Connect with us

ჯანმრთელობა

რევმატიზმი უკვალოდ გაქრა, როცა ამ მცენარისგან ნაყენი მოვამზადე: სახლში ნამდვილი მკურნალი მყოლია

კაქტუსები ან კაქტუსისებრნი – მრავალწლოვან ყვავილოვან მცენარეთა ოჯახია. მათ აქვთ დიდი ზომის, სხვადასხვა ფორმის ღერო, რომლის ზომა და ფორმა დამოკიდებულია სახეობებზე, და თავისებური ფოთლები – ეკლები. კაქტუსების სამშობლო ამერიკაა, ევროპაში კი ისინი XVI საუკუნეში შემოიტანეს.

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ კაქტუსი არაპრეტენზიული შინაური მცენარეა, რომლის მოვლაც ყველაზე ზარმაც ადამიანსაც შეუძლია. ცივ პერიოდში ხომ კაქტუსის მორწყვა ორ კვირაში ერთხელ საკმარისია, თუმცა ზაფხულში უფრო ხშირად უნდა მორწყათ. ამისთვის ანადუღარი ან წვიმის წყალი შესანიშნავი ვარიანტია. კაქტუსის ქოთნის მოთავსება რეკომენდებულია აივანზე ან ფანჯრის რაფაზე.

შინაური კაქტუსი

კაქტუსების მოყვარულები ხშირად დგამენ ამ მცენარეს სამუშაო მაგიდაზე, კომპიუტერის მონიტორის ან ტელევიზორის ეკრანის გვერდით. მეცნიერებმა ამას ახსნა დიდი ხნის წინ უპოვეს: ისინი თვლიან, რომ კაქტუსი ბლოკავს მავნე ელექტრომაგნიტურ იმპულსებს, რომლებსაც ტექნიკა ასხივებს, და ამცირებს მათ ნეგატიურ გავლენას ადამიანის ორგანიზმზე.

სხვათა შორის, ამ მჩხვლეტავ მცენარეს ჩვენი წინაპრები კომპიუტერის გაჩენამდე დიდი ხნით ადრე იყენებდნენ. ძველი დროიდან, კაქტუსი სამკურნალო მიზნებით, საკვებად, რელიგიური რიტუალების ატრიბუტად გამოიყენებოდა. ახლაც, მსოფლიოს ზოგიერთ რეგიონში კაქტუსს მასობრივად ამრავლებენ და ყიდიან.

თუმცა, ეს კაქტუსის გამოყენების სრული სია არაა. გთავაზობთ მის 7 სამკურნალო თვისებას:

  1. კაქტუსის შემადგენლობაში შედის ალკალოიდები, რომლებიც უზრუნველყოფს მის ანტიბაქტერიულ მოქმედებას.
  2. მცენარე ხელს უშლის მავნე ბაქტერიებისა და სოკოების გამრავლებას;
  3. კაქტუსის წვენი რევმატიზმის სამკურნალოდ გამოიყენება;

4. მოტეხილობის დროს რეკომენდებულია კაქტუსის წვენის კომპრესები;

5. წყლისა და სპირტის ნაყენები, კაქტუსთან ერთად, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება;

6. კაქტუსი ხსნის მუცლის ტკივილებს, არეგულირებს ნივთიერებათა მიმოცვლის პროცესებს და აძლიერებს იმუნიტეტს;

7. მცენარეს შარდმდენი თვისებაც აქვს, ხსნის ნაბახუსევის სინდრომს, თავის ტკივილებს, ხელს უწყობს ჭრილობების სწრაფ შეხორცებას.

ასევე, უნდა იცოდეთ, როგორ გამოიყენებენ აღნიშნულ მცენარეს სხვადასხვა დაავადების დროს:

  1. ხველის, გაციებისა და ტუბერკულოზის დროს
    ასეთი წამლის მოსამზადებლად შეურიეთ თითო ჩ.კ. კაქტუსისა და ტუხტის წვენები 1 ს.კ. თაფლს. მიირთვით სამკურნალო ნაზავი დღეში სამჯერ, 1 ჩ.კ. ოდენობით.
  2. ქრონიკული ბრონქიტის დროს
    2 ს.კ. დახეხილი კაქტუსი გახსენით 1 ლ რძეში, დააყენეთ 12 საათით და მიირთვით 1/2 ჭიქა დღეში სამჯერ.

3. ჩირქოვანი ჭრილობების სამკურნალოდ

კაქტუსისა და პირშუშხას წვენები შეურიეთ 2:1 პროპორციით, გაჟღინთეთ ამ მასით მარლა. კომპრესი უნდა დაიდოთ ჭრილობაზე და შეცვალოთ ყოველ 3 საათში ერთხელ.

4. კუჭის სამკურნალოდ

დააქუცმაცეთ კაქტუსის შეიგთავსი, მოათავსეთ 3 ს.კ. მასა თერმოსში, დაუმატეთ მანდარინის ცედრა, დაასხით 0.5 ლ ცხელი რძე, დააყენეთ 14 საათით. გაწურული სითხე მიირთვით დღეში სამჯერ, ჭამამდე, 1/2 ჭიქის ოდენობით.

5. სახსრების ტკივილის, რადიკულიტის დროს

მოაჭერით კაქტუსს მოზრდილი ნაჭერი, გააცალეთ ეკლები, დააქუცმაცეთ, შეიზილეთ ფაფა მტკივან ადგილებში, შეიხვიეთ და რამდენიმე საათით დაისვენეთ.

დარწმუნებული ვარ, თქვენც გაქვთ კაქტუსი სახლში, თუმცა, მისი მსგავსი თვისებების შესახებ არაფერი იცოდით. გაუზიარეთ ეს ინფორმაცია მეგობრებს, რათა ყველამ გაიგოს ამ მკურნალი მცენარის შესაძლებლობებზე.

Advertisement