Connect with us

ჯანმრთელობა

რისგან დაგიცავთ ნებისმიერ სეზონზე შეგროვებული ჭინჭარი

ალბათ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჭინჭრით ყველა დასუსხულა. მახსოვს, როგორ ვტიროდი ბავშვობაში, ხოლო დედა მიმეორებდა, რომ ეს სასარგებლოა. ახლა მის სიტყვებს კარგად ვაცნობიერებ, რადგან ჭინჭრის სარგებელი ადამიანისთვის უნიკალურია. ჭინჭრით ბევრ სამკურნალო პრეპარატს ამზადებენ და ხალხურ მედიცინაში ფართოდ გამოიყენება.

2 წლის წინ ჩემთვის ნამდვილი მხსნელი გახდა. მაშინ დედას ზურგის და სახსრების ტკივილები დაეწყო. კარგმა ნაცნობმა ჭინჭრის კომპრესების გაკეთება მირჩია. ის რადიკულიტს და რევმატიზიმს შესანიშნავად შველის. ახლა მცენარეს ვიმარაგებ, რომ სამკურნალო წამალი ყოველთვის ხელთ მქონდეს.

ჭინჭრის სარგებელი და მისი გამოყენების მეთოდები

პირველ რიგში, გაფრთხილებთ, რომ ასეთ ნატურალურ საშუალებასაც უკუჩვენებები აქვს. ჭინჭრის ნაყენის და ნახარში დალევა აკრძალულია მათთვის, ვისაც სისხლის შედედება მომატებული აქვს. ამან შეიძლება თრომბის გაჩენა გამოიწვიოს. კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის სერიოზული დაავადებები (კუჭის მჟავიანობის გაზრდა და წყლულები), ასევე საშვილოსნოს ან ნართის სიმსივნის დროს მისი მიღება არ შეიძლება.

ჭინჭრის წვენი რევმატიზმის დროს

ჭინჭარი შეაგროვეთ, კარგად გარეცხეთ და მდუღარე წყალი გადაავლეთ. ამის შემდეგ წვრილად დაჭერით და ბამბის ნაჭერში კარგად გაწურეთ. 1 ს/კ ჭინჭრის წვენი დღეში 3–ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე დალიეთ. თუ წვენს კარგად ითვისებთ, დოზა დღეში 6 ს/კ–მდე გაზარდეთ.

კომპრესები რადიკულიტის დროს

კომპრესისთვის გამოგადგებათ როგორც ორსახლიანი ჭინჭარი, ასევე მწველი ჭინჭარი. უბრალოდ მწვანილს მდუღარე წყალი გადაავლეთ ან ნაყენი მოამზადეთ. 2 ს/კ წვრილად დაქუცმაცებული ბალახი და 1 ჭიქა წყალი დაგჭირდებათ. ინგრედიენტები აურიეთ, თბილ ქსოვილში გაახვიეთ და 30 წუთით დააყენეთ. შემდეგ გადაწურეთ.

ახლა მიღებული სითხით ქსოვილი გაჟღინთეთ და მტკივნეულ ადგილას დაიდეთ. 1,5-2 საათით კარგად შეფუთეთ. პროცედურა დღეში 1–2–ჯერ გაიმეორეთ.

ჭინჭრის ნაყენი გარე გამოყენებისთვის

თუ რადიკულიტი და ოსტეოქონდროზი გაწუხებთ, 2 ს/კ ახალ დაქუცმაცებულ ჭინჭარს 250 გრ არაყი დაასხით. თავსახური მჭიდროდ დაახურეთ, კომოდში ან საკუჭნაოში 1 კვირით შეინახეთ. მზა ნაყენი გადაწურეთ და დღეში 1–2–ჯერ ზურგზე შეიზილეთ.

ბალახების ნაკრები რევმატიზმის დროს

ზაფხულში შეგიძლიათ ხმელი ბალახები შეაგროვოთ. 15 გრ მწველი ჭინჭარი და 25 გრ წყლის იელი აურიეთ. როცა დაგჭირდებათ, თერმოსში ჩაყარეთ და 1 ლ მდუღარე წყალი დაასხით. 8 საათით გააჩერეთ, გადაწურეთ და 100-100 მლ დღეში 4-5-ჯერ, ჭამის შემდეგ დალიეთ. მკურნალობა 1 კვირა გრძელდება.

სამკურნალო ნაყენის დოზას არ გადააჭარბოთ, რადგან წყლის იელი შხამიან მცენარეთა რიგს მიეკუთვნება. თუ თავის ტკივილს გრძნობთ და კუჭის პრობლემებმა შეგაწუხათ, საშუალების მიღება დაუყონებლივ შეწყვიტეთ.

ჭინჭრით მკურნალობა ძალიან დაგვეხმარა. ტკივილი რამდენიმე დღეში გაქრა. რამდენიმე რჩევა მეუღლემაც გამოსცადა. ერთმნიშვნელოვნად გადავწყვიტეთ, რომ ჭინჭარი ადამიანისთვის ნამდვილად სასარგებლოა. ასევე ბოსტნისთვის შესანიშნავი სასუქია. ხელთათმანები, კალათა აიღეთ და ამ საოცარი მცენარის შეგროვება დაიწყეთ.