Connect with us

ჯანმრთელობა

ჩამორეცხეთ ფეხებიდან დაღლილობა და დაავადებები. ეს აბაზანა თქვენს სხეულს 20 წუთში გაწმენდს

ფეხების სილამაზე და მდგომარეობა ბევრ რამეს მეტყველებს თავის პატრონზე. მოუვლელი ფეხები აფუჭებს სიარულის მანერას, სხეულის პოზას, იწვევს სწრაფად გადაღლას, ხანდახან კი – ტკივილს სიარულის დროს. ფეხების მოვლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და ხელმისაწვდომი საშუალებაა სამკურნალო აბაზანები.

ფეხის აბაზანები შეიძლება იყოს: სამკურნალო, მატონიზირებელი, გამწმენდი, დამარბილებელი. თვითონ პროცედურა საკმაოდ მარტივია, თუმცა რამდენიმე წესის დაცვა მაინც საჭიროა:

1. აბაზანის მიღება სასურველია ძილის წინ. ასე ფეხები პროცედურის შემდეგ მოდუნებასა და დასვენებას შეძლებს.

2. პროცედურა უნდა ჩაიტაროთ აბაზანის მომზადებისთანავე, სანამ წყალი ჯერ კიდევ თბილია – ეს მაქსიმალურ ეფექტს მოგცემთ.

3. აბაზანის მომზადებისას მკაცრად უნდა დაიცვათ რეცეპტში მითითებული დოზები. ამ წესების დაუცველობამ, შესაძლოა, კანს ან ფეხების ჯანმრთელობას ავნოს.

4. აბაზანის მიღების შემდეგ, შეგიძლიათ ტერფის კანის პილინგი ჩაიტაროთ პემზის, ჯაგრისის ან სკრაბის გამოყენებით. ამის შემდეგ, გაიმშრალეთ ფეხები და წაისვით დამატენიანებელი ან მკვებავი კრემი.

ფეხის აბაზანების გამოყენება არამხოლოდ პრობლემების მოგვარების, არამედ პროფილაქტიკური მიზნითაც შეგიძლიათ. ამა თუ იმ შემადგენლობის აბაზანის შერჩევისას, უნდა გაითვალისწინოთ საკუთარი ორგანიზმის თავისებურებები და არ გამოიყენოთ ისეთი კომპონენტები, რომლებიც თქვენში ალერგიულ რეაქციას გამოიწვევს.

საშინაო აბაზანები ფეხებისთვის

1. გაუხეშებული კანის დარბილებისთვის

დამარბილებელი აბაზანის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 3-4 ს.კ. თეთრი თიხა, რომელიც იდეალურად არბილებს ტერფის კანს. ჩაყარეთ თიხის ფხვნილი ცხელ წყალში, მოურიეთ, ჩაალგეთ ფეხები 15-20 წუთით, რის შემდეგაც გადაივლეთ თბილი წყლით.

2. ქუსლებზე ნახეთქების დროს

ასეთი აბაზანის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 5 ს.კ. გამხმარი მცენარეების(პიტნის, გვირილისა და არყის ფოთლის) ნარევი. დაასხით ინგრედიენტებს 2-3 ლ მდუღარე და გააჩერეთ 1 საათით. გაწურეთ ნაყენი და ჩაალაგეთ ფეხები რამდენი ხნითაც მოგესურვებათ.

3. გაციების დროს

მდოგვი აძლიერებს ფეხის აბაზანის გამათბობელ ეფექტს, რაც აუმჯობესებს ტერფებში სისხლის მიწოდებასა და ცირკულაციას. აბაზანის მოსამზადებლად გახსენით 2 ს.კ. მშრალი მდოგვი 3 ლ ცხელ წყალში. ოპტიმალური ტემპერატურაა 38-40 გრადუსი. ჩაალაგეთ ფეხები ასეთ ხსნარში 20-25 წუთით. ბოლოს გაიმშრალეთ ფეხები და ჩაიცვით შალის წინდები. სხეულის მაღალი ტემპერატურის დროს, ასეთი აბაზანა არ არის რეკომენდებული!

4. ფეხების ოფლიანობისა და უსიამოვნო სუნის დროს

ფეხების ჭარბი ოფლიანობისა და უსიამოვნო სუნის შემთხვევაში, გამოიყენეთ შემდეგი ხსნარი: 200 მლ მუხის ქერქის ნაყენი, 60 გ ზღვის მარილი და 5 წვეთი ჩაის ხის ეთერზეთი გახსენით 3 ლ თბილ წყალში. ასეთი აბაზანა ხელს უშლის ფეხების შეშუპებასაც.

5. ფეხების დაღლილობის დროს

დაღლილ ფეხებს ეთერზეთების კონტრასტული აბაზანა დაეხმარება. გააჩერეთ ტერფები 5 წუთით ეთერზეთიან ცხელ წყალში, შემდეგ – 10 წამით ცივში. ასეთი პროცედურა მოხსნის დაღლილობას და გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

6. ფეხების შეშუპების დროს

ფეხების შეშუპების მოსახსნელად და სისხლძარღვების ტონუსში მოსაყვანად გამოიყენეთ ძმრიანი აბაზანა. აიღეთ 1 ჭიქა 9%-იანი ვაშლის ძმარი და გახსენით 2 ლ წყალში. გააჩერეთ ფეხები ასეთ აბაზანაში 20 წუთით მაინც.

რეკომენდებულია 3-4 პროცედურის ჩატარება სხვადასხვა შემადგენლობით. თუ კომპონენტების მოქმედება და ეფექტი ხელს გაძლევთ, შეგიძლიათ ამ აბაზანის სრული კურსი(10-15 პროცედურა) გაიაროთ.

Advertisement