Connect with us

ჯანმრთელობა

შესანიშნავი “6 ბალახის ჩაი” მათთვის ვისაც გახდომა სურს

თუ ჭარბი წონა გაქვთ და ის რომელიმე დაავდებით არ არის გამოწვეული (დიაბეტი, ჰიპოტირეოზი და ა.შ.), არ არის გამოწვეული გენეტიკით, ასაკობრივი ცვლილებებით ან რაიმე სახის მედიკამენტების მიღებით და თუ მისი მიზეზი ცხოვრების არასწორი წესია, მაშინ მადის დაქვეითებაში ამ სტატიაში წარმოდგენილი ბალახები დაგეხმარებათ.

აიღეთ თანაბარი რაოდენობით: კრაზანა, ნეგო (უკვდავა), კუნელი (სულ ერთია, წითელი ან შავი), კალენდულას ყვავილი, პიტნა და სიმინდის ქოჩორი.

ერთი სუფრის კოვზი ბალახეულის ნარევი ავადუღოთ 0.5 ლიტრ წყალში, დავაყენოთ ნახევარი საათი, გავწუროთ და ვსვათ მთელი დღის განმავლობაში, 2 ან 3-ჯერ მიღებით. მკურნალობის კურსი მოიცავს 1 თვეს. შემდეგ გავაკეთოთ ერთკვირიანი შესვენება და კურსი კვლავ გავიმეოროთ.

აი ნაკრების მეორე შემადგენლობაც: ავიღოთ თანაბარი რაოდენობის სელის თესლი, მარწყვის, ჟოლოს, არყის ხის, კრაზანას ფოთლები და ასკილი. რეცეპტი და გამოყენების წესი კი იგივეა!