Connect with us

ჯანმრთელობა

ნამდვილი ვიტამინური ბომბი, რომელსაც პირადად ვიყენებ. წხიმის წვის პროცესს რამდენჯერმე აჩქარებს

თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, თუ რამდენ სასარგებლო ნივთიერებას შეიძლება შეიცავდეს ამ მარტივად მოსამზადებელი ნარევის ერთი პატარა ქილა. რეცეპტში შემავალი ყველა ინგრედიენტი 100%-ით ნატურალურია, გამოირჩევა ძლიერი არომატით და დამახასიათებელია სამკურნალო თვისებები. მოცემული საშუალება ორგანიზმის თავდაცვით ძალებს, იმუნიტეტს საგრძნობლად ამაღლებს.

ჯანჯაფილის, ლიმონის და თაფლის კომბინაცია

თაფლი, ჯანჯაფილი (კოჭა) და ლიმონი – მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძალიან პოპულარული 3 პროდუქტი, რომელთა სასარგებლო თვისებების შესახებ აბსოლიტურად ყველას სმენია. თუ ამ სიმფონიას კიდევ ერთი ინგრედიენტს, გოგრას დავუმატებთ, მივიღებთ ძლიერმოქმედ საშუალებას, რომელიც ეფექტურად უმკლავდება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მრავალ პრობლემას.

ძალიან ხშირად გოგრას სწორედ თერმული დამუშავების შემდეგ მოვიხმართ, როდესაც მასში სასარგებლო ნივთიერებების ერთი ნაწილი უკვე დაკარგულია. ნედლი გოგრა სასარგებლო სავკები ნივთიერებებით ძალიან მდიდარი ნატურალური პროდუქტია. ის წარმაოდგენს B ჯგუფის ვიტამინების, A, C, PP და K ვიტამინების ძალიან დიდ ბუნებრივ წყაროს.

თუ დღევანდელ სტატიაში წარმოდგენილ საშუალებას რეგულარულად მიიღებთ, შეძლებთ იმუნიტეტის გაძლიერებას, წონის კლებისა და ცხიმის წვის პროცესის სტიმულირებას, ორგანიზმის გაწმენდას დაგროვებული ტოქსინებისგან და წიდებისგან, მის მომარაგებას გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ვიტამინებითა და მინერალებით.

ინგრედიენტები:

  • 1 ლიმონი
  • 1 ლაიმი
  • საშუალო ზომის ჯანჯაფილის ფესვი
  • 200-300 გრამი გოგრა
  • 200 გრამი თაფლი

მომზადება:

1. ლიმონი და ლაიმი გაავლეთ მდუღარე წყალში და დაჭერით სიგრძეზე თავის კანთან ერთად. ნედლი გოგრა და კანისგან გასუფთავებული ჯანჯაფილი დაჭეით პატარა კუბიკებად.

შეგიძლიათ რეცეპტიდან ლაიმის ამოღება და მისი ჩანაცვლება კიდევ ერთი ლიმონით, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ლაიმი ლიმონზე 2-ჯერ მეტ ვიტამინს შეიცავს.

2. მომზადებული ინგრედიენტები მოათავსეთ ბლენდერში და ურიეთ მაღალ სიჩქარეზე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. თუ ბლენდერი არ გაქვთ, შეგიძლიათ ხორცსაკეპით სარგებლობა. მიღებულ ერთგვაროვან მასაში დაამატეთ თაფი, კიდევ ერთხელ კარგად გადაურიეთ და გადაიტანეთ ეს მასა ქილაში.

ინგრედიენტების მითითებული რაოდენობიდან თქვენ მიიღებთ დაახლოებით 500 გრამ ნარევს, რომელიც უნდა შეინახოთ მაცივარში. რეგულარულად მიირთვით ის 1 ჩაის კოვზის ოდენობით ჭამამდე 10-15 წუთით ადრე. ასე თქვენ შეძლებთ ორგანიზმის მომარაგებას სასარგებლო ვიტამინებითა და მინერალებით, იმუნიტეტის გაძლიერებას, ნივთიერებათა ცვლის დარეგულირებას და ორგანიზმის საერთო მდგომარეობის საგრძნობლად გაუმჯობესებას.