთ.
  • ახალი ბანანის ქერქის მცირე ნაჭერი აიღეთ და რბილი მოძრაობით კანი 10 წუთით დაიმასაჟეთ. თუ სახეხი გაიხევა, ახლით ჩაანაცვლეთ.
  • ქერქის აქტიურ ინგრედიენტებს მოქმედების საშუალება მიეცით. ამისთვის კიდევ 20 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ სახე კვლავ დაიბანეთ.

მეთოდის ეფექტურობა შეგიძლიათ დღესვე შეამოწმოთ, მით უმეტეს, ასე მწიფე და ტკბილი ბანანით პირს უფრო ხშირად ჩაიტკბარუნებთ!