Connect with us

ჯანმრთელობა

ნაადრევი მენოპაუზა: რა შეიძლება გაკეთდეს ახლავე, რომ მისი დაწყება გადადოთ

სანამ თვიური მენსტრუაცია გვაქვს, მას ვერ ვიტანთ. როცა სრულდება, სიხარულის ცდუნება დიდია. სინამდვილეში ეს ადამიანის ორგანიზმში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია და 40 წლის შემდეგ მნიშვნელოვანია ყველაფერი გააკეთოთ, რომ მენოპაუზის დადგომა შეაფერხოთ. გთავაზობთ სამოქმედო სიას, რომელიც დაგეხმარებათ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალისტების სტატისტიკის თანახმად, ყოველი მე-100 ქალი ნაადრევ მენოპაუზას ეჯახება: 40 წლამდე მათ ორგანიზმში ისეთი ცვლილებები ხდება, რაც ქალების უმეტესობას 51-53 წლის ასაკში აქვთ. მენოპაუზა და კლიმაქსი არა მხოლოდ ნაყოფიერების დაკარგვას ნიშნავს: ამ დროს ორგანიზმში ესტროგენის დონე მნიშვნელოვნად იკლებს. ეს ჰორმონი არა მხოლოდ დაორსულებაზეა პასუხისმგებელი, არამედ სხეულის ბევრი სისტემის ჯანმრთელობას უზრუნველყოფს.

მენოპაუზის დროს ბევრ კალციუმს ვკარგავთ, რის გამოც ძვლები და სახსრები დაუცველი ხდება, მოტეხილობის და ოსტეოპოროზის რისკი მკვეთრად იზრდება. ჩვენი გული და სისხლძარღვები საფრთხის წინაშე დგება: სწორედ მენოპაუზის შემდეგ ინფარქტის და ინსულტის რისკი მრავალჯერადად იზრდება. გარდა ამისა, მენოპაუზის შემდეგ ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების რისკი იზრდება. სამწუხაროდ, უმეტესობა ჩვენგანს მენოპაუზასთან შეჯახება მოუწევს, მაგრამ შეიძლება მისი დაწყების გადადება? ხშირად ნაადრევი მენოპაუზა გენეტიკით არის განპირობებული, მაგრამ გარკვეული პროფილაქტიკის ზომები მის დაწყებას აფერხებს.

სპორტით დაკავდით

პერიმენოპაუზის შესაფერხებლად ყველაზე ეფექტური მეთოდი – ზომიერი ფიზიკური ვარჯიში. სპორტი ორგანიზმში ცხიმის ოპტიმალური დონის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ, რომელიც თავის მხრივ ჯანსაღ ჰორმონალურ ბალანსზე გავლენას მოახდენს (ხომ იცით, რომ ქალის ჰორმონების მნიშვნელოვანი ნაწილი ცხიმების მიერ იწარმოება?) მნიშვნელოვანია, არ გადააჭარბოთ: ძალიან ინტენსიურმა ვარჯიშმა შეიძლება ჰორმონალური დისბალანსი და ნაადრევი ჰორმონალური გამოფიტვა გამოიწვიოს.

მოწევას თავი დაანებეთ

მოწევა ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც მენოპაუზის დადგომაზე გავლენას ახდენს. ნიკოტინმა, ციანიდმა და ნახშირორჟანგმა, რომლებსაც სიგარეტი შეიცავს, შეიძლება კვერცხუჯრედების დაკარგვა დააჩქაროს და მენოპაუზის ადრე დადგომა გამოიწვიონ. ექიმები გაფრთხილებენ: რეგულარული მოწევა მენოპაუზას 1-4 წლით აჩქარებს.

ალკოჰოლი და კოფეინი შეამცირეთ

დამოუკიდებლად ალკოჰოლის მიღება მენოპაუზის დადგომას არ აჩქარებს, მაგრამ მისი ჭარბი მოხმარება ნაადრევ კლიმაქსს იწვევს, თუ სხვა რისკ-ფაქტორები გაქვთ. იგივე კოფეინს ეხება: ექიმები შეგახსენებთ, რომ ყავის უსაფრთხო დოზაა დღეში 2 ფინჯანი.

წონას ყურადღება მიაქციეთ

მენოპაუზის დადგომა არა მხოლოდ ესტროგენის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს. როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, ჰორმონი ცხიმოვან ქსოვილებში გროვდება და ამიტომ მნიშვნელოვანია ჭარბი წონის დაგროვება არ დაუშვათ. რა თქმა უნდა, 5 და 10 ზედმეტი კილოგრამი თქვენს ფერტილობაზე გავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ თუ თქვენი სხეულის ინდექსი რეკომენდებულზე ზედმეტად მაღალია, შესაძლოა, დროა კვებით ჩვევებს და ცხოვრების წესს გადახედოთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.