Connect with us

თავის მოვლა

რა მიზეზები იწვევენ ხელისგულების აქერცვლას

დრო და დრო ბევრ ჩვენგანს აწუხებს ისეთი მოვლენა, როგორიცაა ხელისგულების აქერცვლა. ეს ნამდვილ დისკომფორტს იწვევს.

რა მიზეზით შეიძლება ხელისგულები გექერცლებოდეთ?

პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ აღნიშნული უსიამოვნება შეიძლება ჰიპოვიტამინოზის ან ზოგიერთი სამედიცინო საშუალების გამოყენებამ გამოიწვიოს. მსგავს შემთხვევში დისკომფორტის „შინაგანი მიზეზი“ უნდა აღმოფხვრათ, შემდეგ კი ხელისგულები დაიტენიანოთ.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ქალი შეუსაბამო საპონს ან საყოფაცხოვრებო ქიმიურ საშუალებას იყენებს. დამატენიანებელი კრემი აუცილებლად შეიძინეთ!

თუ ხელისგულების აქერცვლა დაგეწყოთ, ეგზემის ან ფსორიაზის არსებობა უნდა გამორიცხოთ. დიაგნოზის დასმას მხოლოდ ექიმი შეძლებს.

რა მოვიმოქმედოთ ხელისგულების აქერცვლის დროს?

პირველ რიგში, რეზინის ხელთათმანი შეიძინეთ. მხოლოდ ხელთათმანების გამოყენებით გაწმინდეთ უნიტაზი და გარეცხეთ თეთრეული. ანტიბაქტერიულ საპონზე უარი თქვით. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი პრობლემა უფრო გამწვავდება. დღეში რამდენჯერმე სპეციალური კრემი წაისვით.

დეკორატიული კოსმეტიკა დროებით დაივიწყეთ და ჰიპოალერგიული საშუალება შეიძინეთ. ყინვის პერიოდში ხელთათმანები აუცილებლად გაიკეთეთ.

მენიუში ჩართეთ პროდუქტები, რომლებიც B ჯგუფის ვიტამინებს შეიცავენ. ასეთია პარკოსანი პროდუქტები, მარცვლეული, წითელი და ყვითელი ბოსტნეული, ასევე მცენარეული ზეთი.

ხალხური მკურნალები, ხელისგულებზე ქაცვის ზეთი წაისვით. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.