Connect with us

ჯანმრთელობა

სხეული მუდამ ლამაზი რომ იყოს, ეს 25 წესი ყოველდღიურად უნდა დაიცვათ

სამეცნიერო სიმართლე. თუ ცხოვრებაში ერთხელ მაინც წონაში დაკლება გიცდიათ, მაშინ უკვე შემჩნეული გექნებათ: ინტერნეტში ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია არსებობს და არც ერთი „მოდური“ დიეტა სტაბილურ შედეგს არ იძლევა. ჩვეულებრივ, ამ შეუსაბამობას მატყუარა დიეტოლოგები იმით ხსნიან, რომ „ყველა ადამიანი განსხვავებულია“: რადგან არაფერი გამოგივიდათ, თქვენ სხვა სტრატეგია გჭირდებათ. ერთი შეხედვით რთულია იმის გარკვევა, თუ რა არის საუკეთესო და სად არის სიმართლე. რას უნდა დაუჯეროთ, რომ წონაში ნამდვილად დაიკლოთ? ჩვენ სამეცნიერო რეკომენდაციები შევაგროვეთ, საკუთარ თავზე გამოვცადეთ და ახლა თქვენც გთავაზობთ:

ლამაზი სხეულის ფორმების წესები, რომლებზეც არავინ საუბრობს.

აი, 25 წესი, რომლებიც ნამდვილად მუშაობს.

1. დილა უზმოზე დალეული 2 ჭიქა წყლით დაიწყეთ. შეგიძლიათ წყალს რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი დაუმატოთ. ეს ნივთიერებათა ცვლას გააქტიურებს და კალორიული საუზმისგან დაგიცავთ.

2. საუზმის მიღება წყლის დალევიდან 10-15 წუთის შემდეგ დაიწყეთ. და გაღვიძებიდან 20 წუთით ადრე არავითარ შემთხვევაში! პირველი საკვებისთვის საუკეთესო პროდუქტია მოხარშული კვერცხი და სხვადასხვა ფაფა.

3. თუ წონაში დაკლება გსურთ, სჯობს საკვებს წყალი არ დააყოლოთ. ჭამიდან 30 წუთით წყლის მიღება შეწყვიტეთ. ეს სწრაფად ათვისებაში დაგეხმარებათ.

4. დაივიწყეთ, რომ ექვსის მერე ჭამა არ შეიძლება. სავახშმოდ საუკეთესო დრო დაძინებამდე 3-4 საათით ადრეა.

5. კონტრასტული შხაპის მიღება შეიყვარეთ. ის სისხლის მიმოქცევას გააუმჯობესებს, ნივთიერებათა ცვლას დააჩქარებს და ზოგჯერ ცელულიტსაც კი მოგაშორებთ! სახის კანის ფერიც გაუმჯობესდება.

6. საკვები კარგად დაღეჭეთ. ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. რაც უფრო კარგად დაღეჭავთ, ორგანიზმი მით უფრო სწრაფად აითვისებს. მუცლის სიმძიმე აღარ შეგაწუხებთ!

7. გახსოვდეთ, რომ დანაყრების შეგრძნება იმწამსვე არ მოდის. ტვინს 20 წუთი მაინც სჭირდება, რომ კუჭიდან დანაყრების შესახებ ინფორმაცია მიიღოს. არ იჩქაროთ.

8. სამუშაო მაგიდაზე 1 ჭიქა წყალი დადგით. დაე, მუდმივად ხედავთ. საათში 1 ჭიქა წყალი იდეალური ნორმაა!

9. კაკალი – ძალიან სასარგებლო რამ, განსაკუთრებით ტვინისთვის. მათში ბევრი კალორიაა, ამიტომ მხოლოდ ერთი მუჭა სავსებით საკმარისია!

10. დიეტოლოგები კარტოფილს ვერ იტანენ. სინამდვილეში უნდა გიყვარდეთ: პროდუქტი ნოყიერია, ხოლო კალორია არც ისე ბევრია. მთავარია – არ შეწვათ. მოხარშული კარტოფილი საუკეთესო ვარიანტია.

11. პურიც სხვადასხვა სახის არსებობს. თეთრი ხორბლის პური ნამდვილად სჯობს არ ჭამოთ, ხოლო „ნაცრისფერი“ ან „შავი“, ანუ ჭვავის პური შეიძლება!

12. ცხელი სასმელები (ჩაი და ყავა) შაქართან ერთად არასდროს მიიღოთ! მათზე უარის თქმა უფრო მარტივია, ვიდრე გგონიათ. ასე ორგანიზმი სასმელიდან „ზედმეტ“ კალორიებს არ მიიღებს!

13. საუკეთესო გამამხნევებელი სასმელი მწვანე ჩაია. დღეში 2 ჭიქა დალიეთ.

14. მარტივი სეირნობა თქვენი ფეხების საუკეთესო მეგობარია. დღეში 30 წუთი საკმარისია, რომ ცელულუტისგან თავი დაიცვათ და არა მხოლოდ წონა, არამედ განწყობა გაიუმჯობესოთ! სირბილისა და სწრაფი სიარულის დროს თითქმის ერთნაირი რაოდენობის კალორია იწვება!

15. თქვენს დგომას ყურადღება მიაქციეთ. ზურგი ყოველთვის გამართული უნდა გქონდეთ, რომ ნივთიერებათა ცვლა დაჩქარდეს. თუ დღესვე დაიწყებთ, შვებას უკვე 2 დღეში იგრძნობთ. 3 კვირაში კი პრობლემა დაგავიწყდებათ!

16. მაღაზიაში წვენები არ შეიძინოთ. მათში უფრო მეტი შაქარია, ვიდრე ვიტამინი! შეფუთვებზე წარწერებს არ ენდოთ: „100%“, „შაქრის გარეშე“, „დანამატების გარეშე“ და ა.შ. საღეჭი რეზინი შაქრის გარეშე და დიეტური კოლა არ არსებობს.

17. პროდუქტების ფერს ყურადღება მიაქციეთ. ყვითელი და თეთრი ფერის პროდუქტი რაც შეიძლება იშვიათად უნდა მიიღოთ (პური, მაკარონი, კარაქი და ა.შ.) , ხოლო შავი და პიგმენტური უფრო ბევრი. მწვანე ფერის პროდუქტი დაბალკალორიულია.

18. ბევრი პრობიოტიკი მიიღეთ – პროდუქტები, რომლებიც ნაწლავებისთვის სასარგებლო ბაქტერიებს შეიცავენ. საუკეთესოა კეფირი და უშაქრო მაწონი.

19. სუფრიდან ადექით, როცა გრძნობთ, რომ კუჭის 80% შევსებულია.

20. კარგად გამოიძინეთ! კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომელთაც ქრონიკული უძილობა აწუხებთ, უფრო მეტს მიირთმევენ, ვიდრე საჭიროა!

21. ორგაზმი – მინუს 500 კალორია. თუ მამაკაცის გარეშე მინუს 300 კალორია.

22. ბლოკნოტში ყოველდღე წონა და მოცულობა ჩაიწერეთ. ეს უფრო მეტ მოტივაციას მოგცემთ. თქვენი „იდეალური“ სიჩქარე – კვირაში 1-1,5 კგ-ს დაკლებაა. წონის ასე დაკლება ჯანმრთელობას ზიანს არ მიაყენებს და კანის ჩამოწელვას არ გამოიწვევს.

23. თავად მოამზადეთ. რესტორნის საკვები ჩვეულებრივ ბევრ მარილს, სანელებელს, ცხიმს და ზეთს შეიცავს.

24. ნორმალური კვების ოქროს წესი: მხოლოდ „ნამდვილი“ პროდუქტები და არანაირი საკვები, რომელიც საწარმოებსა იწარმოება. ხორცი – შეიძლება, ძეხვი – აკრძალულია. თევზი – შეიძლება, თევზის კონსერვები – აკრძალულია! მარილიანი ბებიის გაკეთებული ბაზარში ნაყიდი – შეიძლება, მაღაზიაში – არა.

25. საკუთარ თავს ხშირად დაუსვით კითხვა: „ლამაზი მამაკაცი თუ ტორტის ნაჭერი? მაკდონალდსი თუ წვრილი ჯინსი?“ თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Advertisement