Connect with us

სახლი და დიზაინი

როგორ მოვრთოთ სახლი ხმელი ტოტებით საახალწლო დღესასწაულისთვის

ახალი წელი ჩუმად გვიახლოვდება და დროა სახლში სადღესასწაულო ატმოსფერო შევქმნათ. ყველაზე მარტივი, ბიუჯეტური და ამასთან მოდური გაფორმების მეთოდი – ხმელი ტოტები დეკორისთვის.

უბრალოდ ტყეში გაისეირნეთ და შემოქმედებისთვის მასალა მოძებნეთ, შემდეგ უკვე ნაძვის ხის სათამაშოები გამოიტანეთ.

დღეს გთავაზობთ შთამაგონებელ იდეებს, როგორ გააფორმოთ სახლი ხმელი ტოტებით საახალწლო დღესასწაულისთვის. ულამაზესია!

ტოტები დეკორისთვის

ერთი თეთრიც არ დავხარჯე. ტოტები ხარის რქებს ჰგავს: ბედნიერება მთელი წელი!

ტოტები შეგიძლიათ ოქროსფრად ან ვერცხლისფრად შეღებოთ ან ხელუხლებელი დატოვოთ.

ფერადი მუყაოს ქაღალდიდან ლამაზი სასაჩუქრე ყუთები გამოდის, ფერადი ლენტა მიამაგრეთ და ტოტებზე ჩამოკიდეთ. დეკორატიული ყუთები შეგიძლიათ საშობაო გვირგვინის და საახალწლო სუფრის გასაფორმებლად გამოიყენოთ.

წარმოუდგენლად დიდებულია!

შეგიძლიათ პატარა ხე გააკეთოთ, რომ ლარნაკში ადვილად მოთავსდეს და კომოდზე ან თაროზე კომფორტულად დადოთ.

სათამაშოების ფერი და ფორმა თქვენი გემოვნებით შეარჩიეთ!

საახალწლო კომპოზიცია ტოტებიდან – მარტივი შესასრულებლად, მაგრამ ძალიან ეფექტური დეკორი!

კიდევ რამდენიმე საინტერესო იდეა.

როგორც ხედავთ, ჩვეულებრივი ტოტიც კი შეგიძლიათ ნაძვის ხედ აქციოთ. უბრალოდ ქვიშით სავსე ვედროში ან ლარნაკში ჩადეთ, შემდეგ ნაძვის ხის სათამაშოები ჩამოკიდეთ. ესეც, ასე! ისღა დაგრჩენიათ იმპროვიზებული ნაძვის ქვეშ საჩუქრები დადოთ.

თქვენ შეგიძლიათ ტოტებიდან დასაკიდი ნაძვის ხე გააკეთოთ. ნახეთ, რა მაგარია!

კიდევ ერთი ვარიანტი:

ესეც, იდეა ადვენტ–კალენდრის შესაქმნელად. დარწმუნებული ვარ, რომ ბავშვები ასეთ იდეას ღირსეულად დააფასებენ.

ასე შეგიძლიათ სახლის ვერანდაც მორთოთ.

ასეთი დეკორის ელემენტები არა მხოლოდ განწყობას აგიმაღლებთ, არამედ ბინას წარმოუდგენელი არომატით გაავსებს.

ხმელი ტოტების გამოყენებით არა მხოლოდ უჩვეულო დეკორს შექმნით, არამედ კარგადაც გაერთობით. ამ საქმეში ოჯახის წევრებიც ჩართეთ, რადგან ეს ჯადოსნური შესაძლებლობაა დრო ერთად გაატაროთ და დაახლოვდეთ.

ასე უფრო გაერთობით, ერთობლივი შემოქმედების შედეგი კი მთელი ზამთარი თვალს გაახარებს!