Connect with us

ჯანმრთელობა

ცოცხალი ფერმენტების მიღება, მათთვის მთელი პოტენციალისა და სამკურნალო ძალის შენარჩუნება მარტივია, თუ ასე მოიქცევით

გაზაფხული ორგანიზმისთვის ყველაზე რთული დროა. ამ პერიოდის განმავლობაში ორგანიზმი ვიტამინებით უნდა გამოკვებოთ, რომ იმუნიტეტი გააუმჯობესოთ და დაავადებები თავიდან აიცილოთ. ამისთვის, გაღვივებული მარცვალი და თესლი გამოგადგებათ. ეს ხომ ნამდვილი ვიტამინების ბომბაა. როგორ უნდა გავაღვიოთ სწორად?

დღეს გიამბობთ, როგორ უნდა გააღვივოთ მარცვლეული სახლის პირობებში ისე, რომ მთელი პოტენციალი შეინარჩუნოთ.

გაღვივებული მარცვლეული

თესლის აღმონაცენი საუკეთესო პროდუქტია, რომელიც შეგიძლიათ ფანჯრის თაროზე წარმოიდგინოთ. მისი მიღება სირთულეს არ წარმოადგენს და საკმაოდ ხელმისაწვდომია, რადგან გასაღვივებლად საკვები თესლების უმეტესობა გამოგადგებათ.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • თესლი, რომელიც ქიმიკატებით დამუშავებული არაა
  • ქილა
  • მარლა
  • რეზინა
  • წყალი

მოქმედება:

1. თესლი თქვენი გემოვნების მიხედვით აირჩიეთ. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი სახეობის ლობიო, სოიო, წიწიბურა, ქერი, ბარდა, ჭვავი, ხორბალი, ოსპი და სელი. ასევე შეგიძლიათ გააღვიოთ ნიგოზი, მაგრამ მის შესახებ ცოტა მოგვიანებით გიამბობთ. თუ თესლი აირჩიეთ, შეგიძლიათ გაღვივების პროცესს შეუდგეთ. პირველ რიგში, თესლი გადაარჩიეთ: ნაგავი, ჩენჩო და დაზიანებული მარცვალი მოაშორეთ.

2. ჭურჭლის მომზადება ასევე მნიშვნელოვანია. თესლის გასაღვივებლად ერთ ლიტრიანი მინის ქილა საკმარისია იქნება. ქილას სტერილიზაცია გაუკეთეთ. გირჩევთ, ერთ ქილაში მხოლოდ ერთი სახეობის მარცვალი გააღვიოთ.

3. მზა თესლი გამდინარე წყალში კარგად გარეცხეთ. მარცვლეული ჭურჭელში მოათავსეთ და წყალი დაასხით (სასურველია გაფილტრული ან მდუღარე წყალი). მთელი ღამე გააჩერეთ. ამ დროში მარცვლები გაფუვდება.

Advertisement

4. 6-12 საათის გასვლის შემდეგ წყალი გადაასხით, მარცვლები ნაზად გარეცხეთ და ქილაში მოათავსეთ. ქილას მარლა დააფარეთ, რეზინა ჩამოაცვით და დახრილი დადეთ, რომ ზედმეტი წყალი დაიწუროს. შემდეგ ქილა ბნელ ადგილას, მზის პირდაპირი სხივებისგან მოშორებით დადეთ. მარცვლები დღეში ორჯერ გარეცხეთ და ზედმეტი წყალი გადმოღვარეთ.

5. ყველა თესლს, მარცვალს და პარკოსანს გაღვივების განსხვავებული სიჩქარე აქვს. თავად იქნებით გაოცებული, როცა აღმონაცენები საკვებად მზად იქნება. აღმონაცენები მაცივარში მჭიდროდ დახურულ კონტეინერში უნდა შეინახოთ. თესლი და ჩენჩო შეგიძლიათ მოაშოროთ, მაგრამ უმჯობესი იქნება, თუ მათთან ერთად მიირთმევთ.

ეს მარცვლეულის და თესლი გაზრდის ერთ-ერთი მეთოდია, თუმცა შეგიძლიათ ექსპერიმენტები ჩაატაროთ. თესლი თეფშზე გააღვივეთ. ამისთვის თეფშს დააფარეთ მარლა ან სხვა ქსოვილი, რომელიც წყალს კარგად იწოვს. მასზე თესლის ერთი ფენა მოაყარეთ და ადუღებული თბილი წყალი დაასხით. გახსოვდეთ, რომ მარლა ყოველთვის სველი უნდა იყოს. ასეთი მეთოდი სელის და მდოგვის თესლის გასაღვივებლად კარგია.

კიდევ ერთი ვარიანტია – საცერზე მარცვლების გაღვივება. უბრალოდ მჭიდრო საცერზე თესლი დაყარეთ, მის ქვეშ ჭურჭელი დადეთ, სადაც წყალი ჩაიწურება. თესლის დატენიანება არ დაგავიწყდეთ.

რაც შეეხება ნიგვზის გაღვივებას. ეს ძალიან მარტივია. 1 კგ გაუწმენდავი ნიგოზი ქილაში მოათავსეთ და ცივი წყალი დაასხით. ჭურჭელი ფანჯრის თაროზე დადეთ. ყოველდღე წყლის გამოცვლა არ დაგავიწყდეთ. ნიგოზს დღეში 2-ჯერ აურიეთ. ორ კვირაში გამოსაყენებლად მზად იქნება. დღეში 2-ჯერ 2-3 გასუფთავებული ნიგოზი ძლიერი ჯანმრთელობის გარანტიაა.

თუ თესლი (მარცვალი, კაკალი, პარკოსანი) არ ღვივდება ეს იმას ნიშნავს, რომ პროცესის დროს შეცდომა დაუშვით. შესაძლოა, თავად თესლი არასწორად ინახებოდა. თუ თესლს ობი აქვს მოდებული ან ლპობა დაიწყო, მისთვის ზედმეტია ტენიანი გარემო იყო. ეს დელიკატური პროცესი თესლის მუდმივად დატენიანებას და გაშრობას მოიცავს, ტენიანობის დონეს ყურადღება მიაქციეთ. თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, თქვენ სასარგებლო და სამკურნალო ცოცხალ ფერმენტებს მიიღებთ, რომელსაც ვიტამინების და მიკროელემენტების შემცველობით თანასწორი არ ჰყავს.

აი, ჯანსაღი კვება ყოველდღე! ახლა, როცა აღმონაცენები გაქვთ, შეგიძლიათ აბსოლუტურად ყველა კერძს დაუმატოთ. მაგალითად, გაღვივებული წიწიბურა შეგიძლიათ გარნირის სახით გამოიყენოთ ისე, როგორც მოხარშული წიწიბურა.

Advertisement

საინტერესო ფაქტი: თუ ყოველდღე 100 გრ აღმონაცენს მიირთმევთ, მაგნიუმსა და B ჯგუფის ვიტამინებზე ორგანიზმის დღიურ მოთხოვნილებას დააკმაყოფილებთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ!