Connect with us

თავის მოვლა

საფუვრის ნიღაბი ნაოჭებს მინიმალურ დროში გააგლუვებს. 2 კვირის შემდეგ საკუთარ კანს ვეღარ იცნობთ

საფუარის ახალგაზრდობის კომპლექსი 9-10 წლით გაგაახალგაზრდავებთ. შპრიცების და სკალპელის ნაცვლად ეს მეთოდი სცადეთ

„ბედნიერება სიბერეს გამორიცხავს. ვინც სასიამოვნოს დანახვის უნარს არ კარგავს, ის არ ბერდება…“ – ჩვენი მეგობარი ფრანც კაფკა მართალი იყო. რაც უფრო ბედნიერია ქალი, მით უფრო უყვარს ცხოვრება და მით უფრო ლამაზად გამოიყურება. თითოეული დღით ჭეშმარიტი სიამოვნების შეგრძნება სახეს უფრო ახალგაზრდულს, დასვენებულს და შთაგონებულს ხდის.

გთავაზობთ რეცეპტს, რომელიც ქალებს ნამდვილად სიხარულს მოუტანს. ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში დედოფალი ნეფერტიტი მსგავს ანტიასაკობრივ ნიღაბს იყენებდა. ნიღბის მთავარი ინგრედიენტი სწორედ საფუარია, რომელიც სხვა ინგრედიენტებთან კომბინაციაში არაჩვეულებრივად ატენიანებს კანს, კვებავს მას და აახალგაზრდავებს საგრძნობლად.

საფუვრის ნიღბის პირველივე გამოყენების შემდეგ სასიამოვნო ცვლილებები უკვე თვალსაჩინო იქნება. თუ 2 კვირის განმავლობაში ამ მარტივ პროცედურას ყოველდღიურად მცირე დროს დაუთმობთ, თქვენი კანი საოცრად რბილი, ნაზი და ხავერდოვანი გახდება, მცირე ზომის ნაოჭები გაგლუვდება და ნაკლებად შესამჩნევი გახდება. ეს ნიღაბი არაჩვეულებრივია კანის უჯრედების ნაადრევი დაბერების პრევენციისთვის.

საფუვრის ნიღაბი

ინგრედიენტები:

  • 2 ჩ/კ ცოცხალი საფუარი
  • 6 ჩ/კ თბილი რძე
  • 1 ჩ/კ თაფლი
  • 3 ჩ/კ სახამებელი
  • რამდენიმე წვეთი E ვიტამინის ზეთი
  • რამდენიმე წვეთი A ვიტამინის ზეთი

ეფექტურობის მისაღწევად მხოლოდ ცოცხალი საფუარი უნდა აიღოთ, მშრალი არ გამოგადგებათ: ნიღაბი თავის ჯადოსნურ თვისებას დაკარგავს.

ზეთოვანი A და E ვიტამინები შეგიძლიათ სურვილის მიხედვით დაუმატოთ. მათ გარეშეც ნიღაბი კარგ შედეგს მოგცემთ. რა თქმა უნდა, ვიტამინები კანს სასარგებლო ნივთიერებებით ავსებს, მაგრამ თუ ხელთ არ გაქვთ, ნიღაბი მაინც გაიკეთეთ. მათ შეძენას მოგვიანებით აფთიაქებში თეთრებად შეძლებთ.

გამოყენება:

1. 2 ჩ/კ ცოცხალ საფუარს თბილი რძე დაასხით და 20 წუთით დააყენეთ. თხევად მასას მიიღებთ.

2. 8 ჩ/კ თხევადი ბაზა აიღეთ და 1 ჩ/კ თაფლი დაუმატეთ. ყურადღება მიაქციეთ: თუ თაფლზე ალერგია გაქვთ, მწიკვ ქატოსთან არეული 1 ჩ/კ იოგურტით ჩაანაცვლეთ.

3. მიღებულ მასას 3 ჩ/კ ჩვეულებრივი კარტოფილის სახამებელი დაუმატეთ, ყველაფერი კარგად აურიეთ. ნიღაბი შემადგენლობით მდნარი შესქელებული რძის მასას უნდა გაგონებდეთ. აქვე დაამატეთ A და E ვიტამინები. ბაზა მზადაა!

4. კანის ტიპის მიხედვით, უფრო მეტი ეფექტურობის მისაღწევად ნიღაბს გარკვეული ინგრედიენტები უნდა დაუმატოთ.

თუ მშრალი კანი გაქვთ, ცოტა კარაქი (2 ჩ/კ ) დაუმატეთ.

თუ კომბინირებული კანი გაქვთ, 2 ჩ/კ სტაფილოს ახლადგამოწურული წვენი დაუმატეთ.

თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, 2 ჩ/კ კარტოფილის წვენის დამატება სასარგებლო იქნება.

5. ნიღაბი ფუნჯის დახმარებით სახეზე ნაზად წაისვით, თითქოსდა სახეზე ხატავთ. თვალის და ტუჩის ირგვლივ კანზე ნიღაბი არ წაისვათ. საფუარის ნიღბის რამდენიმე ფენა წაისვით.

ერთი ფენის გაშრობას დაახლოებით 1 წუთი სჭირდება, შემდეგ ახალი ფენა გადაუსვით. მე 5 ფენას ვისვამ. ნიღაბს ასევე ყელის და დეკოლტეს ზონაზეც ვიკეთებ: ამ ზონების კანის მოვლა ძალიან მნიშვნელოვანია. მიღებული ნარევი სახის და ყელისთვის საკმაირის იქნება.

6. ნიღაბი 20 წუთით გაიჩერეთ და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

7. საფუარის გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი 15 პროცედურას მოიცავს, რომლებიც ყოველდღე უნდა გაიკეთოთ.

2 კვირის შემდეგ საკუთარ თვალებს ვერ დაუჯერებთ: კანი გაახალგაზრდავდება, სახე ბუნებრივ მბზინვარებას შეიძენს და უფრო ელასტიური გახდება.

საფუვრის ნიღბის აქტიური კომპონენტები

1. საფუარი

შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც კანს უფრო გლუვს და ელასტიურს ხდის, ნაოჭებს  აქრობს. ასევე საფუარის კანიდან ტოქსინები გამოაქვს და მკვდარ უჯრედებს მოგაშორებთ.

2. თაფლი

თაფლი აქტიური ფერმენტია, რომელიც კანს წმენდს და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.

3. A და E ვიტამინები

ზეთოვანი ვიტამინები კოლაგენის წარმოებას ააქტიურებს, რომლებიც კანის გამოფიტვას ხელს უშლის, ანთებას აქრობს.

სახლის პირობებში მომზადებული საფუვრის ნიღაბი ბევრ ქალს დაეხმარა. ამ ექსპრეს-ანტიასაკობრივი პროცედურის შესახებ თქვენი შთაბეჭდილებები კომენტარებში დაგვიტოვეთ. თუ ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.