Connect with us

ტესტები

აირჩიეთ ფეხსაცმლის თქვენი საყვარელი სტილი და გეტყვით ვინ ხართ თქვენ

გოგონას კარადაში ფეხსაცმელების კოლექციაც რომ ჰქონდეს, მას ამ ფეხსაცმელს შორის ერთი ყველაზე საყვარელი წყვილი მაინც ექნება. ეს ფეხსაცმლის ის სახეობაა რომელიც გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად უყვარს და უპირატესობას ანიჭებს მას. როგორც ფსიქოლოგები ამტკიცებენ – სამოსის არცევანი ცევნს შინაგან მეს ირეკლავს. ეს არა მხოლოდ სამოსის, ფეხსაცმლის და აქსესუარები არჩევანს იმასაც ეხება თუ რამდენის დასახარჯად ვართ მზად მისი შეძენისას.

რედაქცია გთავაზობთ აირჩიოთ თუ რომელია თქვენი საყვარელი ფეხსაცმლის სახეობა შემდეგ გაეცნოთ პასუხის შესაბამის ტექსტს.

მაღალი ჩექმა

ასეთი ფეხსაცმლის მოყვარულები საკუთარ თავში დარწმუნებულობით, მახვილი გონებით და მგრძნობიარობით გამოირჩევიან. ისინი ხშირად აღწევენ წარმატებას და არა მხოლოდ კარიერაში. ამ ტიპის გოგონები მუდმიავდ ხვდებიან საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთა ყურადღების ცენტრში, თუმცა თავად ყველას არ აქცევენ ყურადრებას. ასე რომ მოგიწევთ კარგად გაისარჯოთ რათა ასეთი ქალბატონის ყურადღება მიიპყროთ.

ფეხსაცმელი სწორ პლატფორმაზე

თუ უპირატესობას სანდლებს, საბალეტო ჩუსტსა და მსგავს სწორ ძირიან ფეხსაცმელს ანიჭებთ უპირატესობას, დიდი ვარაუდით ძალიან პრაქტიკული ადამიანი ხართ. ვერ აიტანთ მხრებზე დიდი პრობლემების ტვირთის დაკიდებას და თავადაც ცდილობთ საკუთარ თავს ცხოვრება არ გაურთულოთ. თქვენ ძალიან სწრაფად პოულობთ საერთო ენას სხვა ადამიანებთან.

სპორტული ფეხსაცმელი

მკაცრი წესები და ფორმალობები თქვენთვის არ არის. ყველაფერში კომფორტი გიყვართ. თქვენ აამიანთა იმ რიგს მიეკუთვნებით, რომლებიც არ გააგრძელებენ ურთიერთობას იმ ადამიანთან რომელთან ურთიერთობაც მას სიამოვნებას არ ანიჭებს. ყოველ შემთხვევაში თქვენ შორს ხართ ცუ ღიმილისა და ემოციებისგან. ზოგიერთი ადამიანი რომელსაც სპორტული ფეხსაცმელი უყვარს, მდრეკილია პრობლემებისგან გაქცევისკენ.

მაღალი ქუსლები

მაღალი ქუსლის მოყვარული ქალბატონები ძლიერი გამძლეობით გამორცევიან. ისინი გარშემომყოფებს საკუტარი ნებისყოფით აოცებენ. აქ მნიშვნეობა აქვს მას თუ რა ფერს ანიჭებს უპირატესობას ქალბატონი: თუ ეს თამამი და ღია ფერებია ეს ადამიან “მხიარულებაზე” მიგვანიშნებს, ეს გახლავთ კომპანიის გული და ძალიან პოზიტიური ადამიანი.

ლაქის ფეხსაცმელი ქუსლებზე

ლაქის მაღალუსლიანი ფეხსაცმლის მოყვარულ ქალებს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა გამოარცევთ. ისინი ძალიან ორგანიზებულები, პუნქტუალურები და კეთილსინდისიერი ადამიანები არიან რომლებიც თავის მოვალეობებს ყოველთვის ასრულებენ. ეს ადამიანები ნებისმიერ დასახულ მიზანს 100%-ით აღწევენ. მათზე დაყრდნობა ყოველთვის შეგიძლიათ და ისინი ყოველთვის ზმად არიან დახმარების ხელი გამოგიწოდონ!

ძალიან მაღალი ქუსლები

ქალი რომელიც ძალიან მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელს არცევს, ხშირად წუხს სხვათა აზრზე. ზოგჯე მას უნდა ახსოვდეს, რომ მისი საკუთარი აზრია ყველაზე მნიშვნელოვანი და არა პირიქით! მიუხედავად ამ ყველაფრისა, გოგონები რომლებიც მაღალ ქუსლებს ირჩევენ ბევრ საკითხში სხვებზე უფრო დამოუკიდებლები არიან!