Connect with us

კულინარია

მოამზადეთ მხოლოდ ასეთი ვახშმები და შემოდგომისთვის S ზომა ტანსაცმელს მარტივად მოირგებთ

წონის წარმატებულად დაკლება შეუძლებელია, თუ თქვენ ან მხოლოდ სწორად იკვებებით ან მხოლოდ ვარჯიშობთ. პირველ შემთხვევაში კილოგრამების დაკლებას შეძლებთ, მაგრამ ლამაზ ფორმას დაკარგავთ, რადგან მიმზიდველ ფორმებს მხოლოდ ვარჯიშით მიაღწევთ. მეორე შემთხვევაში ცხიმის ქვეშ კუნთებს გაზრდით და, სავარაუდოდ, წონაში უფრო მეტი გახდებით, ვიდრე ადრე იყავით.

რა თქმა უნდა, ყველა ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურია და წონაში დაკლების მეთოდი კონკრეტული ფიგურის ტიპის და ცხოვრების სტილის მიხედვით უნდა შეირჩეს. თუმცა წონაში დაკლების იდეალური ვარიანტი დაბალანსებული სისტემაა, რომელიც ზომიერ ჯანსაღ დიეტას და რეგულარულ ვარჯიშს მოიცავს.

საჭმელი ვარჯიშის შემდეგ

ჩვეულებრივ ფიტნეს მწვრთნელები გირჩევენ სპორტულ დარბაზში წასვლამდე ერთი საათით ადრე ჭამა შეწყვიტოთ, უმჯობესია 2,5 საათით ადრე. ვარჯიშის შემდეგ იმწამსვე ჭამის სურვილი გვაქვს. რაც მთავარია – არ გადააჭარბოთ. სპორტულ დარბაზში წასვლამდე ვახშამი მოამზადეთ, რომ ვარჯიშიდან დაბრუნების შემდეგ კერძები გააცხელოთ და მიირთვათ. ყველაზე ხშირად მაღალკალორიულ მავნე საკვებს მხოლოდ მაშინ მივირთმევთ, როცა ხელთ ხარისხიანი სასარგებლო პროდუქტები არ გვაქვს. ისე გააკეთეთ, რომ მაცივარში გემრიელი და ნოყიერი პროდუქტები ყოველთვის გქონდეთ და თქვენ ყოველთვის მოხდენილი იქნებით!

ვარჯიშის შემდეგ საუკეთესო საჭმელი აუცილებლად მკვებავი და ორგანიზმისთვის აუცილებელი ყველა სასარგებლო ნივთიერებებით გაჯერებული უნდა იყოს. ვარჯიშის დროს ბევრ სითხეს ვკარგავთ, ასე რომ ვარჯიშის შემდეგ წყლის დალევა არ დაგავიწყდეთ.

რამდენიმე დაბალანსებული და მკვებავი კერძის რეცეპტს გთავაზობთ, რომლებიც სპეციალურად ვარჯიშის შემდეგ სავახშმოდ არის განკუთვნილი.

სალათი სიმინდით და თინუსით

ინგრედიენტები:

  • 1 კონა მწვანე ხახვი
  • 1 ქილა დაკონსერვებული სიმინდი
  • 1 ქილა თინუსი საკუთარ წვენში
  • მდოგვი
  • ლიმონის წვენი
  • ზეითუნის ზეთი
  • მარილი, წიწაკა

მომზადება:

  1. სიმინდის წვენი გადაასხით, თინუსი კი ჩანგლით დაჭყლიტეთ. მწვანე ხახვი დაჭერით და სიმინდი და თინუსი დაუმატეთ.
  2. მოსართავის მოსამზადებლად თანაბარი პროპორციით მდოგვი, ლიმონის წვენი და ზეითუნის ზეთი აურიეთ.
  3. სალათს მოსართავი სუფრაზე გატანის წინ დაუმატეთ.

თინუსი ვარჯიშის შემდეგ საუკეთესო ცილოვანი საკვებია. ის იდეალურია მათთვის, ვისაც ჭარბი წონის მოშორება სურს, მაგრამ ამასთან გემრიელად და ნოყიერად ჭამა უნდა. ეს დაბალკალორიული თევზია, რომლებიც ნივთიერებათა ცვლას დააჩქარებს.

გამომცხვარი ძროხის ხორცი ბროკოლით

ინგრედიენტები:

  • 200 გრ ძროხის ხორცი
  • 400 გრ ბროკოლი
  • 1 დიდი ზომის ხახვი
  • 150 გრ არაჟანი
  • მარილი, წიწაკა
  • ზეითუნის ზეთი

მომზადება:

  1. ხახვი რგოლებად დაჭერით და ძროხის ხორცი ნებისმიერ სანელებელში ამოავლეთ.
  2. ძროხის ხორცი და ხახვი ფოლგაში გაახვიეთ და 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40 წუთით აცხვეთ.
  3. ბროკოლი გარეცხეთ, დაანაწევრეთ და არაჟანში მომზადებამდე მოთუშეთ.
  4. მზა ხორცი გაჭერით და თეფშზე ბროკოლთან ერთად დააწყვეთ.

ბროკოლი კალციუმის ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა, რომელიც ძვლებს ხანგრძლივი ვარჯიშის შემდეგ სჭირდება. ასევე კომბოსტო C ვიტამინის დღიურ ნორმას შეიცავს. ძროხის ხორცი დაბალკალორიული ხორცია, რომელიც სისხლში ჰემოგლობინის დონეს ინარჩუნებს და ინფარქტის პროფილაქტიკას წარმოადგენს.

ხაჭო ნიორთან ერთად

ინგრედიენტები:

  • 400 გრ ხაჭო დაბალი ცხიმიანობით
  • 100 გრ არაჟანი
  • 4 კბილი ნიორი
  • 2 საშუალო ზომის კიტრი
  • ისპანახი
  • კამა
  • ოხრახუში
  • მარილი, წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

  1. ხაჭო ჩანგლით დაჭყლიტეთ და არაჟნით მორთეთ.
  2. ნიორი ნივრის საჭყლეტში დაჭყლიტეთ და მწვანილები აურიეთ.
  3. კიტრი მსხვილ სახეხზე გახეხეთ.
  4. ყველა ინგრედიენტი აურიეთ. წიწაკა და მარილი გემოვნებით მოაყარეთ.

ხაჭო არა მხოლოდ გემრიელი და ნოყიერი პროდუქტია, არამედ დაბალი ნახშირწყლების შესანიშნავი წყაროა, რომელიც წონაში დაკლებასა და კუნთოვანი მასის მომატებაში ხელს შეგიწყობთ. მწვანილი სალათს განსაკუთრებულ პიკანტურობას მატებს. ასეთი ხაჭოს მიღება არ მოგბეზრდებათ.

თუ რეცეპტები მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.