Connect with us

ჯანმრთელობა

რომელი ხალის მოშორება შეიძლება და რომლის არა

რა თქმა უნდა, ამის შესახებ ექიმ-დერმატოლოგმა უნდა გითხრათ, მაგრამ ჩვენ შევადგინეთ გიდი, რომელიც ვიზიტისთვის და სწორი კითხვების დასასმელად მოგამზადებთ.

ხალი ანუ ნევუსი კანზე წარმოქმნილი მელანოციტური უჯრედია. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ძალიან გარუჯული კანის ნაწილი, რომელსაც გაზრდა შეუძლია. მელანინის კონცენტრაციის მიხედვით ის შეიძლება იყოს კაშკაშა ან ფერმკრთალი. ხალები ჯერ კიდეც მუცლად ყოფნის დროს ვითარდება და მთელი ცხოვრების განმავლობაში ჰორმონების ცვლილებების ან მზის ზემოქმედების ნიადაგზე ჩნდება. ყურადღება მიაქციეთ, რომ ზაფხულის ან სანაპიროზე დასვენების შემდეგ სხეულზე უფრო მეტი ხალი ჩნდება? ადამიანს შეიძლება 10-დან 20 ხალამდე ჰქონდეს და ხშირად ისინი საფრთხეს არ შეიცავენ. თუმცა ზოგიერთი ხალის არსებობამ უნდა შეგაშფოთოთ. თითოეული ხალი დეტალურად შეისწავლეთ, შეიძლება ონკოლოგთან მიმართვა ღირს.

დადებითთვისებიანი ნევუსი

ჩვეულებრივი ხალი, რომელსაც მოშორება არ სჭირდება, თუ ესთეტიკურ პრობლემას არ გიქმნით. მას სწორი, მრგვალი ფორმა აქვს, ზომას და ფერს არ იცვლის და კანის სიმსივნედ არ გარდაიქმნება. იყოფა რამდენიმე ტიპად:

  • ვერუკოზური ნევუსი. მუქი ფერის ხალი, ამობურცული ზედაპირით, მაქსიმუმ 1 სმ.
  • იადასონის ნევუსი. ხალი, რომელიც თავის თმიან ნაწილში იზრდება. ჩვეულებრივ უფეროა. შეიძლება გამოიყურებოდეს, როგორც უხეში ხორკლი.
  • პიგმენტური ნევუსი. შეიძლება იყოს ბრტყელი ან გაფანტული პატარა ხალების ფორმის. პიგმენტურ ნევუსზე ხშირად თმა იზრდება.
  • სისხლძარღვების ნევუსი. წითელი ხალი, რომლის სტრუქტურაში კაპილარები და სისხლძარღვები მკაფიოდ ჩანს.
  • პაპილომატოზური ნევუსი. მეჭეჭის მსგავსი კვანძი, რომელიც ხშირად კისერზე ჩნდება.

ავთთვისებიანი ნევუსი

ასეთ ხალს არათანაბარი კუთხეები აქვს, ზომაში იზრდება და შეიძლება დაჭერის დროს ტკივილი იგრძნოთ. დერმატოლოგთან და ონკოლოგთან აუცილებლად უნდა გამოიკვლიოთ და საფრთხის დადასტურების შემთხვევაში დაუყონებლივ მოიშოროთ. სრული მოშორების შემდეგ ხალი კვლავ აღარ გაიზრდება და ჯანმრთელობას საფრთხეს არ შეუქმნის.

  • მსხვილი ნევუსი. თუ ხალის ზომა სიფართეში 1 სმ-ზე მეტია, უნდა დაფიქრდეთ. ჩვეულებრივ, ყველა მსხვილი ნევუსი ავთვისებიანია.
  • მოსაზღვრე პიგმენტური ნევუსი. მცირე ზომის ხალისებრი ლაქა, რომელიც ჩნდება ხელისგულებზე, ტერფებზე ან სასქესო ორგანოებზე. არათანაბარი ფერი აქვს: ცენტრიდან კუთხეებისკენ მუქდება. როგორც წესი, ზომაში სწრაფად იზრდება;
  • ნევუსი ოტა. მოცისფრო ან მუქი ცისფერი ლაქა, რომელიც საფეთქლებზე, ლოყებზე ან ყვრიმალებზე მდებარეობს. არათანაბარი კიდეები აქვს და მელნის ლაქას ჰგავს.
  • დიუბრეის მელანოზი. არათანაბარი, ყავისფერი ნევუსი, რომელიც ყურძნის მტევანს ჰგავს. ის ძალიან სწრაფად იზრდება და როგორც წესი, 50 წლის შემდეგ ჩნდება. შემთხვევების თითქმის 50% მელანომაში (კანის სიმსივნე) გადადის.

რისკის ჯგუფები

ზოგიერთი ადამიანისთვის ჩვეულებრივი ხალიც კი საფრთხეს წარმოადგენს. მაგალითად, თეთრკანიანი და წითელთმიანი ადამიანების თითქმის 100% რისკის ჯგუფშია. უპირატესი გენი, რომელიც მათ თმას ღებავს, მელანოციტებს ხელს უშლის ერთ-ერთ დამცავ ცილასთან დაკავშირებას, რომელიც კანის სიმსივნის განვითარებას აფერხებს.

თქვენ რისკ ჯგუფში ხართ, თუ:

  • ღია ფერის კანი, თმა და თვალები გაქვთ.
  • ძალიან ბევრი ჭორფლი გაქვთ.
  • მზეზე ცუდად ირუჯებით მაშინაც კი, თუ მთელ დღეს სანაპიროზე ატარებთ.
  • მზის დამწვრობა გქონდათ.
  • სხეულზე 50-ზე მეტი ხალი გაქვთ.
  • ახლო ნათესავებს კანის სიმსივნე ჰქონდათ.

თუ ერთ-ერთ კრიტერიუმს მაინც აკმაყოფილებთ, სხეულზე ხალები დერმატოლოგთან შეამოწმეთ.

განსაკუთრებული შემთხვევები

ზოგჯერ დადებითთვისებიანი ხალი შეიძლება ავთვისებიანი გახდეს, თუ დააზიანებთ. სწორედ ამიტომ, ექიმები გირჩევენ საფრთხილო ხალი მოიშოროთ, თუ:

  • ჩაცმის დროს ხშირად აზიანებთ.
  • ხალი ისეთ ადგილას მდებარეობს, სადაც მუდმივად შევიწროებულია: ბიუსჰალტერის ხაზი, საცვლის ხაზი, ყურის ნიჟარა, ინტიმური ზონა.
  • ხშირია სისხლდენა ან ქავილი.
  • კანის ღია ნაწილზე მდებარეობს და მუდმივად მზის პირდაპირი სხივების ქვეშ ხვდება.

სახიფათო სიგნალები

ხალების მდგომარეობას ყურადღება ყოველთვის მიაქციეთ. როგორც წესი, გარდაუვალის დაწყებამდე ძალიან ბევრ სიგნალს გვაწვდის, რომ რაღაც რიგზე არაა.

მელანომისკენ მიდრეკილების პირველი ნიშნები:

  • ასიმეტრია. კეთილთვისებიანი ხალი ყოველთვის სწორი ფორმისაა. თუ ზომაში ან ერთ მხარეს იზრდება, ექიმს აჩვენეთ.
  • არათანაბარი კიდეები. თუ ხალის კიდეები თმიანი ან დაკბილულია, ეს ცუდი ნიშანია.
  • შეფერილობა. ავთვისებიან ნევუსს არათანაბარი შეფერილობა აქვს და ფერს იცვლის.
  • დინამიკა. თუ ხალმა მკვეთრად შეიცვალა ფორმა, ტექსტურა და შეფერილობა, დაუყონებლივ უნდა გამოიკვლიოთ.
  • ზომა. დადებითთვისებიანი ნევუსი ცხოვრების განმავლობაში არ იზრდება. მელანომისკენ მიდრეკილი ხალი ზომაში იზრდება.
Advertisement
ჯანმრთელობა1 day ago

სიჩქარის საიდუმლო: როგორ დავაჩქაროთ ნივთიერებათა ცვლა წონაში დასაკლებად

ჯანმრთელობა1 day ago

სიმპტომები ენის შეფერილობის მიხედვით

ჯანმრთელობა1 day ago

რომელი ხალის მოშორება შეიძლება და რომლის არა

ჯანმრთელობა1 day ago

10 უმნიშვნელოვანესი ვიტამინი ორგანიზმისთვის

სახლი და დიზაინი1 day ago

ინსტრუქცია, როგორ დავიცვათ ნიჟარის ჩასარეცხი საჭმლის ნარჩენებისგან

ყვავილები2 days ago

მარწყვის მოსავალი ფანჯრის რაფაზე 60 დღეში. გამოცდილი მებაღეების რჩევები

თავის მოვლა2 days ago

როგორ მოვიშოროთ საღებავი თმიდან სახლის პირობებში: 8 გამოცდილი მეთოდი

სხვა2 days ago

რატომ უნდა ჩავამატოთ მარილი სარეცხ მანქანაში

ჯანმრთელობა2 days ago

რა ვჭამოთ, რომ წონაში დავიკლოთ და არ ვიშიმშილოთ?

ჯანმრთელობა2 days ago

ჩააბარეთ სიბერის ანალიზი: როგორ დავეხმაროთ ორგანიზმს ახალგაზრდობის შენარჩუნებაში

ჯანმრთელობა4 days ago

4 მნიშვნელოვანი ფაქტი გულის დაავადებებზე, რომლის შესახებ ყველა ქალმა უნდა იცოდეს

ყვავილები3 weeks ago

როგორი სასუქი გამოვიყენოთ კიტრის გაზრდისთვის

ყვავილები3 weeks ago

მაისის თვის თესვის კალენდარი

ჯანმრთელობა3 weeks ago

3 მარტივი შინაურული რეცეპტი ფრჩხილის სოკოს მოსაშორებლად

საკითხავი3 weeks ago

ის რკინის არაა! მეტალის ნეჭას გამოყენების 10 მოულოდნელი მეთოდი

ყვავილები4 weeks ago

როგორ გავზარდოთ კიტრის ნერგები

ჯანმრთელობა3 days ago

ბალზამი ნატურალური კომპონენტებით: საუკეთესო მეთოდი სისხლძარღვების ბადის მოსაშორებლად

სხვა3 weeks ago

ძველი კბილის ჯაგრისი არ გადააგდოთ! აი, რისთვის გამოგადგებათ

ყვავილები4 weeks ago

10 მიზეზი, რატომ უნდა გქონდეთ აქტივირებული ნახშირი აგარაკზე

თავის მოვლა2 days ago

როგორ მოვიშოროთ საღებავი თმიდან სახლის პირობებში: 8 გამოცდილი მეთოდი

ტრენდული