Connect with us

სხვა

როგორ გავთავისუფლდეთ საკვების ჩრჩილისგან – სამუდამოდ

საკვების ჩრჩილი – ძალიან მავნე მწერია, რომელიც შეიძლება ყველაზე გაკრიალებულ სამზარეულოშიც კი გაჩნდეს და პროდუქტებს დიდი ზიანი მიაყენოს! ის ტანსაცმლის ჩრჩილზე დიდია და უფრო მუქი ფრთები აქვს. მნიშვნელოვანია ამ ორი სახეობის გარჩევა შეგვეძლოს.

როგორ გავთვაისუფლდეთ საკვების ჩრჩილისგან

  • თუ ჩრჩილი იპვეთ ე.ი. ჭუპრებიც არსებობს. აუცილებლად შეისწავლეთ მარცვლეულისა და ბურღულეულის პაკეტები და კარადის შიდა კუთხეები.
  • ჩრჩილს ჩირებში ჩასახლებაც უყვარს, ასევე გვხვდება ცხოველების საკვებში, ნიგვზეულში, ფქვილში, სუნელებში, ორცხობილებსა და კანფეტებში. მოძებნეთ ჭუპრები და ქსელები რომლებსაც ჩრჩილი ქილების თავსახურებსა და პროდუქტის პაკეტის ნაკერებში აბავს.
  • იპოვეთ “დაავადების წყარო”?! გადაყარეთ დაუფიქრებლად! შეიძლება დაგენანოთ პროდუქტი მაგრამ, აჯობებს ასე მოიქცეთ!
  • კარგად გამოწმინდეთ კარადები ძმრით, ბორის მჟავით, ლიმონის წვენით ან უბრალოდ საპნიანი წყლით. კუთხეები ძმარში დასველებული ფუნჯით გამოწმინდეთ. 30 წუთის შემდეგ – ჩვეულებრივი წყლით გაწმინდეთ კარადა და გამოამშრალეთ.

  • ჩრჩილის დასაფრთხობად შეგიძლიათ თაროებზე გაჭრილი ნიორი ან დარიჩინის ჩხირები დაალაგოთ.
  • მავნებლების დაფრთხობაში: პიტნის, ლავანდის, დაფნის და აბზინდის პატარა ტომრებიც დაგეხმარებიან.

პრობლემის მოცილების აუკეთესო გზა პროფილაქტიკაა. ამიტომ ჩრჩილისგან თავის დასაცავად ჩვენი რეკომენდაციები გამოიყენეთ.

პროფილაქტიკა საკვების ჩრჩილისგან

  • ფქვილი, ბურრულეული და სხვა მსგავსი პროდუქტი მხოლოდ 3-4 კვირის სამყოფი შეიძინეთ.
  • ბურღულეული შუშის მჭიდროდ თავდახურულ ქილებში შეინახეთ. თუ ჩრჩილი საკვებს მაღაზიიდან გადმოჰყვა – შუშის ქილაში მას იოლად შენიშნავთ. დაავადების შემთხვევაშიც – 1 ქილის გადაყრა უფრო იოლია ვიდრე – მთელი კარადის.

  • ჩრჩილი ვერ უძლებს მაღალ ტემპერატურას, ამიტომ თუ ბურღულეულის დიდი რაოდენობის შეძენა მოგიწიათ – ის ჟარუნაზე დაყარეთ და ღუმელში შეაცხელეთ.
  • ჩრცილს დაბალი ტემპერატურისაც ეშინია: შეგიძლიათ ბურღულეულის ან ფქვილის პაკეტი 1 ღამით საყინულეში შედოთ.
Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.