Connect with us

ვიდეო

ნივრის ღეროები – ვიტამინებით მდიდარი პროდუქტი წონის დაკლებაში ხელს შეგიწყობთ

თუ წონაში დაკლება და ჯანმრთელობის შენარჩუნება გსურთ, მაშინ ნივრის ღეროებით კერძი მოამზადეთ.

ზაფხულის დაწყებასთან ერთად მებაღეები ჩვეულებრივ ნივრის ღეროებს წყვეტენ, რომ ნივრის თავს უფრო მეტი მკვებავი ნივთიერება დარჩეს. თუ თქვენც ასე იქცევით, მწვანილის გადაგდება არ იჩქაროთ. ის არა მხოლოდ გემრიელი, არამედ წარმოუდგენლად სასარგებლოა.

თქვენ შეგიძლიათ ნივრის ღეროები გამოიყენოთ პიცაში, ბუტერბროდში, სოუსსა და სხვა კერძებში. ასე საკვებს უფრო არომატულს და სასარგებლოს გახდით. უფრო მეტიც, ეს სასარგებლო ინგრედიენტი შეგიძლიათ მთელი წლისთვის წინასწარ შეინახოთ.

ნივრის ღეროების სარგებელი

ნივრის მწვანე აღმონაცენი C ვიტამინით მდიდარია, მწვანე ხახვში ამ ვიტამინის შემცველობა გაცილებით ნაკლებია.

ნივრის ღერო დაბალკალორიულია. ამის ცოდნა განსაკუთრებით მნშვნელოვანია, თუ წონას ყურადღებას აქცევთ.

ნიორი ვაშლზე უფრო მეტ რკინას შეიცავს! მის აღმონაცენში გოგირდი და კალციუმი შედის, რაც პროდუქტს დამახასიათებელ სუნს ანიჭებს. ასეთი პროდუქტების ეთერზეთები ხშირად გამოიყენება, რადგან მათში ბუნებრივი ანტიბიოტიკებია, რომლებიც ბაქტერიების და მიკრობების განვითარებას ეფექტურად ებრძვიან.

მარტივად რომ ვთქვათ, ნივრის ღეროები წარმოუდგენლად სასარგებლოა! გთავაზობთ, ზამთრისთვის შეინახოთ. ამისთვის კი ჩვენი რეცეპტი გამოიყენეთ. თქვენ არა მხოლოდ მენიუს გამრავალფეროვნებას შეძლებთ, არამედ ჯანმრთელობაზეც იზრუნებთ.

შემადგენლობა:

  • 0,5 კგ ნივრის ღერო
  • 3 ჩ/კ მარილი
  • 2 ცხარე წიწაკა
  • 0,5 ჩ/კ დაფქული შავი წიწაკა
  • 0,5 ჩ/კ დაფქული ქინძი

მომზადება:

1. ღეროები კარგად გარეცხეთ. უხეში ნაწილი მოაჭერით.

2. ღეროები დაჭერით და ბლენდერში სხვა ინგრედიენტებთან ერთად მოათავსეთ.

3. ნარევი დააქუცმაცეთ.

4. ნარევი მცირე პაკეტებში ან სილიკონის ფორმებში (ყინულის ან კექსის ფორმა) ჩააწყვეთ.

5. საყინულეში მოათავსეთ.

6. მზა პროდუქტი ზუსტად 1 წელი შეგიძლიათ შეინახოთ. სავარაუდოდ, უფრო მალე დაგიმთავრდებათ.

7. ახალი გემრიელი დანამატი მზადაა! ახლა შეგიძლიათ ბევრი სოუსი, ხორციანი კერძი და წვნიანი გემოთი გაამდიდროთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.