Connect with us

ჯანმრთელობა

ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები: ვის უხანგრძლივებს სიცოცხლეს და ვის – პირიქით

აპრილში 2 მასშტაბური კვლევის შედეგები გამოქვეყნდა, რომელიც ომეგა 3-ის ჯანმრთელობაზე გავლენას ეხებოდა. ერთ–ერთი მათგანი ადასტურებს, რომ ომეგა 3-ს სიცოცხლის გახანგრძლივება მთელი 13%–თ შეუძლია, ხოლო მეორე კვლევის შედეგებით, ეს მიკროელემენტები დიდი სიფრთხილით უნდა მიიღოთ.

ახლახანს ამერიკელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ადამიანის ქსოვილებსა და სისხლში ბევრი ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავა შედის, ეს გულ–სისხლძარღვთა დაავადებებით, სიმსივნით და სხვა მიზეზით გარდაცვალების რისკს 13%–ით ამცირებს. ეს კი 9 წელზე მეტია. თუმცა არსებობს დეტალები.

რა არის ომეგა 3 და რისთვის გვჭირდება

ეს უცვლელი ნახევრად უჯერი ცხიმოვანი მჟავებია:

  • ეიკოსაპენტანის მჟავა (EPA)
  • დოკოსაპენტანის მჟავა (DPA)
  • დოკოსაჰექსაენის მჟავა (DHA)

ამ მჟავების საჭირო რაოდენობის მიღება შეგიძლიათ მხოლოდ საკვებიდან: ცხიმიანი ზღვის თევზი და თევზის ქონი, ზღვის პროდუქტები. ასევე საკვებიდან შეგიძლიათ მიიღოთ ალფა–ლინოლენური მჟავა, რომელიც ორგანიზმში EPA და DHA მჟავებად გარდაიქმნება. ალფა–ლინოლენური მჟავის წყაროა მცენარეული ზეთები და სელის, ჩიას, კანაფის, რაფსის, გოგრის, მდოგვის, ნიგვზის ზეთები, ასევე სოიო, ლობიო, ზოგი ფოთლოვანი ბოსტნეული, მაგალითად, ისპანახი.

ომეგა 3 გვხდება სისხლძარღვებსა და უჯრედულ მემბრანებში. სწორედ ისინი მატებენ სისხლძარღვებს ელასტიურობას, ანუ ვენების, არტერიების და კაპილარების „მსახურების ვადას“ ახანგრძლივებენ. ფოსფოლიპიდების შემადგენლობაში ომეგა 3 „აგურია“, რომლიდანაც უჯრედის მემბრანა შენდება. ადამიანის ორგანიზმში თითოეულ 30 ტრილიონ უჯრედს მემბრანები აქვს. თითოეულ უჯრედს  ნახევრად უჯერი ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები სჭირდება ფუნქციების შესასრულებლად – უჯრედის დაცვა, სასარგებლო ნივთიერებების მიწოდება და ბევრი სხვა. მხოლოდ მაშინ, თუ მემბრანა ჯანმრთელია, სწორად „აშენებული“ უჯრედი ნორმალურად იმუშავებს.

ჯერ კიდევ 50 წლის წინ, 1970 წელს ომეგა 3–ის მოხმარებასა და გულ–სისხლძარღვთა დაავადებებს შორის კავშირი აღმოაჩინეს. კერძოდ, გრენლანდიელებს, რომლებიც ტრადიციულად ბევრ თევზს და ზღვის პროდუქტს მიირთმევენ, მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის უფრო დაბალი რისკი აქვთ, ვიდრე მათ, ვინც აშშ–სა და კანადაში ცხოვრობს და მათ რაციონში ბევრი ზღვის პროდუქტი არ შედის. არტერიული წნევის, პულსის და ტრიგლიცერიდების დონის მაჩვენებლებიც უკეთესი იყო.

ომეგა 3-ის დონე სისხლში და ნაადრევი სიბერის რისკი

სამხრეთ დაკოტას უნივერსიტეტის სანფორდის სამედიცინო სკოლის მეცნიერებმა და ცხიმოვანი მჟავების შემსწავლელი ინსტიტუტის მკვლევარებმა ბოლო 16 წლის განმავლობაში ცხიმოვან მჟავებზე ჩატარებული 17 კვლევის მეტანალიზი ჩაატარეს. კვლევის მონაწილეები სხვადასხვა ქვეყნიდან 42 466 ადამიანი იყო. ისინი სხვადასხვა ფაქტორების მიხედვით ჯგუფებად დაყვეს: ქრონიკული დაავადებების არსებობის (მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი), მავნე ჩვევის, ასაკის და სქესის, ასევე არტერიული წნევის მაჩვენებლების და სხვა კატეგორიების მიხედვით. საკვლევ სუბიექტთაგან 55% ქალი, ხოლო 87% ევროპულ რასას მიეკუთვნოდა. საშუალო ასაკი ექსპერიმენტის მომენტისთვის 65 წელი იყო. თითოეულს ომეგა 3–ის დონე შეუმოწმეს. დაახლოებით 37% (15 720 ადამიანი) ბოლო 16 წლის განმავლობაში გარდაიცვალა.

ანალიზის შემდეგ მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავების (EPA, DPA, DHA) მაღალი დონის მქონე ადამიანებს გულ–სისხლძარღვთა დაავადებებით, ონკოლოგიით და სხვა მიზეზით გარდაცვალების უფრო დაბალი რისკი აქვთ. ამასთან, თევზიდან, თევზის ქონიდან და ზღვის პროდუქტებიდან მიღებული ომეგა 3 სიკვდილის რისკის შემცირებაზე გავლენას ნამდვილად ახდენს. აი, მცენარეული ალფა–ლინოლენური მჟავის და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე გავლენის კავშირი დამტკიცებული არაა. კვლევის შედეგები ჟურნალში Nature Communications გამოქვეყნდა.

შეიძლება ითქვას, რომ ყველა, ვინც სისხლში ომეგა 3–ის დაბალი შემცველობით გარდაიცვალა, შეეძლოთ 10-13%–ით უფრო მეტხანს ეცხოვრათ, EPA, DPA და DHA–ს მაღალი დონე რომ ჰქონოდათ. მეცნიერები თვლიან, რომ ეს სხვადასხვა ბიოაქტიური ნივთიერებების სინთეზზე, გენების გამოხატვასა და უჯრედულ სისტემასა და ორგანოებზე ომეგა 3-ის დადებითი მოქმედებით არის განპირობებული. ეს ყველაფერი გარდაცვალების რისკს ამცირებს. ეს მეტნაკლებად სრულყოფილი კვლევაა, რომელიც ომეგა 3–ის და ნაადრევი გარდაცვალების რისკს შორის კავშირს აჩვენებს.

ომეგა 3 მხოლოდ ექიმის კონსულტანციის შემდეგ მიიღეთ

იმის მიუხედავად, რომ ომეგა 3 სასარგებლოა, დამოუკიდებლად დანამატების „დანიშვნა“ არ ღირს. საქმე იმაშია, რომ ზოგიერთ ადამიანში EPA, DPA და DHA–ს მაღალი დონე სხვადასხვა მოციმციმე არითმიის განვითარებას სტიმულირებს. ამის შესახებ კვლევის შედეგები ევროპული კარდიოლოგიური საზოგადოების ჟურნალში European Heart Journal–Cardiovascular Pharmacotherapy გამოქვეყნდა.

ჩატარდა ექსპერიმენტი, რომელშიც 50 277 პაციენტმა მონაწილეობა მიიღო. ისინი თევზის ქონს ან პლაცებოს იღებდნენ. მონაწილეებს ზუსტად 2-7 წელი აკვირდებოდნენ. მნიშვნელოვანია, რომ ყველა საკვლევ სუბიექტს სისხლში ტრიგლიცერიდების მაღალი დონე და გულ–სისხლძარღვთა სისტემის უკვე დიაგნოსტირებული დაავადებები ჰქონდათ ან ამ დაავადებების რისკჯგუფში შედიოდნენ. მეცნიერებმა მეტანალიზი ჩაატარეს და მიღებული მონაცემებით დაასკვნეს, რომ ასეთ პაციენტებში ომეგა 3–ის მიღება მოციმციმე არითმიით გარდაცვალების რისკს 1,37-ჯერ ზრდის.