Connect with us

საკითხავი

წყლის მაგივრად – ჯინი. როგორ ზრდიდნენ ბავშვებს წარსულში

ბავშვის აღზრდა ყოველი მშობლის პირადი საქმეა, თუ, რა თქმა უნდა, საღ აზრს და კანონმდებლობის ჩარჩოებს არ სცდება. წარსულში, როცა ადამიანები ჩვენთვის ცნობილ ამა თუ იმ ინფორმაციას არ ფლობდნენ, ბავშვებთან დაკავშირებით ბევრი უცნაური ტრადიცია არსებობდა.

დღეს გიამბობთ გასაოცარ ფაქტებს იმის შესახებ, თუ როგორ ზრდიდნენ ბავშვებს წარსულში. ზოგიერთი მათგანი გაგაოცებთ, ზოგი კი აღშფოთებას გამოიწვევს.

დედის გარეშე

მე-18 საუკუნეში თვლიდნენ, რომ ქალი ჩვილზე ცუდ გავლენას ახდენდდა, ამიტომ ადრეულ ასაკში შეიძლება ბავშვი დედისთვის წაერთმიათ. მოზარდის აღზრდით მამა იყო დაკავებული.

ქორწინება – საოჯახო საქმე

ყველასთვის ცნობილი ისტორია, მაგრამ მისი არ გახსენება არ შეიძლება. ბავშვების მომავალ კავშირზე მაშინ თანხმდებოდნენ, როცა ისინი ჯერ კიდევ საფენებს ატარებდნენ. მოგვიანებით ბავშვები იზრდებოდნენ და ოჯახებს ქმნიდნენ. ეს იყო მომგებიანი, განსაკუთრებით სამეფო ოჯახისა და მდიდარი კლანებისთვის.

დალიე ლუდი

მე-18 საუკუნეში თვლიდნენ, რომ წყალი ბევრი დაავადების გადამდები იყო. სწორედ ამიტომ ბავშვებს წყურვილის მოსაკლავად ლუდს ან ჯინს სთავაზობდნენ.

9 თვე

არა, ეს ბავშვის დედის მუცელში ყოფნის პერიოდი არაა. აქ ყველაფერი ძველებურად დარჩა. აი, ბავშვის დედის რძით 9 თვეზე მეტხანს გამოკვება რეკომენდებული არ იყო. ითვლებოდა, რომ ეს ტვინის სხვადასხვა დაავადებას იწვევდა. თუ ბავშვი მდიდარ ოჯახში იბადებოდა, დედას ბავშვის გამოკვება საერთოდ არ სჭირდებოდა. ამისთვის მეძუძურ ქალები ჰყავდათ.

ქოთანზე ორი თვიდან

მე-19 საუკუნის უცნაური წესი. იმდროინდელი ექსპერტები მშობლებს ურჩევდნენ, რომ ბავშვი ქოთანზე დაჯდომაზე უკვე 2 თვიდან მიეჩვიათ. თითქოსდა ეს ნაწლავების და შარდის ინფექციის განვითარებისგან დაიცავდა. საბედნიეროდ, 50 წლის შემდეგ ეს კონცეფცია არააქტუალური გახდა.

Advertisement

უოთსონ ჯონის თეორია

მე-20 საუკუნის დასაწყისში ზემოთ ხსენებულმა მამაკაცმა წამოაყენა თეორია იმის შესახებ, რომ ბავშვის მიმართ სიყვარულის გამოხატვით მშობლების მას აფუჭებენ. საინტერესოა, რომ მსგავს აზრს ბევრ მიმდევარი გამოუჩნდა.

ბავშვები ფოსტით

მე-20 საუკუნეში ბავშვის ფოსტით გაგზავნა შესაძლებელი იყო. მზრუნველ ფოსტალიონს ბავშვი საჭირო მისამართს მიჰყავდა. მართალია, იყო ერთი პირობა: ბავშვი 22 კგ-ზე მეტი წონის არ უნდა ყოფილიყო.

გასეირნება გალიაში

ბავშვების გასეირნება აუცილებელი ახლა არის, ხოლო 1920 წლებში სპეციალური გალიები იყო გამოგონილი, რომელთაც სახლის გარეთა კედელზე ამაგრებდნენ. ბევრს ასეთი ახალი წესი მოსწონდა.

საბავშვო სავარძელი

ავტომობილის პირველი საბავშვო სავარძელი ვერანაირ კრიტიკას ვერ გაუძლებს. უბრალოდ შეხედეთ, როგორ გამოიყურებოდა. ამასთან ბავშვს წინა სავარძელზე სვამდნენ!

სხეულზე ნიშნის გაკეთება

1938 წელს სამშობიაროებში ბავშვების ჩანაცვლების სკანდალი მოხდა. ამის შემდეგ მშობლები ბავშვებს სხეულზე ულტრაიისფერი ნათურით ინიციალებს უკეთებდნენ. რაღაც ცხოველის დაღის მსგავსი. ამასთან ასეთი მეთოდი სიყვარულის და ზრუნვის გამოხატვად ითვლებოდა.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Advertisement