Connect with us

სხვა

ძლიერი მეთოდიკა თვალებისთვის: გლაუკომა და ასტიგმატიზმი უკან დაიხევს, მხედველობა კი საგრძნობლად გაუმჯობესდება

ხშირი მუშაობა კომპიუტერთნ, ტრანსპორტში ან ცუდი განათების ქვეშ კითხვა, სტრესი, ნერვული დაძაბულობა და უძილობა – ეს მხოლოდ ზოგიერთი რისკ-ფაქტორებია, რომლებიც მხედველობის გაუარესებას იწვევს. ყველა ჩამოთვლილი, დროთა განმავლობაში, ოფთალმოლოგიურ დაავადებაში გადაიზრდება.

სტრესის ფონზე, შესაძლოა, რეფრაქციის ანომალიები გაჩნდეს – ახლომხედველობა, შორსმხედველობა, ასტიგმატიზმი. ასაკთან ერთად, შესაძლოა, გაჩნდეს ბადურის ატროფია, კატარაქტა და გლაუკომა. ყველა ეს დაავადება მხედველობის გაუარესებით იჩენს თავს. თუმცა, მათი მკურნალობა შესაძლებელია, დროული პროფილაქტიკა მაინც საუკეთესო გამოსავალია.

ალექსანდრე დროჟენიკოვი გვთავაზობს სპეციალურ სავარჯიშოებს მხედველობის გასაუმჯობესებლად. მის მიერ შემუშავებულ სავარჯიშოების კომპლექსს სწორედ ახლა შემოგთავაზებთ.

სავარჯიშოების კომპლექსი მხედველობის გასაუმჯობესებლად

ხალხური მკურნალი და დღეგრძელობის სკოლის დამაარსებელი მუდმივად გვიზიარებს საუკეთესო და დროით გამოცდილ სავარჯიშოებს. ამჯერად, ის გვირჩევს დაო-ინს – სავარჯიშოებს თვალისთვის. ეს კომპლექსი არამხოლოდ მხედველობას აუმჯობესებს, არამედ დადებითად აისახება მთელი ორგანიზმის მდგომარეობაზეც.

ქვემოთ დევს ვიდეო, რომელშიც სავარჯიშოების შესრულების ტექნიკა ნაბიჯ-ნაბიჯაა ახსნილი.

სავარჯიშოები თვალისთვის

1. დაჯექით ან დადექით, მიიღეთ კომფორტული მდგომარეობა, მიიდრეთ ხელის გულები თვალებზე და მოდუნდით. შეასრულეთ სუნთქვის 3-4 ღრმა ციკლი, ისუნთქეთ ნელა და თანაბრად. ყოველი ამოსუნთქვისას გათავისუფლდით ზედმეტი ფიქრებისგან. ეს სავარჯიშო გამზადებთ დანარჩენი, უფრო აქტიური სავარჯიშოებისთვის, ამიტომ მოდუნება აუცილებელია.

2. სამი თითი(საჩვენებელი, შუა და არათითი) მიიდეთ თვალის ზედა ნაწილში, წარბქვეშ, დაწყებული ცხვირის კიდიდან. დააჭირეთ და იმოძრავეთ თვალის ბუდის ზედა კიდემდე, ცხვირიდან საფეთქლებამდე. შემდეგ ასევე გაიარეთ თვალის ქვედა კიდეც.

დააჭირეთ ძლიერად, ოღონდ ფრთხილად, არ დაიზიანოთ თვალები.

3. ასევე, სამი თითით დააჭირეთ თვალქვეშა ორმოებს. დაიწყეთ წრიული მოძრაობებით, შემდეგ ძლიერად დააჭირეთ და მყისიერად აუშვით.

შემდეგ მოათავსეთ თითები თვალის ბუდის ქვეშ, დაიზილეთ აქტიურად, დააჭირეთ და გაუშვით.

4. ახლა დაიდეთ თითები დახუჭულ თვალებზე, გუგების გასწვრივ. დააჭირეთ ფრთხილად, მაგრამ ძლიერად. დააჭირეთ და გაუშვით ათჯერ.

5. დიდი და საჩვენებელი თითებით აიღეთ ზედა ქუთუთო და 50-ჯერ შეაქანეთ ზემოთ და ქვემოთ. მოძრაობები მსუბუქი უნდა იყოს. თუ ტკივილს ან დისკომფორტს გრძნობთ, შეისვენეთ.

6. და ბოლო სავარჯიშო: დიდი და საჩვენებელი თითებით დააჭირეთ ცხვირსა და თვალებს შორის მოქცეულ კუთხეს. დაითვალეთ ათამდე და გაუშვით.

იხილეთ ვიდეო, რათა უკეთ გაიგოთ სავარჯიშოების შესრულების ტექნიკა.