Connect with us

თავის მოვლა

პაპილომებისგან და მეჭეჭებისგან მინიმალურ დროში გაგათავისუფლებთ ეს უბრალო საშუალება

კანზედა პაპილომა კეთილთვისებიანი ახალწარმონაქმნია, რომელსაც ადამიანის პაპილომავირუსი(აპვ) იწვევს. იგი უფრო კოსმეტიკური პრობლემაა, ვიდრე სამედიცინო და მისი მოცილება საკმაოდ მარტივია. პროცედურის ჩატარება საშინაო პირობებშიც კი შეგიძლიათ!

დუგ უილენი, ნიუ-იორკელი პრაქტიკოსი ექიმი, გვთავაზობს ამ ულამაზო პრობლემის ძალიან მარტივ გადაწყვეტას ვაშლის ძმრით.

დააწვეთეთ ბამბის ტამპონს ან სუფთა პირსახოცს ვაშლის ძმარი და დაიდეთ პაპილომაზე დღეში სამჯერ. რამდენიმე დღეში შენიშნავთ ხორცმეტზე ფერის ცვლილებას. გაიმეორეთ პროცედურა რამდენიმე კვირის მანძილზე, სანამ ახალწარმონაქმნი არ ჩამოვარდება.

-“იმისათვის, რომ პროცედურა უფრო უსაფრთხო გახდეს, გააზავეთ ძმარი ცოტაოდენ წყალში კანის დამუშავებამდე”, – გვირჩევს ექიმი დუგ უილენი.

უამრავი ადამიანი ერიდება ხალხური საშუალებებით მკურნალობას. პაპილომას მოშორების პროცესში სავსებით შესაძლებელია მისი დაზიანება, მავნე უჯრედების არასრულად მოშორება. ასეთ უსიამოვნებას საშინელი შედეგი შეიძლება მოჰყვეს – კანის კიბოც კი!

სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით რთულ შემთხვევებში უნდა გამოიყენოთ დამატებითი გამწოვი საშუალებები, რომლებსაც მხოლოდ ექიმი ნიშნავს.

Advertisement