Connect with us

ჯანმრთელობა

რას გვეუბნება ფრჩხილები თქვენს ჯანმრთელობაზე: სახიფათო მინიშნებები

ორგანიზმი ყოველთვის გვიგზავნის შეტყობინებას მასში არსებული პრობლემების შესახებ. მთავარია, ჩვენ შეგვეძლოს მათი ამოცნობა და გაშიფრვა.

მაგალითად, ჩვენი ფრჩხილები, მათი ტექსტურისა და ფორმის, გამძლეობისა და ფერის მეშვეობით, გვატყობინებს, როცა ორგანიზმში რაღაც რიგზე ვერაა.

აი, რისი თქმა შეუძლია ფრჩხილებს ჩვენს ჯანმრთელობაზე:

“შეღუნული” ფრჩხილები: ეს ფსორიაზის სიგნალია. გახსოვდეთ, რომ ფრჩხილები გლუვი და მყარი უნდა იყოს.

ვერტიკალური ზოლები: ეს ასაკობრივი ცვლილებაა, რომელზეც არ უნდა იდარდოთ. ასაკის მატებასთან ერთად, ორგანიზმს უჭირს ტენის შენარცუნება, საჭირო ნივთიერებების გამომუშავება ნელდება.

ჰორიზონტალური ზოლები: ამ შემთხვევაში, გიჯობთ მიმართოთ ექიმს, რადგან ეს სიმპტომი შეიძლება მიუთითებდეს დაავადებაზე და ხელი შეუშალოს ფრჩხილის ნორმალურ ზრდას.

გაყვითლებული ფრჩხილები: დაასვენეთ ფრჩხილები მუდმივი მანიკურისგან და გამოიყენეთ ზეთი. თუმცა, თუ ასეთი სიტუაცია დიდხანს გრძელდება, შეიძლება საქმე სოკოსთან გვქონდეს.

თეთრი ლაქები: ეს მიკროტრავმებია და ისინი ნახევარი წლის განმავლობაში თავისით ქრება. თუმცა, თუ ასეთი სიტუაცია მუდმივია, შეიძლება ორგანიზმში თუთიის უკმარისობას მიანიშნებდეს.

მუქი ლაქები: ეს სერიოზული პრობლემაა – დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ხშირად, ფრჩხილზე შავ ლაქებსა და ზოლებს მელანომა იწვევს.

რბილი ან სუსტი ფრჩხილები: ეს ყველაფერი ტენის ან ქიმიური საშუალების(იგულისხმება აცეტონიც) მუდმივი გავლენის შედეგია.

აქერცლილი ფრჩხილები: ეს რკინის დეფიციტზე მიუთითებს. მოიხმარეთ უფრო მეტი წითელი ხორცი და მწვანე ბოსტნეული.