Connect with us

ჯანმრთელობა

რატომ წვება კატა ადამიანის მტკივნეულ ადგილას?

ყველაზე გავრცელებულ სახლის „მკურნალად“ კატა ითვლება.

თუ მეპატრონე კატასთან ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას დაამყარებს, მაშინ კატა მისი მტკივნეული ადგილის პოვნას და მის განკურნებას შეძლებს. ის მტკივნეულ ადგილას წვება, კნავის და თავისი სითბოთი ათბობს – ასე ტკივილი ქრება. სერიოზულ სიტუაციებში კატა რამდენიმე საათით პაციენტს არ ტოვებს. სტატისტიკის მიხედვით,  კატის მოყვარულები ექიმებს 5-ჯერ უფრო იშვიათად მიმართავენ, ვიდრე ისინი, ვისაც კატა არ ჰყავს.

1. გულ-სისხლძარღვთა დაავადების დროს

უამრავი ისტორია არსებობს იმის შესახებ, თუ როგორ გადაარჩინა კატამ ადამიანი გულის შეტევის და ჰიპერტონული კრიზისის დროს. კატას შესაძლო შეტევის შესახებ გაფრთხილება შეუძლია. კატის მფლობელებმა იციან, რომ ცხოველი მოფერებას იწყებს, როცა მეპატრონე ძლიერ გაღიზიანებული ან დაძაბულია.

სახლში კატა მიოკარდიუმის ინფარქტის განმეორებით რისკს ამცირებს. გულის შეტევის შემდეგ ადამიანი წნევის და გულისცემის დარეგულირებას შეძლებს, თუ საყვარელ კატას რამდენიმე წუთით მოეფერება.

2. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების დროს

კატაზე მოფერება საჭმლის მომნელებელი სისტემისთვისაც სასარგებლოა. დაბალბეწვიანი და უბეწვო კატები (სფინქსი, სიამური, ორიენტალური, კორატი, ეგვიპტური) კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და საშარდე სისტემის დაავადებების სამკურნალოდ საუკეთესო ჯიშებია.

3. სტრესის და დაღლილობის დროს

კატას დაღლილობის, სტრესის და შაკიკის მოხსნა, წნევის შემცირება და გულისცემის დარეგულირება შეუძლია. საუკეთესო ფსიქოთერაპევტად და ნევროპათოლოგად გრძელბეწვიანი კატა (ციმბირის, ანგორას, სპარსეთის, ნორვეგიული ტყის) ითვლება, რომელიც ადამიანს უძილობის, გაღიზიანების და დეპრესიის დროს დაეხმარება.

შავი კატები ადამიანისგან 2-ჯერ უფრო მეტ უარყოფით ენერგიას იღებენ, ვიდრე სხვა ფერის კატები. წითური კატები დადებით ენერგიას თავად იძლევიან. კრემისფერი შეფერილობის კატა ჩვენს ენერგეტიკას „ატონიზირებს“, მოცისფრო-მონაცრისფერო კატა ადამიანს ამშვიდებს. თეთრი კატა შეუდარებელი მკურნალია.

4. იმუნიტეტის გასაზრდელად

თუ ყოველდღე კატის კნავილს მოისმენთ, რომელიც 4-16 ჰც სიხშირეზეა შესრულებული, ეს იმუნიტეტზე დადებით გავლენას იქონიებს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კატის კვალი ულტრაიისფერ გამოსხივებას ჰგავს, რომელიც ჭრილობის შეხორცებას, ზრდას და ძვლების გაძლიერებას აჩქარებს. სპარსეთის კატებს სახსრების ტკივილის და ოსტეოქონდროზის სიმპტომების შემსუბუქება შეუძლია.

5. სიცოცხლის გასახანგრძლივებლად

გერონტოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერებმა კატების გავლენა მათი მფლობელების სიცოცხლის ხანგრძლივობაზე გამოიკვლიეს და დაასკვნეს, რომ ადამიანები, რომლებიც კატასთან ერთად ცხოვრობენ, საშუალოდ 10,3 წლით უფრო დიდხანს ცხოვრობენ, ვიდრე ისინი, ვისაც კატა არ ჰყავს. კატის მფლობელებს არტერიული წნევის უკეთესი მაჩვენებლები აქვთ, ამასთან სისხლში ქოლესტერინის დონე დაბალია.

6. კატა – აკუპუნქტურისტი

კატას შეუძლია აკუპუნქტურისტის როლში გამოვიდეს. როცა ის მეპატრონესთან ჯდება, კნავის და კლანჭებს შლის, ასე რეფლექსოგენურ ზონებს აღიზიანებს, როგორც აკუპუნქტურის სესიის დროს. მკურნალობის ეს მეთოდი ხალხურ მედიცინაში გამოიყენება.

7. კატა როგორც ენერგეტიკური ინფორმაციის მოწყობილობა

ბიოენერგეტიკოსები თვლიან, რომ კატა ნამდვილი ენერგეტიკული ინფორმაციის მოწყობილობაა. მათი აზრით, თუ კატა ადამიანის თავზე ხშირად აჯდება, მას, სავარაუდოდ, ჰიპერტონია ან თავის ტკივილისკენ მიდრეკილება აქვს. თუ კატა ადამიანს მარცხენა მხარეს აჯდება, ეს გულის პრობლემებზე საუბრობს. კატა წელთან ახლოს წვება, თუ თირკმლის პრობლემებს გრძნობს, ფეხებთან მაშინ წვება, როცა მფლობელს დაბალი წნევა აწუხებს ან ხშირად ცივდება.