Connect with us

ჯანმრთელობა

ხველების საწინააღმდეგო 7 ჯადოსნური რეცეპტი, რომელიც სიმპტომებს შეგიმსუბუქებთ

ხველების სამკურნალოდ ძვირადღირებული სააფთიაქო მედიკამენტების შეძენა აუცილებელი არაა. ხალხური მედიცინის უამრავი რეცეპტი არსებობს, რომელიც ამ პრობლემას შესანიშნავად გაუმკლავდება.

ხველა შეიძლება უბრალოდ უსიამოვნო მდგომარეობად მოგეჩვენოთ, მაგრამ დროულად თუ არ მიხედავთ უსიამოვნო გართულებებით დასრულდება.

ხალხური რეცეპტები არა მხოლოდ ხველის განკურნებაში დაგეხმარებათ, არამედ სააფთიაქო სინთეტიკური მედიკამენტებისგან განსხვავებით ღვიძლსა და თირკმლებზე დატვირთვას არ ქმნის.

აი, 7 რეცეპტი, რომელიც თქვენს ჯანმრთელობას სწრაფად აღადგენს.

მსხლის ნახარში

ხმელი მსხლის ნახარში წყლის ბალანსს აღადგენს და სისხლს წმენდს. 1 ჭიქა დაქუცმაცებულ ხმელ მსხალს 500 მლ წყალი დაასხით და 20 წუთით ხარშეთ. სასმელი 4 საათით გააჩერეთ და შემდეგ 100 მლ ნახარში ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ.

ასევე გამომცხვარი მსხლის ჭამა სასარგებლოა. მასში შემავალი ნივთიერება ხველების დროს მდგომარეობის შემსუბუქებას ხელს უწყობს.

კომბოსტოს კომპრესი

კომბოსტოს ფურცელს ცხელი წყალი გადაავლეთ და თაფლის და მარილის (1:1) ნარევი წაუსვით. ცხელი ფოთოლი მკერდზე ან ზურგზე დაიდეთ და საკვები ცელოფნით შეიხვიეთ. კომპრესი მოიხსენით მაშინ, როცა მთელი ნარევის შეწოვა მოხდება.

ნარევი ბავშვებისთვის

1 ვაშლი, 1 ხახვი და 1 სტაფილო წვრილ სახეხზე გახეხეთ, 2 ს/კ თაფლი დაუმატეთ. 1 ჩ/კ თბილი ნარევი დღეში 4-5-ჯერ მიიღეთ.

ვაშლი-ხახვის პიურე

2 ს/კ გახეხილი ვაშლი, 2 ს/კ თაფლი და 1 ს/კ გახეხილი ხახვი აურიეთ. 1 ჩ/კ თბილი ნარევი დღეში 4-ჯერ დალიეთ.

ბანანი-თაფლის კოქტეილი

ეს საშუალება ბავშვებისთვის განსაკუთრებით გამოგადგებათ, ამასთან ძალიან გემრიელია. 2 მწიფე ბანანი დააქუცმაცეთ, 200 მლ ცხელი წყალი დაასხით და 10 წუთით ადუღეთ. შემდეგ ცოტა გააგრილეთ და თაფლი დაუმატეთ.

ქიშმიში

30 გრ ქიშმიშს ცივი წყალი დაასხით და 45 წუთით გასივება აცადეთ. შემდეგ სითხე გადაასხით და ქიშმიში ძილის წინ მიიღეთ. 1 ჭიქა თბილი რძე დააყოლეთ.

ფინიკის ნაყენი

რეცეპტი 1: 10 ფინიკი და 500 მლ წყალი აიღეთ. 30 წუთით საშუალო ცეცხლზე ხარშეთ. შემდეგ ნარევი გადაწურეთ და ცხელი სახით მიიღეთ.

რეცეპტი 2: 6-7 ფინიკი 200 მლ რძეში მოხარშეთ. ეს ნარევი ცხელი სახით უნდა მიიღოთ.

თქვენ როგორ მკურნალობთ ხველას?

Advertisement