Connect with us

კულინარია

ქერის ფაფა – ტიბეტური რეცეპტი ხანგრძლივი სიცოცხლისთვის

ქერის ფაფა – ტიბეტელების საყვარელი პროდუქტია, აი რატომ ცხოვრობენ ისინი ასე ხანგრძლივად.

ცამპა – ტიბეტელი ხანდაზმულების საყვარელი პროდუქტია. ის ბერებს ხანგრძლივი გადაადგილებების დროს ეხმარება, ხოლო შერპამი – ჰიმალიას მთების გადავლით მძიმე ტვირთის გადატანაში ეხმარება. საკვები ძირითადად ქერის ფქვილისგან, ცხიმისა და სითხისგან შედგება.
თვითონ ტიბეტელები თვლიან, რომ ქერის ფაფის რეგულარული მოხმარება მათ ენერგიით ავსებს, კვებავს, გონებას ცუდი აზრებისგან, ხოლო სხეულს კი – ტოქსინებისგან წმენდს.

ჩვენს მხარეში ქერი ძვირი არ ღირს, მაგრამ რატომღაც ის ხშირად არ გამოიყენება. ტიბეტელებისთვის კი შვრიის ფაფა სუპერპროდუქტია, სწორედ ამ ფაფით იწყებენ ისინი დღეს. ცამპის უფრო ნოყიერი ვერსია – ქერის მოხალული ფქვილით და იაკის (მცოხნავი წყვილჩლიქოსანი; გავრცელებულია ცენტრალურ აზიაში; ტიბეტის მოსახლეობამ ის რძისა და ტყავისთვის მოაშინაურა; გარდა ამისა, მას ტვირთმზიდავადაც იყენებენ) კარაქით და მარილიანი რძის ჩაით მზადდება. ასეთი კონცენტრირებული “საწვავი” ოდითგანვე ეხმარებოდა მოგზაურებს რთულ პირობებში გადარჩენაში.

ნოყიერი, უბრალო და სამკურნალო თვისებების მქონე საკვები ყველა აუცილებელ ნივთიერებას შეიცავს: კალციუმი, რკინა, სპილენძი, თუთია, სელენი და სხვები. აქვს ვიტამინების ჭარბი შემცველობაც: A, D, Е, В, РР, ფოლიუმის და პანტოტენის მჟავა. ქერის ფაფა სასარგებლო კომპონენტს – ლიზინს შეიცავს, რომელიც კოლაგენის გამომუშავებას უწყობს ხელს, ეს კი კანის დაბერების პროცესს აფერხებს, გვიცავს ნაოჭების გაჩენისა და სწორედ ამიტომ დაარქვეს ცამპას – ხანგრძლივი სიცოცხლის ფაფა.

მოხალეთ 1 ჭიქა ქერის ფქვილი მშრალ ტაფაზე, სანამ ოქროსფერი არ გახდება. გადაიტანეთ კერამიკის ჯამში და დაასხით 2 ჭიქა ახალდაყენებული ჩაი. დააფარეთ თავსახური და პირსახოცი, ასე დატოვეთ რამდენიმე წუთი.

დაუმატეთ გამომშრალი კოჭა, დარიჩინი, დაფქული ილი (კარდამონი), შაქარი ან თაფლი გემოვნებით, ჩააგდეთ კარაქი და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ასეთი ნახარში შეგიძლიათ პიტნისგანაც ან თქვენი საყვარელი მცენარისგანაც დაამზადოთ, ან უბრალოდ ცხელი წყალი გამოიყენეთ.

ტრადიციულად, მოხალული შვრიის ფქვილისგან ბურთულებს ამზადებენ, რომლებსაც შემდეგ ჩაისთან ერთად ჭამენ. ამ ვარიანტისთვის 2 სუფრის კოვზი ჩაი – 500 მილიგრამ მდუღარეში მოხარშეთ, შემდეგ კი 1 სუფრის კოვზი ერბო დაუმატეთ. შემდეგ 50 გრამი ქერის ფაფა დაამატეთ, ხელით მოზილეთ და პატარა ფიგურები ან ბურთულები გამოწერწეთ. ასეთი ცამპა მაცივარში რამდენიმე დღე ინახება.

და ბოლოს ყველასთვის საყვაელი რეცეფტი, როდესაც მომზადების დრო არ გაქვთ. ღრმა თეფშის ნახევრამდე ქერის ფქვილი დაყარეთ, მოაყარეთ კაკალი, თხილი, ჩირი და თაფლი გემოვნებით, შემდეგ კი მდუღარე მოასხით. აურიეთ კოვზით სანამ სქელ მასას არ მიიღებთ და ცხელი რძე დაუმატეთ, რათა არაჟნის კონსისტენცია მიიღოთ. შეგიძლიათ ბანანის რგოლებიც დაუმატოთ. ძალიან გემრიელია!

თუ ჯანმრთელი კვება თქვენთვის – ცარიელი სიტყვები არ არის, ცამპა მოამზადეთ. ეს საუკეთესო ფაფაა საუზმისთვის: სწრაფი, უბრალო, სასარგებლო, გემრიელი!