Connect with us

თავის მოვლა

საფუვრის ნიღაბი ნაოჭების არსებობას ერთხელ და სამუდამოდ დაგავიწყებთ

ნებისმიერი ქალბატონი ოცნებობს ახალგაზრდობის მაქსიმალურად გახანგრძლივებაზე. თუმცა, დაბერება გარდაუვალი პროცესია, რომელსაც თავიდან ვერ ავიცილებთ. საბედნიეროდ, ამ პროცესის შენელება შესაძლებელია და ამისთვის საკმარისია ნიღაბი ცოცხალი საფუვრებით, რომელთა დახმარებითაც სახის კანი ძალიან დიდხანს შეინარჩუნებს ახალგაზრდობას.

დღეს ჩვენ გთავაზობთ რეცეპტს, რომელსაც ჯერ კიდევ დედოფალი ნეფერტიტი იყენებდა. საუკუნეების განმავლობაში ეს რეცეპტი გაუმჯობესდა და დღევანდელი სახე მიიღო.

ამინომჟავები, რომლებსაც უხვად შეიცავს საფუარი, ამცირებს ნაოჭებს, აახალგაზრდავებს და ამკვრივებს კანს, აცილებს მას ტოქსინებს. თაფლი წმენდს ფორებს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხოლო ვიტამინები ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას და ერბძვის კანზე არსებულ ანთებებს.

გარკვეულ შედეგს ნიღბის პირველი გამოყენებისთანავე იხილავთ.

საფუვრის ნიღაბი

ინგრედიენტები

  • 2 ჩ.კ. საფუარი
  • 6 ჩ.კ. რძე
  • 1 ჩ.კ. თაფლი
  • 3 ჩ.კ. სახამებელი
  • 2-2 წვეთი E და A ვიტამინების ზეთი

*რეკომენდებულია ცოცხალი საფუვრის გამოყენება, რამდენადაც მშრალის შემადგენლობაში არაა ყველა აუცილებელი კომპონენტი. ვიტამინები დაამატეთ სურვილისამებრ – ეს ინგრედიენტები აუცილებელი არაა. უნდა აღინიშნოს, რომ საჭირო ინგრედიენტები საკმაოდ იაფია და ყველგან შეგიძლიათ მათი შეძენა.

მომზადება და გამოყენება

1. დაასხით საფუარს თბილი რძე და გააჩერეთ 20 წუთით.

2. მიღებულ მასას დაუმატეთ თაფლი(ალერგიის არსებობის შემთხვევაში, შეცვალეთ იგი იოგურტით).

3. დაუმატეთ მასას სახამებელი, მოურიეთ და ჩააწვეთეთ ზეთებიც.

ნიღაბში, კანის ტიპის მიხედვით, შეგიძლიათ სხვა ინგრედიენტების დამატებაც: მშრალი კანისთვის დაუმატეთ 2 ჩ.კ. კარაქი, ცხიმიანისთვის – 2 ჩ.კ. კარტოფილის წვენი, ხოლო კომბინირებული კანისთვის 2 ჩ.კ. სტაფილოს წვენი.

4. დაიტანეთ ნიღაბი რამდენიმე ფენად. ამისთვის გამოიყენეთ ფუნჯი. ნიღბის ერთი ფენის წასმის შემდეგ, დაელოდეთ მის გაშრობას და დაიტანეთ შემდეგი. მოერიდეთ თვალის ირგვლივ მონაკვეთს. არ დაგავიწყდეთ კისრისა და დეკოლტის არეც.

5. გაიჩერეთ ნიღაბი 20 წუთით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ჩაიტარეთ ორკვირიანი კურსი ყოველდღიური პროცედურებით.

შედეგს კურსის დასრულებისთანავე იხილავთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.