Connect with us

ვიდეო

ნატურალური საშუალება ოსტეოართრიტის, სახსრების ტკივილის და შეშუპების დროს: 3 რეცეპტი

ბუნებრივი საშუალება სახსრების ამ პათოლოგიური ცვლილების სიმპტომების შემსუბუქებაში დაგეხმარებათ.

შედეგად, სახსრების ტკივილს და მოძრაობის დროს სირთულეს და შებოჭილობას მოიშორებთ.

აღსანიშნავია, რომ ოსტეოართროზი სახსრების დაავადების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ოსტეოართრიტის გამომწვევი ზოგიერთი ფაქტორი ასაკია. დაავადების განვითარების რისკი 50 წლის შემდეგ იზრდება. ასევე გადატვირთვა, ჭარბი ფიზიკური აქტივობა და სიმსუქნე ოსტეოართრიტის განვითარებას იწვევს.

თუ სახსრებში დისკომფორტის შემცირება გსურთ, ოსტეოართრიტის საწინააღმდეგო ბუნებრივი საშუალებების პრაქტიკაში გამოყენება არ დაგავიწყდეთ.

ოსტეოართრიტის საწინააღმდეგო ბუნებრივი საშუალება კურკუმით

კურკუმა ანტიოქსიდანტების მდიდარი შემადგენლობის წყალობით პატარა სასწაულს წარმოადგენს. მას ძლიერი ანთების საწინააღმდეგო თვისება და ტკივილგამაყუჩებელი უნარი აქვს.

გულის დასაცავად და გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების შესაფერხებლად შესანიშნავად გამოგადგებათ.

ინგრედიენტები:

  • ½ ჩ/კ კურკუმას ფხვნილი
  • მწიკვი, დაფქული შავი წიწაკა
  • 1 ჭიქა თბილი, მინერალური წყალი

წყალი 50 გრადუსამდე გააცხელეთ, კურკუმა და წიწაკა დაუმატეთ. 10-15 წუთით დააყენეთ.

შეგიძლიათ 1-2 ჭიქა ჩაი კურკუმასთან ერთად დალიოთ, როცა სახსრების ტკივილის შემცირება გსურთ.

ოსტეოართრიტის საწინააღმდეგო ბუნებრივი საშუალება ინგლისური მარილით

ინგლისური მარილით მომზადებული ნატურალური საშუალება კუნთების ან/და სახსრების ტკივილის დროს ადამიანებს მდგომარეობის შემსუბუქებაში ეხმარებათ. ამას კი მაგნიუმის შემცველობის წყალობით ახერხებს, რომელიც ანთებას ამცირებს.

ინგრედიენტები:

  • 2 ჭიქა ეფსომის მარილი ან 2 ჭიქა ზღვის მარილი
  • 50 მლ მაგნიუმის სულფატი (აფთიაქში შეიძინეთ)

აბაზანა დაახლოებით 38-40 გრადუსის წყლით აავსეთ და ინგრედიენტები დაუმატეთ. მოდუნდით, სანამ თქვენი სხეული მარილების უამრავ თვისებას იწოვს.

ოსტეოართრიტის საწინააღმდეგო ბუნებრივი საშუალება ვაშლის ძმრით

ვაშლის ძმარი კალიუმის, მაგნიუმის და კალციუმის მაღალი დოზის გამო უამრავი შინაურული რეცეპტის ინგრედიენტს წარმოადგენს. ეს 3 ნივთიერება ძვლებზე ზრუნავს და ანთებას და ტკივილს ამცირებს.

თუ მისი უპირატესობების მაქსიმალურად გამოყენება გსურთ, მედიკამენტის მოსამზადებლად გამოიყენეთ.

ინგრედიენტები:

  • 1-2 ს/კ ვაშლის ძმარი
  • 1 ჭიქა მინერალური წყალი

ვაშლის ძმარი წყალს აურიეთ. სითხე ნელ-ნელა დალიეთ და თუ შესაძლებელია, იმარხულეთ. ასე ორგანიზმს მისი თვისებების მიღება გაუადვილდება.

არ დაგავიწყდეთ, რომ ვაშლის ძმარი, მაგნიუმის სულფატი და კურკუმა სამ ფანტასტიკურ ინგრედიენტს წარმოადგენს ოსტეოართრიტის საწინააღმდეგო ბუნებრივი, შინაურული, ჯანსაღი და ეფექტური ნატურალური საშუალების მოსამზადებლად.