Connect with us

კულინარია

ყველამ ვიცით გოგრის სასარგებლო თვისებების შესახებ, თუმცა 90% მას არასწორად მოიხმარს

გოგრა ნედლი სახით შეიძლება და უნდა მოიხმაროთ. მერწმუნეთ, ასეთი სახით უფრო გემრიელი და სასარგებლოა, ვიდრე თერმოდამუშავებული. დღეს გიამბობთ, როგორ უნდა მოიხმაროთ ნედლი რბილობი ისე, რომ მაქსიმალური სარგებელი და სიამოვნება მიიღოთ.

ნედლი გოგრა უნიკალური ბოსტნეულია! მასში უიშვიათესი T ვიტამინი შედის, რომლის დეფიციტის ნივთიერებათა ცვლის დარღვევას და სისხლის დაკარგვას ხელს უწყობს. ვისაც სურს წონაში დაკლება, კუნთოვანი მასის გაზრდა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის მოწესრიგება, დაღლილობის და სტრესის მოხსნა, ეს ვიტამინი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!

ამით გოგრის სამკურნალო სია არ მთავრდება: კოქტეილის დახმარებით იმუნიტეტის გაძლიერებას შეძლებთ.

ნედლი გოგრის კოქტეილის რეცეპტები

გოგრა + სტაფილო

ინგრედიენტები:

  • 100 გრ სტაფილო
  • 150 გრ გოგრა
  • 1 ჭიქა იოგურტი დანამატის გარეშე

მომზადება:

სტაფილო მსხვილ სახეხზე გახეხეთ, გოგრა წვრილად დაჭერით. შემდეგ ბოსტნეული ბლენდერის ჭიქაში მოათავსეთ და იოგურტი დაასხით, დააქუცმაცეთ. სურვილის მიხედვით თაფლი, დარიჩინი ან კურკუმა დაუმატეთ.

გოგრა + ფორთოხალი

ინგრედიენტები:

  • 200 გრ გოგრა
  • 1 წვნიანი ფორთოხალი
  • 2 ფინიკი
  • 2 გარგარი
  • დარიჩინი გემოვნებით

მომზადება:

გოგრა, ფორთოხლის რბილობი და ჩირი კუბებად დაჭერით, ბლენდერის ჭიქაში მოათავსეთ და კარგად დააქუცმაცეთ. დარიჩინით მორთეთ.

გოგრა + კოჭა

ინგრედიენტები:

  • 200 გრ გოგრა
  • 1 ბანანი
  • 2 ჩ/კ დაქუცმაცებული ახალი კოჭის ფესვი
  • 30 გრ დაქუცმაცებული ნუში
  • 1 ჩ/კ თაფლი
  • დარიჩინი გემოვნებით

მომზადება:

ბანანი და გოგრა კუბებად დაჭერით, ბლენდერის ჭიქაში მოათავსეთ, კოჭა დაუმატეთ და კარგად ათქვიფეთ. მზა კოქტეილი თაფლით, დარიჩინით და დაფქული ნუშით მორთეთ.

გოგრა + შვრიის ფანტელები

ინგრედიენტები:

  • 200 გრ გოგრა
  • 2-3 ს/კ შვრიის ფანტელები
  • 200 მლ რძე
  • 1 ჩ/კ თაფლი
  • 0,5 ჩ/კ დარიჩინი

მომზადება:

გოგრა წვრილ ნაჭრებად დაჭერით და ბლენდერის ჭიქაში მოათავსეთ, შემდეგ შვრიის ფანტელები, თაფლი, დარიჩინი და რძე დაუმატეთ. ინგრედიენტები ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააქუცმაცეთ.

თუ რეცეპტები მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.